კატეგორია: მსოფლიო

ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ირანში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრემ 6.1 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი ირანის სამხრეთით მდებარეობდა. ამის შესახებ ევროპა – ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იუწყება. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 12:07 საათზე იგრძნეს, რომლის კერა 10 კილომეტრის სიღრმეში, ქალაქ ბენდერ -აბასიდან 59 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა, ინფორმაცია დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ამ დროისთვის არ არის ცნობილი. იპნ

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთს ცეცხლი დაუშინეს

სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთს ცეცხლი დაუშინეს

სომხეთი და აზერბაიჯანი სასაზღვრო მონაკვეთზე ცეცხლის გახსნის შესახებ იუწყებიან.სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეეცადნენ, საზღვრის აღმოსავლეთის მიმართულებით შეტევა განეხორციელებინათ, რის შედეგადაც ინტენსიური ორმხრივი სროლები დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. „14 ნოემბერს დაახლოებით 13:00 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეეცადნენ პოზიციური შეტევა განეხორციელებინათ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთის მიმართულებაზე. დაიწყო ინტენსიური ორმხრივი სროლა. […]

50 მიგრანტი ბელარუსიდან პოლონეთში შეიჭრა

50 მიგრანტი ბელარუსიდან პოლონეთში შეიჭრა

დაახლოებით 50-მა მიგრანტმა ბელარუსის საზღვარზე თავდაცვის ზონა გაარღვია და პოლონეთში, სოფელ სტარჟინას მახლობლად შევიდა, – ინფორმაციას Reuters პოლონეთის პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ვითარება საზღვარზე სულ უფრო დაძაბული ხდება. ათასობით მიგრანტი ევროკავშირში გადასვლის იმედით ბელარუსში გაემგზავრა, თუმცა საზღვარზე მობილიზებული სამხედრო პერსონალის გამო მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ვერ მოახერხეს. ადამიანებს რთულ პირობებში, სიცივესა და ყინვაში […]

მაკრონი – “65 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები ბუსტერ დოზით უნდა აიცრან”

ლიონში მაკრონს კვერცხი ესროლეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ 65 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებმა დეკემბრის შუა რიცხვებამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. „ბუსტერ“ დოზა უნდა მიიღონ, იმისთვის, რომ მათი ჯანმრთელობის საშვი, QR კოდი, ვალიდური იყოს. „პანდემია არ დაგვისრულებია. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეასრულოს თავისი როლი პანდემიის „მეხუთე ტალღის“ თავიდან ასაცილებლად,“- განაცხადა მაკრონმა სატელევიზიო მიმართვის დროს და დასძინა, რომ კვლევების თანახმად, […]

პოლონეთში დააკავეს ყველა პირი, ვინც საზღვრის გადაკვეთა სცადა

პოლონეთში დააკავეს ყველა პირი, ვინც საზღვრის გადაკვეთა სცადა

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, გუშინ პოლონეთი-ბელარუსის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა. ”ეს არ იყო მშვიდი ღამე. პოლონეთის საზღვრის დარღვევის ბევრი მცდელობა განხორციელდა”, – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა და დასძინა, რომ ყველა, ვინც საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა, დააკავეს. მისივე თქმით, სასაზღვრო რეგიონში დამატებითი ძალები განალაგეს და სამხედროების რაოდენობა 12-დან 15.000-მდე გაზარდეს. პოლონეთის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამშაბათს […]

რუსეთის საელჩოს მაღალი თანამდებობის პირი საელჩოს ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა

რუსეთის საელჩოს მაღალი თანამდებობის პირი საელჩოს ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა

 ბერლინში არსებული რუსული დიპლომატიური მისიის 35 წლის მდივანი კირილ ჟალო იდუმალ ვითარებაში დაიღუპა. ამის შესახებ გავლენიანი გერმანული გამოცემა Der Spiegel იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, დიპლომატი საელჩოს ფანჯრიდან ჯერ კიდევ 19 ოქტომბერს გადავარდა და ამ შემთხვევის დეტალები თუ გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია. ირკვევა, რომ ბერლინის პოლიციამ რუსეთის საელჩოს შენობის წინ, დაახლოებით დილის 7 საათსა და 20 […]

ერაყის პრემიერი თავდასხმას გადაურჩა

ერაყის პრემიერი თავდასხმას გადაურჩა

ერაყელი სამხედროების განცხადებით, პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ალ-კადიმი მკვლელობის მცდელობას გადაურჩა მას შემდეგ, რაც დრონი ასაფეთქებელი ნივთიერებებით დედაქალაქ ბაღდადში, მის რეზიდენციას დაუმიზნეს. ამის შესახები ინფორმაციას Reuters ავრცელებს. თავდასხმის შედეგად კადიმის პირადი დაცვის რამდენიმე წევრი დაშავდა. მომხდარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. მათი განცხადებით ისინი გმობენ თავდასხმას და ერაყს გამოძიებაში დახმარებას სთავაზობენ. ,,ჩვენ მჭიდრო კავშირში ვართ ერაყის უსაფრთხოების ძალებთან, რომლებსაც […]

ესპანეთში პალმას აეროპორტიდან 24 მგზავრი გაიქცა

ესპანეთში პალმას აეროპორტიდან 24 მგზავრი გაიქცა

ესპანეთის ქალაქ პალმაში მდებარე აეროპორტში ათობით რეისი შეფერხდა. მიზეზი 24 მგზავრის მიერ აეროპორტიდან გაქცევისა და მიგრაციის მიზნით ქვეყანაში არალეგალური შეღწევის მცდელობა იყო. აეროპორტის მუშაობა ოთხი საათის განმავლობაში შეჩერდა,  მგზავრები მაროკოდან თურქეთისკენ მიფრინავდნენ. თვითმფრინავი ქალაქ პალმაში მას შემდეგ დაეშვა, რაც საგანგებო სამსახურში მგზავრისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების შესახებ ცრუ შეტყობინება შევიდა. ამ დროისთვის დაკავებულია 12 ადამიანი, 12 გაქცეულ მგზავრს კი […]

ნიუ იორკის ახალი მერი ხელფასს ბიტკოინებით აიღებს

ნიუ იორკის ახალი მერი ხელფასს ბიტკოინებით აიღებს

პირველად ნიუ იორკში ქალაქის ახლად არჩეული მერი ხელფასს კრიპტოვალუტის სახით აიღებს. ერიკ ადამსის მიზანია, რომ ნიუ იორკი კრიპტოვალუტის ინდუსტრიის ცენტრად აქციოს, ამიტომ ახლად არჩეულ მერის სურვილია, პირველი სამი ხელფასი ბიტკოინის სახით მიიღოს. ერიკ ადამსმა ნიუ იორკის მერის პოსტზე დემოკრატი ბილ დე ბლაზიო ჩაანაცვლა, რომელიც ქალაქის მერი 7 წლის განმავლობაში იყო. ადამსმა მერის არჩევნებზე კონკურენტი, ამერიკელი […]

დააკავეს ადამიანები, რომლებმაც ნავალნის მოწამვლაში გარეული ФСБ-ს თანამშრომლები გამოააშკარავეს

დააკავეს ადამიანები, რომლებმაც ნავალნის მოწამვლაში გარეული ФСБ-ს თანამშრომლები გამოააშკარავეს

მოსკოვში სამი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც „დარკნეტის“ მეშვეობით მოქალაქეების პირადი მონაცემების გაყიდვაში დასდეს ბრალი, მათ შორის ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის ირგვლივ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში. როგორც ჩანს, სწორედ ეს ფაქტორი აღმოჩნდა ამ სამი ადამიანის დაკავების რეალური და მთავარი მიზეზი. როგორც ტელეგრამ-არხი „Baza“ წერს, საუბარია დეტექტიურ სააგენტო „ლექს გრანდის“ თანამშრომლებზე, რომელიც სატელეფონო ნომრების და ე.წ „ბილინგების“ მოპოვებით […]