ლუფტჰანზა კიევის მიმართულებით 21-დან 28 თებერვლამდე ყველა ფრენას აჩერებს. გერმანული ავიაკომპანია ლუფტჰანზას ეკიპაჟმა შესაძლო საომარი სცენარი განვითარების გამო უკრაინაში გაფრენაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. თვითმფრინავი პარასკევს დილით ფრანკფურტიდან უკრაინაში არ ჩაფრენილა. ავიარეისი მიემართებოდა ლვოვში, სადაც ბოლო დღეებში უსაფრთხოების მიზეზებით დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის საელჩოებმა და ნატო-მ პერსონალი კიევიდან სამუშაოდ გადაიყვანეს. „რეისი ელეიჩი 1538 დილის […]
კატეგორია: მსოფლიო
ბორის ჯონსონი – “რუსეთი 1945 წლის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდ ომს გეგმავს”
მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი გეგმავს “ყველაზე დიდ ომს ევროპაში 1945 წლის შემდეგ”, – ამის შესახებ ბორის ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ყველა ნიშანი იმაზე მეტყველებს, რომ გეგმა გარკვეული თვალსაზრისით უკვე დაწყებულია“. ჯონსონის ინფორმაციით, დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი აპირებს შეჭრას, უკრაინის დედაქალაქ კიევის ალყაში მოქცევით. ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ კიდევ […]
ზელენსკი პუტინს შეხვედრას სთავაზობს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრას სთავაზობს. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მან არ იცის, რა სურს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. „მე არ ვიცი რა სურს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ამიტომ ვთავაზობ მას შეხვედრას“,- აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩავიდა. როგორც ზელენსკი ამბობს, ჩასვლის მიზეზი ის იყო, […]
დიდ ბრიტანეთს საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს
დიდ ბრიტანეთს თავისი საელჩო კიევიდან ლვოვში გადააქვს და საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ უკრაინა. ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის განცხადებაში. უწყების ცნობით, კიევში მდებარე საელჩოს თანამშრომლები დროებით ლვოვში გადავლენ და მუშაობას იქიდან გააგრძელებენ. „რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება უკრაინაში სერიოზულად დააზარალებს ბრიტანეთის მთავრობის შესაძლებლობას, უზრუნველყოს საკონსულო დახმარება უკრაინაში. ასეთ გარემოებებში ბრიტანეთის მოქალაქეები არ უნდა […]
დარწმუნებული ვარ, რუსეთი უკრაინაში შეიჭრება – ჯო ბაიდენი
დარწმუნებული ვარ, რუსეთი უკრაინაში შეიჭრება,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამართა. პრეზიდენტის თქმით, აშშ რუსეთის გეგმებს ამჟღავნებს არა იმიტომ, რომ კონფლიქტი უნდა, არამედ იმიტომ, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის ყოველგვარი გასამართლების საფუძველი წაართვას. „საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ რუსული ძალები უკრაინაზე თავდასხმას უახლოეს კვირაში ან დღეებში გეგმავენ. ჩვენ მივიჩნევთ, […]
საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი დაბომბეს
საოკუპაციო ძალებმა დონბასში, სტანიცა ლუგანსკის ტერიტორიაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი დაბომბეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის შესახებ გვიან ღამით შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ სოციალურ ქსელში დაწერა. გუშინ, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლება საარტილერიო იარაღით დაბომბეს, ჭურვი საბავშვო ბაღსაც მოხვდა. თავდასხმის შედეგად, ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმი ზელენსკიმ მომხდარი პროვოკაციად […]
ნაფტალ ბენეტი – “ისრაელში მწვანე პასპორტის მოთხოვნა მთლიანად უქმდება”
ისრაელში, „ომიკრონ“ ვარიანტით გამოწვეული ვირუსის გავრცელების ტალღის შემცირების გამო, “მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მშობლები ჯერ კიდევ ვალდებულები არიან, შვილებს კორონავირუსზე ტესტი კვირაში ორჯერ ჩაუტარონ, ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა სავალდებულო რჩება იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც მოხუცთა თავშესაფრებში ვიზიტი სურთ. ”ტალღა შესუსტებულია”, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა და […]
საფრანგეთი და მისი მოკავშირეები მალიდან გასვლას იწყებენ
საფრანგეთმა და მისმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ მალიდან ბარხანესა და თაკუბას ანტიჯიჰადისტურ ოპერაციებში ჩართული სამხედრო ძალების გაყვანას იწყებენ, რის მიზეზადაც გარდამავალი ხელისუფლების მიერ შექმნილ დაბრკოლებებს ასახელებენ. „მალის გარდამავალი ხელისუფლების მიერ შექმნილი მრავალი დაბრკოლების გამო, კანადა და ევროპული სახელმწიფოები თვლიან, რომ აღარ არსებობს დამაკმაყოფილებელი პოლიტიკური, ოპერატიული და სამართლებრივი პირობები იმისთვის, რომ ეფექტურად გააგრძელონ თავიანთი სამხედრო ჩართულობა მალიში ტერორიზმის […]
რუსებმა ლუგანსკში საბავშვო ბაღი დაბომბეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლუგანსკის ოლქში მძიმე არტილერიის გამოყენებით ცეცხლი გახსნეს, -უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. „რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტში, სტანიცა ლუგანსკში ცეცხლი გახსნეს. ტერორისტების მიერ მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში. მათივე ცნობით, წინასწარი მონაცემებით, ორმა სამოქალაქო პირმა ტვინის […]
ზელენსკი – “ჩვენი საზღვრებიდან რუსეთის ჯარების გაყვანას ჯერჯერობით ვერ ვხედავთ”
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ მათი საზღვრებიდან რუსეთის ჯარის გაყვანას ჯერჯერობით ვერ ხედავენ. „გულწრფელად გითხრათ, ვრეაგირებთ იმ რეალობაზე, რაც გვაქვს და ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ჯარის გაყვანას, ჩვენ ამის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ გვესმის,“ – განაცხადა ზელენსკიმ BBC-თან საუბარში. მისი თქმით, როდესაც ჯარებს გაიყვანენ „ამას ყველა დაინახავს, მაგრამ ახლა ეს მხოლოდ განცხადებებია“. ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, […]










