პაკისტანში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. 6 მაგნიტუდამდე სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგებს მასშტაბური ნგრევა მოჰყვა. დაიღუპა 20 და დაშავდა 150-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვები. პაკისტანის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. სტიქიის ზონაში მაშველები მუშაობენ. რუსთავი 2
კატეგორია: მსოფლიო
ბაიდენი და ძინ პინი ტაივანის აქტის შესრულებაზე შეთანხმდნენ
აშშ -ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს ისინი „ტაივანის შეთანხმების“ შესრულებაზე შეთანხმდნენ. “სი ძინპინს ტაივანზე ვესაუბრე. ვთანხმდებით, რომ ჩვენ შევასრულებთ ტაივანის შეთანხმებას,”- აღნიშნა ბაიდენმა. როგორც ჩანს, ბაიდენი გულისხმობს ვაშინგტონის “ერთი ჩინეთის პოლიტიკას”, რომლის მიხედვითაც იგი ოფიციალურად აღიარებს პეკინს და არა ტაიბეის, და „ტაივანთან ურთიერთობის აქტს“, რომელიც ცხადყოფს, რომ აშშ-ს […]
ფეისბუქის გათიშვამ ცუკერბერგს 6.6 მილიარდი დოლარი დააკარგვინა
ფეისბუქი, ინსტაგრამი და ვოთსაპი რამდენიმე საათია პარალიზებულია. “ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ ადამიანს უჭირს ჩვენს აპებსა და პროდუქტებზე წვდომა. ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას და ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,” – წერს ფეისბუქი. ფეისბუქის მფლობელის, მარკ ცუკერბეგის შემოსავალი 6.6 მილიარდი დოლარით შემცირდა. ფეისბუქის პარალიზება 2008 წლის შემდეგ ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელიც ფეისბუქშ […]
ისრაელში მწვანე საშვს მხოლოდ კოვიდის ვაქცინით 3-ჯერ აცრილები მიიღებენ
ისრაელში „მწვანე საშვს“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ სამჯერ აცრილი მოქალაქეები მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ე.წ. „მწვანე საშვი“ ისრაელის მოქალაქეებს რესტორნებში, სპორტულ დარბაზებსა და მრავალ სხვა ადგილში შესვლის საშუალებას აძლევს. ახალი „მწვანე საშვი“ მათთვის გაიცემა, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამი დოზა მიიღო ან კორონავირუსისგან ახლახან გამოჯანმრთელდა. მანამდე ე.წ. „მწვანე საშვი“ ორჯერ აცრილებისთვის გაიცემოდა. […]
მილანში თვითმფრინავი შენობას შეეჯახა – 8 ადამიანი დაიღუპა
იტალიის ქალაქ მილანის გარეუბანში, ერთ-ერთი მეტროსადგურის მახლობლად, მცირე ზომის თვითმფრინავი შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ოფიციალური მონაცემებით, თვითმფრინავი, რომელიც მილანის აეროპორტიდან აფრინდა, სარდინიის მიმართულებით მიფრინავდა. ბორტზე იმყოფებოდა ორი მფრინავი და ხუთი მგზავრი, მათ შორის ერთი ბავშვი. თვითმხილველების თქმით, თვითმფრინავი ორსართულიან შენობას შეეჯახა, რომელიც მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო […]
ქაბულში მეჩეთის შესასვლელი ააფეთქეს – რამდენიმე ადამიანი დაიღუპა
ქაბულში, მეჩეთის შესასვლელში მომხდარი აფეთქების შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აფეთქება ავღანეთის დედაქალაქში, ეიდ გაჰის მეჩეთის შესასვლელთან მოხდა, სადაც ,,თალიბანის” სპიკერის ზაბიჰულა მუჯაჰიდის დედის ხსოვნის ცერემონია ტარდებოდა. მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. იპნ
სერბეთი და კოსოვო საზღვარზე დაძაბულობას განმუხტავენ
სერბეთმა და კოსოვომ საზღვარზე არსებული დაძაბულობის განმუხტვაზე შეთანხმებას მიაღწიეს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბელგრადსა და პრიშტინას შორის დიალოგის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა მიროსლავ ლაიჩაკმა განაცხადა. „შეთანხმება მიღწეულია! ორდღიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ დეესკალაციაზე შეთანხმება მიღწეულია“,- წერს ლაიჩეკი „ტვიტერში“. შეთანხმების თანახმად, ორ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან განთავსებული პოლიციის სპეცრაზმი 2 ოქტომბერს ტერიტორიას დატოვებს და მას ნატო-ს სამშვიდობოები ჩაანაცვლებენ, რომლებიც […]
გერმანიაში მწვანეებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიციაზე მოლაპარაკება დაიწყეს
გერმანიის “მწვანეთა პარტიისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებმა კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებული დიალოგის დაწყების წინ ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ქრისტიან ლინდნერმა ინსტაგრამში ფოტო გამოაქვეყნდა, სადაც ის და პარტიის გენერალური მდივანი ვოლკერ ვისინგი „მწვანეების“ ლიდერებთან, ანალენა ბერბოკსა და რობერტ ჰაბეკთან ერთად არიან აღბეჭდილები. “ახალი მთავრობის ძიებაში ვცდილობთ საერთო […]
სომხეთში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით ტონოიანი დააკავეს
სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით ტონოიანი დააკავეს, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ყოფილი მინისტრის ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს. ამასთან, სამართალდამცავებმა ჩხრეკა განახორციელეს სამხედრო ავიაციის ყოფილი უფროსის, ავეტიკ მურადიანის და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, სტეპან გალსტიანის ბინებშიც. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ქმედებები, სავარაუდოდ, უკავშირდება იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს. […]
ვინ არის ალექსანდრ ფრანჩეტი, რომელიც რუსულ სპეცსამსახურებს ზურგს უმაგრებდა
რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე ფრანჩეტი პრაღის აეროპორტში უკრაინის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. ის პრაღიდან მოსკოვში გაფრენას აპირებდა. ჩეხეთის სასამართლომ მას ორკვირიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მალე გაირკვევა მოხდება თუ არა მისი ექსტრადირება უკრაინაში. როგორც ირკვევა, 2014 წელს, იტალიური გვარის მქონე რუსისთვის ზურგის ქარმა ჩრდილოეთიდან დაუბერა და ყირიმში ჩაიყვანა. უკრაინის პროკურატურის განცხადებით, ფრანჩეტიმ იქ პრორუსული გასამხედროებული ფორმირება „ჩრდილოეთის […]










