საბერძნეთის კუნძულ კარპატოსთან მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის კუნძულ კარპატოსთან მიწისძვრა მოხდასაბერძნეთის კუნძულ კარპატოსთან 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ინფორმაციას მედია საშუალებები აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ხმელთაშუა ზღვის მთელს აღმოსავლეთ რეგიონში, მათ შორის ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, ასევე თურქეთში და საბერძნეთის რამდენიმე კუნძულზე.

ბიძგები დაფიქსირდა კვიპროსში, ლიბანში, ისრაელსა და პალესტინაშიც. საბერძნეთის გეოდინამიკის ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 58 კილომეტრის სიღრმეზე კარპატოსიდან ჩრდილო -აღმოსავლეთით 127 კილომეტრში დაფიქსირდა.

საბერძნეთის, თურქეთისა და ეგვიპტის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

იპნ