„ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო”, – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს და წერს, რომ უკრაინა საერთაშორისო პარტინიორებს აღმოსავლეთში ახალი სამხედრო აქტივობის შესახებ აფრთხილებს. არსებული ცნობებით, ჯო ბაიდენს აშშ-ის დაზვერვამ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა შეიჭრას უკრაინაში და გადაწყვეტილება, ოფიციალურად გაუგზავნა თავდაცვის სამინისტროს. გავრცელებული ცნობობებით, სწორედ აღნიშნული ინფორმაცია მიწოდა, დღეს ბაიდენმა მსოფლიო ლიდერებს. გამოცემა NYT-ის ცნობით, პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეს […]
კატეგორია: მსოფლიო
რუსეთი უკრაინაში შეიძლება შეიჭრას – ამერიკის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ
ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს დაჟინებით მოუწოდებს, მომდევნო 48 საათის განმავლობაში დატოვონ ქვეყანა. ამის შესახებ ჯეიკ სალივანმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „უკრაინაში მყოფმა ნებისმიერმა ამერიკელმა უნდა დატოვოს ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად და ნებისმიერი გზით მომდევნო 24-დან 48 საათის ფარგლებში. ცხადია, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა […]
ერდოღანსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს კორონავირუსი დაუდასტურდა. კოვიდ დადებითია ასევე მისი მეუღლეც. ამის შესახებ ერდოღანმა Twitter-ის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია. პრეზიდენტი ამბობს, რომ ისინი „ომიკრონის“ შტამით არიან ინფიცირებულები და სიმპტომებიც მსუბუქი აქვთ “ჩვენ მუშაობას სახლიდან გავაგრძელებთ” – წერს ერდოღანი Twitter-ზე. თურქეთის პრეზიდენტი უკრაინაში სამშაბათს გაემგზავრა, სადაც რუსეთთან მიმდინარე დაძაბულობის შესახებ მოლაპარაკებები გამართა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
„რუსეთი შეიჭრა საქართველოში, ჰყავს სამხედრო ძალა მოლდოვაში, ასევე მოახდინა ყირიმის ანექსია” – ვიქტორია ნულანდი
უსაფრთხოების განუყოფლობას საფრთხეს უქმნის რუსეთი, რომელიც შეიჭრა საქართველოში, ჰყავს სამხედრო ძალა მოლდოვაში ამ ქვეყნის ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ, ასევე მოახდინა ყირიმის ანექსია და შეიჭრა დონბასში, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა რუსულ გამოცემა „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი შეშფოთებულია ამერიკული მხარის სხვადასხვა სახის ქმედებებით, ისევე როგორც აშშ არის შეშფოთებული რუსეთის ქმედებებით, ამიტომ, […]
„მის აშშ“ ნიუ-იორკში გარდაცვლილი იპოვეს
„მის აშშ – 2019″ 30 წლის ჩესლი კრისტი ნიუ-იორკში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ჩესლი კრისტის ცხედარი ცათამბჯენთან აღმოაჩინეს, მას სიმაღლიდან გადმოვარდნის ნიშნები ჰქონდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მან სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა წარწერით – „დაე, ამ დღემ სიმშვიდე და მოსვენება მოგვიტანოს”. რა გახდა ჩესლი კრისტის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ისრაელის პრეზიდენტი არაბთა საემიროებს ეწვია – ისტორიული ვიზიტი
ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ისტორიული ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია. ჰერცოგი ისრაელის პირველი პრეზიდენტია, რომელიც გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. მისი თქმით, ის ქვეყანას პრინც შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდის პერსონალური მიწვევით ესტუმრა. “არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრინცმა შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდმა პერსონალურად მიმიწვია. მე მადლიერი ვარ მისი გამბედაობით, ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისა და მთელ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად მესიჯის […]
კიევში აშშ-ის საელჩო ამერიკელებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს
კიევში აშშ-ის საელჩო რუსეთის აგრესიის საფრთხის გამო ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. აშშ-ის საელჩოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით მიხედვით, რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო უკრაინაში ვითარება არაპროგნოზირებადია და უახლოეს მომავალში, შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია ის შესაძლო გზები, რომლებითაც უკრაინის სახმელეთო საზღვრის დატოვებაა შესაძლებელი და ჩამოთვლილია ის რეგულაციები, რომლებიც უკრაინის მეზობელ ქვეყნებში პოლონეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, […]
სერჯიო მატარელა იტალიის პრეზიდენტად ისევ აირჩიეს
სერჯიო მატარელა იტალიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. 80 წლის მატარელა იტალიის პრეზიდენტის პოსტის დაკავებას კიდევ 7 წლის განმავლობაში შეძლებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, მას არჩევნებში მონაწილეობა აღარ სურდა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ დაარწმუნა, რომ ქვეყნის სტაბილურობისთვის მისი თანამდებობაზე დარჩენა უკეთესი იქნებოდა. ამასთან კოალიციურმა პარტიებმა სხვა კანდიდატის თაობაზე შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს. მატარელამ აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას იზიარებს […]
ბაიდენი აშშ-ის ჯარს აღმოსავლეთ ევროპაში გადაიყვანს
აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, უახლოეს მომავალში აღმოსავლეთ ევროპისა და ნატო-ს ქვეყნებში აშშ-ს ჯარების გადაყვანა იგეგმება. პენტაგონს დაახლოებით 8.500 ამერიკელი ჯარისკაცი ევროპაში შესაძლო განლაგების მიზნით მზადყოფნაში ჰყავს. „უახლოეს პერსპექტივაში, მე გადავიყვან ჯარებს აღმოსავლეთ ევროპასა და ნატო-ს ქვეყნებში, თუმცა არც ისე ბევრს “, – განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში დაბრუნებისას. მანამდე პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ […]
ლავროვი – “ნატოს პასუხზე გადაწყვეტილებას პუტინი მიიღებს”
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, რომელიც უნდა გადაიდგას მას შემდეგ, რაც რუსეთმა აშშ-სა და ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიების წინადადებებზე წერილობითი პასუხები წარადგინეს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. „უწყებათაშორისი კოორდინაციის შემდეგ ჩვენ მოვახსენებთ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ის მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენს შემდგომ ნაბიჯებზე”, – განაცხადა ლავროვმა. მან ხაზი […]










