აშშ უკრაინიდან საელჩოს თანამშრომელთა ოჯახების ევაკუაციას იწყებს

აშშ უკრაინიდან საელჩოს თანამშრომელთა ოჯახების ევაკუაციას იწყებსაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ოჯახებისთვის განკარგულება გასცა, ორშაბათიდან ქვეყნიდან ევაკუაცია დაიწყონ,- ინფორმაციას Fox News-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ვინაობას არ ასაჯაროვებს.

გამოცემის ცნობით, ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა მათთან საუბარში განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მომავალ კვირას სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს მოუწოდებს, დაიწყონ უკრაინის დატოვება კომერციული ავიარეისებით, „სანამ ისინი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია“.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა.

იპნ