კატეგორია: მსოფლიო

საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი დაბომბეს

საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი დაბომბეს

საოკუპაციო ძალებმა დონბასში, სტანიცა ლუგანსკის ტერიტორიაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი დაბომბეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის შესახებ გვიან ღამით შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ სოციალურ ქსელში დაწერა. გუშინ,  რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლება საარტილერიო იარაღით დაბომბეს, ჭურვი საბავშვო ბაღსაც მოხვდა. თავდასხმის შედეგად, ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმი ზელენსკიმ მომხდარი პროვოკაციად […]

ნაფტალ ბენეტი – “ისრაელში მწვანე პასპორტის მოთხოვნა მთლიანად უქმდება”

მილიონერი და ყოფილი სპეცრაზმელი ნაფტალი ბენეტი ნეთანიაჰუს პრემიერის პოსტზე შეცვლის

ისრაელში, „ომიკრონ“ ვარიანტით გამოწვეული ვირუსის გავრცელების ტალღის შემცირების გამო, “მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მშობლები ჯერ კიდევ ვალდებულები არიან, შვილებს კორონავირუსზე ტესტი კვირაში ორჯერ ჩაუტარონ, ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა სავალდებულო რჩება იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც მოხუცთა თავშესაფრებში ვიზიტი სურთ. ”ტალღა შესუსტებულია”, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა და […]

საფრანგეთი და მისი მოკავშირეები მალიდან გასვლას იწყებენ

საფრანგეთი და მისი მოკავშირეები მალიდან გასვლას იწყებენ

საფრანგეთმა და მისმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ მალიდან ბარხანესა და თაკუბას ანტიჯიჰადისტურ ოპერაციებში ჩართული სამხედრო ძალების გაყვანას იწყებენ, რის მიზეზადაც გარდამავალი ხელისუფლების მიერ შექმნილ დაბრკოლებებს ასახელებენ. „მალის გარდამავალი ხელისუფლების მიერ შექმნილი მრავალი დაბრკოლების გამო, კანადა და ევროპული სახელმწიფოები თვლიან, რომ აღარ არსებობს დამაკმაყოფილებელი პოლიტიკური, ოპერატიული და სამართლებრივი პირობები იმისთვის, რომ ეფექტურად გააგრძელონ თავიანთი სამხედრო ჩართულობა მალიში ტერორიზმის […]

რუსებმა ლუგანსკში საბავშვო ბაღი დაბომბეს

რუსებმა ლუგანსკში საბავშვო ბაღი დაბომბეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლუგანსკის ოლქში მძიმე არტილერიის გამოყენებით ცეცხლი გახსნეს, -უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. „რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტში, სტანიცა ლუგანსკში ცეცხლი გახსნეს. ტერორისტების მიერ მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, წინასწარი მონაცემებით, ორმა სამოქალაქო პირმა ტვინის […]

ზელენსკი – “ჩვენი საზღვრებიდან რუსეთის ჯარების გაყვანას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ”

ზელენსკი - "ჩვენი საზღვრებიდან რუსეთის ჯარების გაყვანას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ"

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ მათი საზღვრებიდან რუსეთის ჯარის გაყვანას ჯერჯერობით ვერ ხედავენ. „გულწრფელად გითხრათ, ვრეაგირებთ იმ რეალობაზე, რაც გვაქვს და ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ჯარის გაყვანას, ჩვენ ამის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ გვესმის,“ – განაცხადა ზელენსკიმ BBC-თან საუბარში. მისი თქმით, როდესაც ჯარებს გაიყვანენ „ამას ყველა დაინახავს, მაგრამ ახლა ეს მხოლოდ განცხადებებია“. ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, […]

პესკოვი – “დონეცკის და ლუგანსკის აღიარება მინსკის შეთანხმებებს არ შეესაბამება”

პუტინის პრესსპიკერ პესკოვს კოვიდ 19 დაუდგინდა - "თვეზე მეტია, პუტინს არ შევხვედრივარ"

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მხედველობაში მიიღო სახელმწიფო სათათბიროს თხოვნა თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ, მაგრამ ასეთი ნაბიჯი არ შეესაბამება მინსკის შეთანხმებებს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „პრეზიდენტმა მიიღო თხოვნა, რეაგირება მოახდინა მასზე, მხედველობაში მიიღო, მაგრამ აღიარება არ შეესაბამება მინსკის შეთანხმებებს“, – აღნიშნა პესკოვმა. მისი თქმით, სახელმწიფო სათათბიროს […]

ყირიმში წვრთნები დასრულდა და რუსი ჯარისკაცები მუდმივი დისლოკაციის ადგილს უბრუნდებიან

ყირიმში წვრთნები დასრულდა და რუსი ჯარისკაცები მუდმივი დისლოკაციის ადგილს უბრუნდებიან

რუსეთის თავდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, ყირიმში სამხედრო წვრთნები დასრულდა მასში მონაწილე ქვედანაყოფები მუდმივი დისლოკაციის ადგილებს უბრუნდებიან. „სამხრეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფებმა, ყირიმის ნახევარკუნძულის საწვრთნელ მოედანზე ტაქტიკურ წვრთნებში მონაწილეობა დაასრულეს, სარკინიგზო ტრანსპორტის საშუალებით თავიანთი მუდმივი დისლოკაციის პუნქტებისკენ მიემართებიან“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. შეგახსენებთ, გუშინ რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული ჯარისკაცების ნაწილს, რომელმაც წვრთნებში მონაწილეობა დაასრულა, თავიანთ ბაზებზე […]

კანადა უკრაინას 500 მილიონის სესხს გამოუყოფს

კანადა უკრაინას 500 მილიონის სესხს გამოუყოფს

კანადის ხელისუფლება უკრაინას 500 მილიონი კანადური დოლარის სესხს გამოუყოფს. ამასთან, კანადა უკრაინას 7.8 მილიონი დოლარის ლეტალურ იარაღსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის. კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს თქმით, აღნიშნული დახმარების მიზანი უკრაინის რუსული აგრესიისგან დაცვაა. „კანადისა და ჩვენი სხვა პარტნიორების ამ მხარდაჭერის მიზანია, დაიცვას უკრიანა რუსეთის აგრესიისგან“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.

რუსული ჯარები ზოგიერთი ადგილიდან მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე ბრუნდებიან

რუსული ჯარები ზოგიერთი ადგილიდან მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე ბრუნდებიან

დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქების ქვედანაყოფები საკუთარ ბაზებზე დაბრუნებას იწყებენ, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა. „სამხრეთის და დასავლეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფებმა, დავალებების შესრულების შემდეგ, უკვე დაიწყეს სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტში განთავსება და დღეს ისინი დაიწყებენ გადაადგილებას საკუთარი სამხედრო ნაწილებისკენ,“ – განაცხადა კონაშენკოვმა. ამასთან, მისი თქმით, რუსი სამხედროები აგრძელებენ […]

ჯონსონი – “პუტინს უკან დახევის დრო აქვს”

ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა - "2020 წლის 20 მაისს რეგულაცია დავარღვიე"

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, არსებული სიტუაცია ძალიან რთულია და საკმაოდ ცხადი მტკიცებულებები არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. „საკმაოდ ცხადი მტკიცებულებები არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. უკრაინის საზღვარზე ჯარისკაცების კონცენტრაცია და ყველა სხვა ნიშანი აჩვენებს, რომ სერიოზული მზადება მიმდინარეობს“, – აღნიშნა ჯონსონმა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ აქვს უკან დახევის […]