იერუსალიმში 1 ადამიანი მოკლეს და 4 დაჭრეს

იერუსალიმში 1 ადამიანი მოკლეს და 4 დაჭრესიერუსალიმში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, შემთხვევის ადგილზე პოლიციელებმა ცეცხლი გაუხსნეს თავდამსხმელს, 40 წელს გადაცილებულ მამაკაცს, რომელიც გარდაიცვალა.

ოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელი “ჰამასთან” იყო კავშირში და როგორც ჩანს, ტერაქტი წინასწარ იყო დაგეგმილი.

იპნ