კოლუმბიის პოლიციამ 21-ე საუკუნის “პაბლო ესკობარად” წოდებული ნარკობარონი დააკავა – ამის შესახებ ინფორმაციას “aljazeera” ავრცელებს. სამართალდამცველების ცნობით, ნარკორეალიზატორი დარიო ანტონიო უსუგა კოლუმბიის მთებში, მის საკუთრებაში არსებულ სამალავში დააკავეს. ცნობილი ხდება, რომ სამალავს ნარკორეალიზატორის ჯგუფი ნარკოტიკების დასამზადებლად იყენებდა. კოლუმბიის მთავრობამ რამდენიმე წლის წინ დარიო ანტონიო უსუგას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის 800.000-დოლარიანი ჯილდო დააწესა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი 5 მილიონი. სპეცოპერაციის დეტალები უცნობია, თუმცა როგორც […]
კატეგორია: მსოფლიო
თალიბებმა ფრენბურთელ ქალს თავი მოჰკვეთეს
ქაბულში თალიბებმა ავღანელ ახალგაზრდა ფრენბურთელ ქალს, მაჰჯაბინ ჰაკიმს თავი მოჰკვეთეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ჰაკიმის ერთ-ერთმა მწვრთნელმა, რომლის ვინაობაც მისი უსაფრთხოების მიზნით არ საჯაროვდება, მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ სპორტსმენი ოქტომბრის დასაწყისში მოკლეს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, რადგან მის ოჯახს ემუქრებოდნენ და ყველაფრის გასაიდუმლოებას მოითხოვდნენ. “ფრენბურთის ნაკრების ყველა მოთამაშე და დანარჩენი სპორტსმენი […]
ალეკ ბოლდუინმა ოპერატორი ქალი მოკლა
ჰოლივუდის მსახიობმა და რეჟისორმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი დაიჭრა. მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გასროლა განახორციელა პისტოლეტიდან, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი. ინციდენტი ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნის ჟანრის ფილმის გადაღებისას მოხდა. მედიის ინფორმაციით, 68 წლის ბოლდუინი ადგილობრივი შერიფის ოფისთან თვალცრემლიანი შენიშნეს. დაღუპული ოპერატორი 42 წლის ჰალინა […]
დამასკოში ავტობუსი ააფეთქეს – 13 სამხედრო დაიღუპა
სირიის დედაქალაქ დამასკოში სამხედრო ავტობუსზე მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ მცირე 13 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 3 კი- დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ აფეთქდა, როდესაც ავტობუსი ჰაფეზ ასადის ხიდზე მოძრაობდა. გაეროს მონაცემებით, სირიაში 10 წლის წინ დაწყებულ სამოქალაქო ომს სულ მცირე 350 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იპნ
საბერძნეთის კუნძულ კარპატოსთან მიწისძვრა მოხდა
საბერძნეთის კუნძულ კარპატოსთან 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ინფორმაციას მედია საშუალებები აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ხმელთაშუა ზღვის მთელს აღმოსავლეთ რეგიონში, მათ შორის ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, ასევე თურქეთში და საბერძნეთის რამდენიმე კუნძულზე. ბიძგები დაფიქსირდა კვიპროსში, ლიბანში, ისრაელსა და პალესტინაშიც. საბერძნეთის გეოდინამიკის ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 58 კილომეტრის სიღრმეზე კარპატოსიდან ჩრდილო […]
ლატვია სკოლებს და მაღაზიებს ხურავს და კომენდანტის საათს აწესებს
ლატვიამ, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შესამცირებლად 21 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პერიოდში დაიხურება სკოლები, მაღაზიები, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები. საღამოს 8 საათიდან დილის 5 საათამდე კი ე.წ. „კომენდანტის საათი“ იმოქმედებს. არადისტანციურ რეჟიმში მხოლოდ აუცილებელი საწარმოო, სამშენებლო და კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებში დასაქმებულები განაგრძობენ მუშაობას. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა განაცხადა, რომ […]
ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი კორონავირუსით გარდაიცვალა
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და გაერთიანებული შტაბების ყოფილი უფროსი, კოლინ პაუელი, დღეს, დილით, Covid-19-ით გამოწვეული გართულებებით 84 წლის გარდაიცვალა. განცხადება პაუელის გარდაცვალების შესახებ მისმა ოჯახმა Facebook-ზე გაავრცელა. “გენერალი კოლინ პაუელი, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი და გაერთიანებული შტაბების ყოფილი უფროსი, დღეს დილით Covid-19-ით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. ის სრულად იყო აცრილი. ჩვენ გვსურს მადლობა გადავუხადოთ უოლტერ რიდის […]
მიწისძვრა ბალიზე – 3 ადამიანი დაიღუპა, 7 დაშავდა
იწყება თუ არა ურთიერთობის ესკალაცია 45 სახელმწიფოსა და რუსეთს შორის?
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) 45 წევრმა-სახელმწიფომ, რუსეთს მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც 10 დღის ვადაში კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემა იყო მოთხოვნილი. კითხვები მხოლოდ ერთადერთ საკითხს, რუსი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მოწამლვას ეხებოდა. შესაბამისი დოკუმენტი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, ავტორიტეტული და სერიოზული ორგანიზაცია ეკითხება რუსეთის ფედერაციას: „რა მოიმოქმედეთ აქამდე ნავალნის მოწამვლის […]










