ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 3.000 სახლს ააშენებს

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 3.000 ახალი სახლი აშენდება, სადაც ებრაული ოჯახები დასახლდებიან.

ქვეყნის დაგეგმვის კომიტეტმა საბოლოოდ დაამტკიცა კიდევ 1.800-მდე სახლის მშენებლობა, მაშინ როდესაც პირველი გეგმის მიხედვით 1.344 სახლი უნდა აშენებულიყო. ისრაელის განცხადებას ექსპანსიასა და აგრესიულ ქმედებას უწოდებს დასავლეთ სანაპიროს ხელისუფლება.

ამჟამად დასავლეთ სანაპიროს 145-ზე მეტ დასახლებაში 600.000-ზე მეტი ებრაელი ცხოვრობს.

დასავლეთ სანაპიროში ისრაელის მიერ ახალი დასახლებების აშენებას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აკრიტიკებს.

თეთრი სახლის თქმით, დასახლებები ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტს კიდევ უფრო გააღრმავებს.

იპნ