კატეგორია: მსოფლიო

ერდოღანის შეურაცხყოფისთვის თურქი ჟურნალისტი ქალი დააკავეს

თურქეთის სასამართლომ ცნობილი ჟურნალისტის სედეფ კაბასის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფის ბრალდებით დაპატიმრების ბრძანება გასცა. ბრალდება ანდაზამ გამოიწვია, რომელიც ჟურნალისტმა, როგორც ოპოზიციურ ტელევიზიაში საუბრისას, ასევე საკუთარ ტვიტერის გვერდზე გამოიყენა. „არსებობს ცნობილი ანდაზა, რომლის თანახმადაც, გვირგვინის დადგმის შემდეგ, თავი უფრო ჭკვიანი ხდება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სიმართლე არაა. ხარი სასახლეში შესვლით მეფე ვერ ხდება, მაგრამ […]

გერმანიის საზღვაო ძალების სარდალი საქართველოსა და უკრაინაზე განცხადებების გამო გადადგა

გერმანიის საზღვაო ძალების სარდალი, კაია-ახიმ შენბახი თანამდებობიდან გადადგა. მიზეზი უკრაინის შესახებ გაკეთებული განცხადებაა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს ნატოში გაწევრიანების კრიტერიუმებს, რადგან ოკუპირებულია. ამის შესახებ მან ინდოეთში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინაში შეჭრას არ აპირებს და მას მხოლოდ იმ პატივისცემის მიღება სურს, რომელსაც ითხოვს და იმსახურებს. შენბახმა საქართველოზეც ისაუბრა და […]

აშშ უკრაინიდან საელჩოს თანამშრომელთა ოჯახების ევაკუაციას იწყებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახებისთვის განკარგულება გასცა, ორშაბათიდან ქვეყნიდან ევაკუაცია დაიწყონ,- ინფორმაციას Fox News-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ვინაობას არ ასაჯაროვებს. გამოცემის ცნობით, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა მათთან საუბარში განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მომავალ კვირას სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს მოუწოდებს, დაიწყონ უკრაინის დატოვება კომერციული ავიარეისებით, „სანამ ისინი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია“. შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, […]

შვარცენეგერი ჯიპით ტოიოტას შეასკდა – ტოიოტას ქალი მძღოლი კლინიკაშია

ამერიკელი მსახიობი არნოლდ შვარცენეგერი ავარიაში მოჰყვა. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს. მსახიობის “ჯიპი” “ტოიოტა პრიუსს” შეეჯახა, შვარცენეგერის ავტომობილი “პრიუსის” სახურავზე აღმოჩნდა. შეჯახება საკმაოდ ძლიერი იყო. ავარიის შედეგად შვარცენეგერი არ დაშავებულა, “ტოიოტას” მძღოლ ქალს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. არნოლდ შვარცენეგერი შეშფოთებულია დაშავებული ქალის გამო და სურს, თავად მოინახულოს ის კლინიკაში. რუსთავი 2

აშშ-დან უკრაინაში სამხედრო იარაღი ჩავიდა

უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი ჩავიდა, – ინფორმაციას მედიასაშუალებები უკრაინაში ამერიკის საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებენ. „პრეზიდენტ ბაიდენის მიერ უკრაინისთვის დამტკიცებული უსაფრთხოების პაკეტის რამდენიმე ნაწილიდან პირველი უკვე კიევშია“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ტვირთი მოიცავს დაახლოებით 200.000 ფუნტ ლეტალურ იარაღს, საბრძოლო მასალის ჩათვლით. „ეს დახმარება ადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას უკრაინის თავდაცვის გაძლიერების […]

საფრანგეთის ყოფილ შს მინისტრს 1 წელი მიუსაჯეს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კლოდ გეანს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ Europe 1 ავრცელებს. საქმე ეხება ელისეს სასახლის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებისას კონტრაქტების გაფორმებისას დაშვებულ დარღვევებს. 77 წლის გეანი, რომელიც თვეზე მეტია, სხვა საქმის გამო პარიზის ერთ-ერთი ციხეში იხდის სასჯელს, განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა. ექსმინისტრის ადვოკატმა განაცხადა, […]

მიწისძვრა იაპონიაში – 13 ადამიანი დაშავდა

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოში განაცხადეს, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ კიუსიუს სანაპიროზე, 45 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა. ცუნამის საშიშროების შესახებ გაფრთხილება არ გამოცემულა. მიწისძვრამ ძლიერი რყევა გამოიწვია ოიტასა და მიაძაკის პრეფექტურებში. ვრცელდება ინფორმაცია შენობების, გზების, […]

ბლინკენი – “შევთანხმდით, რომ რუსეთს წერილობით ვუპასუხებთ”

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ მომავალ კვირას მოსკოვის მიერ წამოჭრილ წუხილებს წერილობით უპასუხებს. ამის შესახებ ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რაზეც დღეს შევთანხმდით, ისაა, რომ მომავალ კვირას მათ ჩვენს იდეებს წერილობით გავუზიარებთ – ჩვენ პასუხს მათ წუხილებზე. წერილობითი სახით გავუზიარებთ ჩვენს წუხილებსაც”, – განაცხადა ბლინკენმა. როგორც სახელმწიფო […]

ავსტრიის პარლამენტმა სავალდებულო ვაქცინაციას დაუჭირა მხარი

ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატამ, 137 ხმით 33-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა მთავრობის შეთავაზებას, რომელიც ზრდასრული მოქალაქეებისთვის კორონავირუსზე სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტს პარლამენტის ზედა პალატის მხარდაჭერაც სჭირდება, რის შემდეგაც მას ქვეყნის პრეზიდენტი მოაწერს ხელს. კანონი, დიდი ალბათობით, 1 თებერვლიდან ამოქმედდება და ავსტრია გახდება პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. არავაქცინირებულ მოქალაქეებს მარტის შუა რიცხვებიდან 3.600-მდე ევროს […]

ზელენსკი – “არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები”

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ გუშინდელ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ვლადიმერ ზელენსკიმ აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, არ არსებობს “მცირე შეჭრა” და “პატარა ერები”. ,,მინდა შევახსენო დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები. ისევე, როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი და მცირე მწუხარება საყვარელი ადამიანების დაკარგვით […]