კატეგორია: მსოფლიო

„ვისაც აქვს იარაღი, კანონიერად თუ უკანონოდ, მოემზადეთ წინააღმდეგობისთვის“ – გორდონი

უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი უკრაინელებს მიმართავს  და მოუწოდებს ყველას, ვისაც შეუძლია ხელში იარაღის აღება, ვისაც აქვს იარაღი აიღონ ხელში და მოემზადონ წინააღმდეგობისთვის: “უკრაინელებო, პუტინის რეჟიმი თავს დაესხა ჩვენს სამშობლოს. ფანჯრების მიღმა აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინა რუსეთის მთელს პერიმეტრზე დაიწყო სამხედრო მოქმედებები. ამ სიტუაციაში შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ყველას ვისაც შეუძლია ხელში იარაღის აღება, ვისაც აქვს იარაღი, კანონიერად […]

უკრაინამ ლუგანსკის ორ სოფელზე კონტროლი დაკარგა

უკრაინის საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ძალები ლუგანსკის ორ სოფელს მელოევოსა და გოროდიშეს აღარ აკონტროლებენ. ასევე, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ: – დნეპროპეტროვსკის რეგიონში ქალაქებში კრასნოპოლიე და მარგანეცში სამხედრო საწყობები იწვის; – ვინიცკის რეგიონში ტულჩინისა და ბოხანას რაიონებში ხანძარია სამხედრო ნაწილებში; – ლუცკში ტელეანძა ააფეთქეს; – კიევის ოლქში კი ქალაქ ბროვარიში სამხედრო ნაწილში […]

შარლ მიშელი ვლადიმერ პუტინს ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. შარლ მიშელი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და ვლადიმერ პუტინს ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მისივე ინფორმაციით, დღეს ევროპული საბჭოსა და დიდი შვიდეულის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდებიან. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საომარი მოქმედებები უკრაინაში დღეს დაიწყო. უკრაინის თითქმის ყველა მთავარი ქალაქი იბომბება. დაზიანებულია შენობები და აეროპორტები.

აგრესორმა ლუგანსკის ოლქში ორი სოფელი დაიკავა

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, აგრესორმა ლუგანსკის ოლქში ორი სოფელი – მელოვოე და გოროდისჩე დაიკავა. ასევე: დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქებში კრასნოპოლიესა და მარგანეცში სამხედრო საწყობები იწვის ვინიცის ოლქში ტულჩინასა ფა ბოხანაში ხანძარია სამხედრო ნაწილებში. ლუცკში აფეთქებულია ტელეანძა კიევის ოლქში, ქალაქ ბროვართან განლაგებულ სამხედრო ნაწილში ხანძარი დაფიქსირდა.

რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო

სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ ვლადიმერ პუტინმა დღეს გამთენიისას განაცხადა და თქვა, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ დაიბომბა სტრატეგიული სამხედრო ობიექტები. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ფრენებისთვის საჰაერო სივრცე დახურულია. დილიდან აფეთქებების ხმა ისმის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის კიევში, სადაც განგაშის სიგნალიც ჩართეს.

უკრაინა საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

უკრაინაში ეროვნული უშიშროებისა  და თავდაცვის საბჭომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გადაწყვიტა. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ 48 საათში უნდა დაამტკიცოს. თანხმობის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობა მთელს უკრაინაში 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება. რაც შეება დონეცკსა და ლუგანსკს, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის თქმით, აღნიშნულ რეგიონებში საგანგებო რეჟიმის დაწესება შეუძლებელია, თუმცა იქ საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე, სპეციალური რეჟიმის ისედაც მოქმედებს. […]

რუმინეთის თავდაცვის მინისტრი – “უკრაინიდან ნახევარი მილიონი დევნილი შეგვიძლია მივიღოთ”

რუმინეთი ემზადება უკრაინიდან ნახევარ მილიონამდე პოტენციური დევნილის მისაღებად იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ქვეყანაში შეიჭრება, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ვასილე დინკუმ განაცხადა. „ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ 500.000-ზე მეტი დევნილი, ეს არის ის რაოდენობა, რისთვისაც ჩვენ ვემზადებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყებებთან ერთად”, – აღნიშნა ვასილე დინკუმ. მისი თქმით, გეგმა მომზადებულია ყველა დიდი ქალაქისთვის […]

უკრაინა დღეიდან სამხედრო რეზერვისტების გაწვევას იწყებს

უკრაინა დღეიდან რეზერვისტების სამხედრო სამსახურში გაწვევას იწყებს. მედიის ინფორმაციით, გამოძახებას ექვემდებარებიან 18-დან 60 წლამდე რეზერვისტები, როგორც ოფიცრები, ასევე რიგითები. სამსახურის მაქსიმალური ვადა 1 წელია. BBC-ი წერს, რომ ექსპერტების შეფასებით, უკრაინის სარეზერვო თავდაცვის ძალებში დაახლოებით 900 000 ადამიანი მსახურობს. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას რეზერვისტების განსაკუთრებული პერიოდის განმავლობაში გაწვევის შესახებ.

ბლინკენმა ლავროვთან შეხვედრა გააუქმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. „გასულ კვირას დავთანხმდი შევხვედროდი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მიმდინარე კვირაში, 24 თებერვალს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ შეიჭრებოდა უკრაინაში. ახლა, როცა ვხედავთ, რომ შეჭრა იწყება და რუსეთმა აშკარად აჩვენა დიპლომატიის უარყოფა, ამჯერად ამ შეხვედრას აზრი […]

ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს და 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი ერთხმად მიიღეს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელის თქმით, რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას მისცეს ხმა, ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანეს. ამასთან, სანქციები დაუწესდა 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირსაც, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ოპერაციებს აფინანსებენ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო […]