კატეგორია: მსოფლიო

პესკოვი – “დონეცკის და ლუგანსკის აღიარება მინსკის შეთანხმებებს არ შეესაბამება”

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მხედველობაში მიიღო სახელმწიფო სათათბიროს თხოვნა თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ, მაგრამ ასეთი ნაბიჯი არ შეესაბამება მინსკის შეთანხმებებს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „პრეზიდენტმა მიიღო თხოვნა, რეაგირება მოახდინა მასზე, მხედველობაში მიიღო, მაგრამ აღიარება არ შეესაბამება მინსკის შეთანხმებებს“, – აღნიშნა პესკოვმა. მისი თქმით, სახელმწიფო სათათბიროს […]

ყირიმში წვრთნები დასრულდა და რუსი ჯარისკაცები მუდმივი დისლოკაციის ადგილს უბრუნდებიან

რუსეთის თავდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, ყირიმში სამხედრო წვრთნები დასრულდა მასში მონაწილე ქვედანაყოფები მუდმივი დისლოკაციის ადგილებს უბრუნდებიან. „სამხრეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფებმა, ყირიმის ნახევარკუნძულის საწვრთნელ მოედანზე ტაქტიკურ წვრთნებში მონაწილეობა დაასრულეს, სარკინიგზო ტრანსპორტის საშუალებით თავიანთი მუდმივი დისლოკაციის პუნქტებისკენ მიემართებიან“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. შეგახსენებთ, გუშინ რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებთან მობილიზებული ჯარისკაცების ნაწილს, რომელმაც წვრთნებში მონაწილეობა დაასრულა, თავიანთ ბაზებზე […]

კანადა უკრაინას 500 მილიონის სესხს გამოუყოფს

კანადის ხელისუფლება უკრაინას 500 მილიონი კანადური დოლარის სესხს გამოუყოფს. ამასთან, კანადა უკრაინას 7.8 მილიონი დოლარის ლეტალურ იარაღსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის. კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს თქმით, აღნიშნული დახმარების მიზანი უკრაინის რუსული აგრესიისგან დაცვაა. „კანადისა და ჩვენი სხვა პარტნიორების ამ მხარდაჭერის მიზანია, დაიცვას უკრიანა რუსეთის აგრესიისგან“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.

რუსული ჯარები ზოგიერთი ადგილიდან მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე ბრუნდებიან

დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქების ქვედანაყოფები საკუთარ ბაზებზე დაბრუნებას იწყებენ, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა. „სამხრეთის და დასავლეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფებმა, დავალებების შესრულების შემდეგ, უკვე დაიწყეს სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტში განთავსება და დღეს ისინი დაიწყებენ გადაადგილებას საკუთარი სამხედრო ნაწილებისკენ,“ – განაცხადა კონაშენკოვმა. ამასთან, მისი თქმით, რუსი სამხედროები აგრძელებენ […]

ჯონსონი – “პუტინს უკან დახევის დრო აქვს”

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, არსებული სიტუაცია ძალიან რთულია და საკმაოდ ცხადი მტკიცებულებები არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. „საკმაოდ ცხადი მტკიცებულებები არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. უკრაინის საზღვარზე ჯარისკაცების კონცენტრაცია და ყველა სხვა ნიშანი აჩვენებს, რომ სერიოზული მზადება მიმდინარეობს“, – აღნიშნა ჯონსონმა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ აქვს უკან დახევის […]

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. მოქმედმა პრეზიდენტმა ბერლინში ფედერალურ კრებაზე 77%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. მედიის ინფორმაციით, ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად, გერმანელთა 85% ფიქრობს, რომ ის კარგ საქმეს აკეთებს. შტაინმაიერი სარგებლობს როგორც მმართველი კოალიციის, ასევე ძირითადი კონსერვატიული ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით. გერმანიის პრეზიდენტის ასარჩევად საყოველთაო არჩევნები არ ტარდება. მას ფედერალური კრება ირჩევს. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პრეზიდენტის თანამდებობაზე პირველად […]

ჩავუშოღლუ – “რუსეთის უკრაინაში შეჭრა არ იგეგმება”

რუსეთიდან და ბელარუსიდან წყაროებმა ანკარა დაარწმუნეს, რომ უკრაინაში შეჭრა არ იგეგმება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის შეჭრის მცდელობა არასწორი იქნება. “დასავლური მედია ადრე იტყობინებოდა, რომ რუსეთი შესაძლოა ნებისმიერ მომენტში შეიჭრას. აშშ ამბობს, რომ შეიძლება მალე დაიწყოს ფართომასშტაბიანი ომი. რუსულმა და ბელარუსულმა წყაროებმა, რომლებთანაც ჩვენ ვისაუბრეთ, […]

იტალიაში ვულკანი ეტნა გააქტიურდა

იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, ვულკანის კრატერის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილიდან კვამლი და ფერფლი 8 კილომეტრის სიმაღლეზე აიტყორცნა. ეტნა ევროპის ყველაზე მაღალი და აქტიური ვულკანია, რომელიც 3 300 მეტრი სიმაღლისაა. წელიწადში კი რამდენჯერმე აქტიურდება.

რუსმა დიპლომატებმა უკრაინის დატოვება დაიწყეს

რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლები უკრაინას ტოვებენ, – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. „უკრაინაში რუსმა დიპლომატებმა და საკონსულოს თანამშრომლებმა რუსეთში გამგზავრება დაიწყეს”, – განაცხადა წყარომ სააგენტოსთან საუბარში. შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საშიშროების ფონზე რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ, ნიდერლანდებმა, ლატვიამ, იაპონიამ, ავსტრალიამ და სამხრეთ კორეამ, უკრაინაში […]

აშშ პოლონეთში დამატებით 3.000 ჯარისკაცს გაგზავნის

აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა პოლონეთში დამატებით 3.000 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 82-ე საჰაერო ხომალდის კიდევ 3.000 ჯარისკაცი განლაგდება პოლონეთში რუსეთის პოტენციური შეჭრის გამო უკრაინაში მზარდი შეშფოთების ფონზე. ჯარები უახლოეს დღეებში გაემგზავრებიან და დანაყოფის დაახლოებით 1.700 წევრს შეუერთდებიან. ჯარისკაცები დაექვემდებარებიან გენერალ-მაიორ კრისტოფერ დონაჰიუს, რომელიც იყო ძალების […]