სახელმწიფო ღალატისთვის მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ახლა მინსკში იმყოფება და რუსეთს სურს, ის უკრაინის პრეზიდენტად გამოაცხადოს, – ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერს. „მიღებული ინფორმაცია მიუთითებს კრემლის მიერ რაიმე სახის საინფორმაციო ოპერაციის ან ქმედების შესაძლო მომზადებაზე, ყოფილი პრეზიდენტის იანუკოვიჩის უკრაინაში დაბრუნების ან უახლოეს მომავალში მისი სახელით უკრაინელი ხალხისადმი მიმართვის გამოქვეყნების შესახებ”, – […]
კატეგორია: მსოფლიო
„რუსები კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარის განადგურებას აპირებენ“
რუსები კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძრის განადგურებას აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის კულტურის მინისტრი ალექსანდრე ტკაჩენკო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია წერია, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აპირებს დაბომბოს “უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ობიექტები” უკრაინის დედაქალაქის ცენტრში – ქალაქ კიევში. „ეს დანაშაულებრივი ზრახვები საფრთხეს უქმნის როგორც კიევის ხალხს, ასევე სალოცავებს. დაბომბვის გამოცხადებული სამიზნიდან რამდენიმე ათეულ მეტრში არის […]
აშშ-მ რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა
აშშ-მ რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, ეს გარემოება რუსეთს კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოაქცევს. დღეს მე ვაცხადებ, რომ ჩვენ ვუერთდებით ჩვენს მოკავშირეებს და ვხურავთ ამერიკის საჰაერო სივრცეს ყველა რუსული ავიაკომპანიისთვის და ფრენებისთვის, ეს კიდევ უფრო იზოლირებულს გახდის რუსეთს. პუტინის წარმოდგენა არ აქვს იმაზე, რაც ელის. რუბლმა […]
სანქტ-პეტერბურგში ომის საწინააღმდეგო აქციაზე 90 ადამიანი დააკავეს
სანქტ-პეტერბურგში უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციების მეექვსე დღე მასობრივი დაკავებებით დასრულდა. სამართალდამცველებმა არასანქცირებულ აქციაზე 90-მდე ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემა „ფონტანკას“ მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ქმედებების გასაპროტესტებლად ამჯერად 400-მდე ადამიანი გამოვიდა. სანქტ-პეტერბურგში დემონსტრაციები რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან ყოველდღიურად იმართება. პირველი მარტის აქციაზე დაკავებულებს შორის ერთი ჟურნალისტია. პირველი არხი
ჰაკერებმა „როსკოსმოსის” სატელიტური მართვის სისტემა გატეხეს
Anonymous-ის ჰაკერების ჯგუფმა „როსკოსმოსის” სატელიტური მართვის სისტემა გატეხა. ამის შესახებ განცხადება ჰაკერების დაჯგუფებამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი აღარ აკონტროლებს საკუთარ ჯაშუშურ თანამგზავრებს. მანამდე Anonymous-მა რუსეთის მთავარი დეპარტამენტების ოფიციალური ვებგვერდები გატეხა, მათ შორის კრემლის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საიტები.
გაერო – ომის დაწყებიდან უკრაინაში 136 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 13 ბავშვი
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ გასულ ხუთშაბათს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სულ მცირე 136 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 13 ბავშვი. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სპიკერმა აღნიშნა, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, ბევრად მეტია. მისი თქმით, გარდაცვლილთა უმეტესობა მძიმე არტილერიის დაბომბვის, საჰაერო თავდასხმების და სხვა შეტევების შედეგად დაიღუპა. გაეროს ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულია 400-მდე ადამიანი. […]
რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ხერსონი აიღეს – ქალაქის ცენტრში აფეთქებებია
რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ხერსონი აიღეს. ქალაქის ცენტრშ აფეთქებების ხმა ისმის. ბოლო ცნობებით, რუსმა სამხედროებმა რკინიგზის სადგური და პორტი დაიკავეს. მთავრობის ადმინისტრაციასთან რუსული სახმედრო ტექნიკა დგას. ქალაქის ქუცებში მძიმე ტექნიკა და ქვეითები გადაადგილდებიან. მოსახლეობა სახლებიდან არ გადის. ქალაქის მერი იგორ კოლიხაევი მწვანე კორიდორის შექმნას ითხოვს.
სამშობლოს დასაცავად უკრაინაში საზღვარგარეთ მყოფი 80 000 უკრაინელი დაბრუნდა – უკრაინის შსს
პუტინს წარმოდგენა არა აქვს, რა ელის – ჯო ბაიდენი
პუტინს წარმოდგენა არ აქვს, რა ელის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესში ყოველწლიური გამოსვლისას განაცხადა. „პუტინის ომი წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული იყო. მან არაერთხელ თქვა უარი დიპლომატიური ძალისხმევაზე. მას ეგონა, რომ დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდნენ. ეგონა, რომ ჩვენს გახლეჩას შეძლებდა. პუტინი შეცდა, ჩვენ მზად ვიყავით“, – განაცხადა ბაიდენმა.
უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფ გეგმას მხარი ევროპარლამენტის 676-დან 637-მა წევრმა დაუჭირა. 13-მა უარი თქვა, 26-მა კი თავი შეიკავა. მანამდე კი, დღეს ბრიუსელში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე დებატები გაიმართა, სადაც ევროპელმა დეპუტატებმა ღიად და ხისტად ისაუბრეს რუსულ ოკუპაციასა და უკრაინის მხარდასაჭერად, მტკიცე და ერთიან პოზიციას გამოხატავდნენ. ისტორიული სხდომა კი ზელენსკის ამაღელვებელი მიმართვით დაიწყო, რასაც ოვაციები მოჰყვა. დაამტკიცეთ, რომ […]










