საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს განიხილავს, რომელიც აშშ-ს, ავსტრალიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უსაფრთხოების საგანგებო პაქტის მიღებას მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი ავრცელებს. ”აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა ჩვენს პრეზიდენტს სთხოვა ესაუბრათ. უახლოეს დღეებში იქნება სატელეფონო დისკუსია პრეზიდენტ მაკრონსა და პრეზიდენტ ბაიდენს შორის”, – განაცხადა გაბრიელ […]
კატეგორია: მსოფლიო
ჩინეთში 6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა
ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში, ქალაქ ლუჟოუს ლუსიანის მუნიციპალიტეტში 6.0-ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 2 და დაშავდა 3 ადამიანი, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრამ, რომელიც ადგილობრივი დროით დილის 4:33 საათზე მოხდა, რამდენიმე სახლი დაანგრია. მიწისძვრა 10 კილომეტრ სიღრმეში დაფიქსირდა. დაზარალებულ ტერიტორიებზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. იპნ
საფრანგეთში 3.000 აუცრელ ექიმს უფლებამოსილება შეუჩერეს
საფრანგეთმა ჯანდაცვის 3.000 მუშაკს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აუცრელობის გამო უფლებამოსილება შეუჩერა. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრ ოლივერ ვერანის თქმით, უფლებამოსილების შეჩერება სამედიცინო პერსონალისთვის მხოლოდ დროებითია. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ის ვაქცინაციის პროცესის ტემპის აჩქარების მექანიზმად ხედავს. ,,ადამიანები ხედავენ, რომ ბრძანება ვაქცინაციის შესახებ სიმართლეს შეესაბამება. სწორედ ამის გამო, უამრავი მათგანი აცრას თანხმდება“, – განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივერ ვერანმა. ახალი კანონის თანახმად, […]
გერმანიაში უსაფრთხოების კომპანიის თანამშრომელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ასამართლებენ
სექტემბერის დასაწყისში ბერლინში, სასამართლო პროცესი დაიწყო გერმანიის მოქალაქის საქმეზე, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის ბუნდესტაგის შენობის გეგმების გადაცემაშია ბრალდებული. დაკავებულის სრული სახელი არ ხმაურდება და მას როგორც „იენს ფ.“ მოიხსენიებენ. გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ მას ბრალი 2021 წლის 12 თებერვალს წაუყენა. 56 წლის იენს ფ. კერძო კომპანიაში მუშაობდა, რომელიც გერმანიის პარლამენტის შენობებში პორტატული ელექტრო მოწყობილობების შემოწმებასა და […]
იტალიაში საჯარო და კერძო სექტორის მუშაკებისთვის კოვიდ პასპორტი სავალდებულო ხდება
იტალიაში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილებზე ე.წ. „მწვანე საშვების“ წარდგენა სავალდებულო გახდება, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ რეგიონულ საქმეთა მინისტრმა მარიასტელა ჯელმინიმ განაცხადა. „მივდივართ იმისკენ, რომ „მწვანე საშვი“ სავალდებულო იყოს არა მხოლოდ საჯარო სექტორის, არამედ კერძო სექტორის თანამშრომლებისთვისაც. ვაქცინა არის ერთადერთი იარაღი, რომელიც კოვიდ 19-ის წინააღმდეგ გაგვაჩნია, ვირუსის გავრცელების შეკავება მოსახლეობის დიდი უმრავლესობის […]
საბერძნეთში ისრაელიდან მიმავალი თვითმფრინავი ჩამოვარდა
ავიაკატასტროფა საბერძნეთში – მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა კუნძულ სამოსთან მოხდა. კერძო თვითმფრინავი ისრაელიდან საბერძნეთის მიმართულებით მიფრინავდა. დაიღუპა ისრაელის ორი მოქალაქე. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. რუსთავი 2
პარიზის მერი ან იდალგო 2022 წელს საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს
პარიზის მერი, სოციალისტი ან იდალგო 2022 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიღებს. „ამ რთულ პერიოდში, იმისთვის, რომ ჩვენ ცხოვრებას იმედი მივცეთ, გადავწყვიტე, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი ვიყარო. ჩვენ თავიდან უნდა გამოვიგონოთ ჩვენი ფრანგული მოდელი, რომელიც მრავალრიცხოვანმა კრიზისებმა დაასუსტა“, – განაცხადა იდალგომ და დასძინა, რომ სურს, აღადგინოს ქვეყნისადმი პატივისცემა და მისი ერთობა. იდალგოს სურს, ააშენოს მეტად სამართლიანი […]
“ჩვენი მოთმინება ამოიწურა, აშშ-ში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება” – რა გადაწყვიტა ჯო ბაიდენმა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებებს, რომელთა თანახმადაც მილიონობით დასაქმებულისთვის, მათ შორის ფედერალური სამსახურის ყველა თანამშრომლისთვის, ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. პრეზიდენტმა მიმართა შრომის დეპარტამენტს, უზრუნველყოს, რომ კერძო კომპანიებმა, რომლებსაც 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ, ყველა მუშაკი აცრან ან კვირაში ერთხელ ჩაუტარონ კოვიდტესტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიებს ათასობით აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრებათ. „„ვაქცინაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით ჩემი […]
ვინ არის თალიბანის მთავარი მტერი აჰმად მასუდი, რომელსაც პანჯშირელ ლომის ბოკვერს უწოდებენ
ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერი აჰმად შაჰ მასუდი „ალ-ქაიდამ“ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებამდე ორი დღით ადრე მოკლა. საველე მეთაური, რომელიც სიკვდილს ჯერ კიდევ საბჭოთა ჯარებთან ბრძოლების დროს ერთი ნაბიჯით ბევრჯერ ასცდა, ააფეთქა ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომლებიც მას ჟურნალისტებად გაეცნენ. მასუდის ვაჟი მაშინ 12 წლის იყო. მალე ის გაემგზავრა ირანში, სადაც საშუალო სკოლა დაამთავრა და […]
ვირჯინიაში გენერალ ლის ქანდაკება აიღეს
ვირჯინიის შტატში, რიჩმონდში, ამერიკის კონფედერაციული შტატების არმიის გენერლის, ედვარდ ლის ქანდაკება აიღეს. ინფორმაციას BBC აქვეყნებს. გუბერნატორ რალფ ნორტჰემის განცხადებით, ქანდაკების აღება ეროვნული პროტესტის შედეგია, რომელიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა. მემორიალის აღება 2020 წელს იგეგმებოდა, თუმცა პროცესი რიჩმონდის მაცხოვრებლების პროტესტისა და წინააღმდეგობის შედეგად, მათ მიერ შეტანილი ორი სარჩელის ფონზე შეფერხდა. გასულ კვირას ვირჯინიის უზენაესმა სასამართლომ უარყო სარჩელი […]










