თურქეთის შავი ზღვის რეგიონის პროვინციებში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას მედია საშუალებები თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 70 ადამიანი კასტამონუს პროვინციაში დაიღუპა, დანარჩენი კი – სინოპსა და ბართინში. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამი პროვინცია: სინოპი, კასთამონუ და ბართინი სტიქიური უბედურების […]
კატეგორია: მსოფლიო
ავღანელი პოპ ვარსკვლავი ქვეყნიდან ამერიკული სატვირთო ბორტით გაიქცა
მომღერალმა არიანა საიდმა, რომელსაც მედია ავღანეთის მთავარ პოპვარსკვლავად მოიხსენიებს, ქვეყნის დატოვება ამერიკული სატვირთო თვითმფრინავით შეძლო. ამის შესახებ, მუსიკალური ტოქ-შოუს “ხმა” ავღანური ვერსიის ჟიურის ერთ-ერთი წევრი საკუთარ Instagram-ზე წერს. “ყველაფერი რიგზეა. რამდენიმე დაუვიწყარი ღამის შემდეგ მე, როგორც იქნა, მივაღწია დოჰამდე (ყატარი) და ველოდები ჩემს რეისს სახლში, სტამბოლში,” – აღნიშნავს 36 წლის მომღერალი. არიანა ავღანეთის ჯარს ღიად […]
ავღანეთში აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაიღუპა
ავღანეთის ქალაქ ასადაბადში გამართულ საპროტესტო აქციაზე თალიბებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, თალიბმა მებრძოლებმა დამოუკიდებლობის აღსანიშნავად შეკრებილ მოქალაქეებს ესროლეს, რომლებიც ავღანეთის დროშებს აფრიალებდნენ და თალიბების დროშებს ხევდნენ. Reuters-ი წერს, რომ ჯერჯერობით დაუდგენელია, დაღუპულები ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლ ტყვიას ემსხვერპლნენ, თუ სროლის შედეგად შექმნილ ჭყლეტას. ავღანეთი დღეს, […]
ვანუატუს კუნძულებთან მიწისძვრა მოხდა
ვანუატუს კუნძულებთან ადგილობრივი დროით 10:10 საათზე 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.ამის შესახებ ამერიკის გეოლოგიური სამსახური იუწყება. თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდას შეადგენდა, თუმცა მოგვიანებით მონაცემები დაზუსტდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პორტ-ორლიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. მიწისძვრის კერა 91 კილომეტრის სიღრმეში იყო. მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საშიშროება გამოცხადდა. სეისმოლოგების ინფორმაციით, ცუნამის ტალღები შესაძლებელია ეპიცენტრიდან 300 […]
ჭყლეტვა ქაბულის აეროპორტთან – 17 ადამიანი დაშავდა
ავღანეთის თალიბანის ლიდერები თავიანთ თავს მსოფლიოს თანდათან გააცნობენ. ამის შესახებ როიტერს თალიბანის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. “ნელ-ნელა, თანდათანობით, მსოფლიო დაინახავს ჩვენს ყველა ლიდერს, ისინი აღარ დარჩებიან საიდუმლოების ჩრდილში,“- განაცხადა თალიბანის წარმომადგენელმა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ თალიბანის თანადამფუძნებელი და ლიდერის მოადგილე მულა აბდულ ღანი ბარადარი, რომელიც ქვეყნიდან გაძევებული იყო, ავღანეთში, კერძოდ კი […]
რომის პაპმა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა
რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ ვაქცინებს შეუძლია პანდემია დაასრულოს და მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. „ღვთის წყალობითა და მრავალი ადამიანის მუშაობის წყალობით, ჩვენ ახლა გვაქვს ვაქცინები, რომლებიც დაგვიცავს კოვიდ-19- ისგან. ისინი გვაძლევენ პანდემიის დასრულების იმედს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და ერთად ვიმუშავებთ“, – აცხადებს პაპი ვიდეო მიმართვაში. მისი თქმით, ვაქცინაცია ერთმანეთზე […]
თალიბანმა ქალებს მთავრობაში მუშაობისკენ მოუწოდა
„თალიბანი“ ქალებს მოუწოდებს, მთავრობის მუშაობას შეუერთდნენ. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ “თალიბებმა” მთავრობის წარმომადგენლებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით „ამნისტია“ გამოაცხადეს. გამოცემა „ასოშიეთიდ პრესი“ წერს, რომ „თალიბებს“ სურთ, თავიანთი თავი უფრო ზომიერ მმართველებად წარმოადგინონ, ვიდრე 90-იან წლების ბოლოს იყვნენ, როდესაც ქვეყანაში სასტიკი მმართველობა დააწესეს, თუმცა ბევრი ავღანელი სკეპტიკურადაა განწყობილი. უფროს თაობას ახსოვს „თალიბანის“ ულტრაკონსერვატიული ისლამური შეხედულებები, რომელიც ითვალისწინებდა ქალებისთვის […]
ქაბულის აეროპორტიდან ყველა რეისი აიკრძალა
მოძრაობა „თალიბანმა“ დღეს ავღანეთის დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა მიმართულებით რეისები აკრძალა. ამის შესახებ Sky News Arabia იუწყება. ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ინფორმაციით კი, „თალიბანის“ რაზმები ქაბულის აეროპორტს მიუახლოვდნენ, თალიბთა ცალკეული ჯგუფები უკვე შენობაში იმყოფებიან. შენობაში და მის მიმდებარედ შეკრებილი ადამიანების დასაშლელად, მათ ჰაერში ავტომატური იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლეს. ტელეკომპანიის ინფორმაციითვე, აეროპორტი სამოქალაქო პირთათვის 21 აგვისტოს გაიხსნება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გაუქმდა […]
ბაიდენი – “ამერიკელი სამხედროები არ უნდა იხოცებოდნენ ომში, რომელში მონაწილეობაც ავღანელებს არ სურთ”
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანეტში მიმდინარე მოვლენები ასე შეაფასა: – მე ამერიკელი ხალხისთვის მაქვს მიცემული პირობა, რომ ვიქნებოდი ყოველთვის გულწრფელი. სიმართლე კი ისაა, რომ [მოვლენები ავღანეთში] უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე ველოდით. რა მოხდა? ავღანელი პოლიტიკური ლიდერები დანებდნენ და ქვეყანა დატოვეს, ჯარმა კი კოლაფსი განიცადა, ზოგჯერ ბრძოლის გარეშეც კი დანებდნენ. ამერიკელი სამხედროები არ უნდა იბრძოდნენ და […]
ამერიკელებმა ქაბულის აეროპორტში 2 შეიარაღებული მამაკაცი მოკლეს
აშშ-ის სამხედრო ძალებმა ქაბულის აეროპორტში ორი შეიარაღებული მამაკაცი მოკლეს, მას შემდეგ, რაც მათ ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს – ინფორმაციას CNN შეერთებული შტატების თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. წყაროს ცნობით, მამაკაცები შეიარაღებულნი იყვნენ, თუმცა აშშ ვერ ადასტურებს იყვნენ თუ არა ისინი “თალიბანის” წარმომადგენლები. ამჟამად მომხდარს ამერიკული მხარე ცალკეულ ინციდენტად განიხილავს. ამასთან, CNN წერს, რომ სროლისას კიდევ ერთი ამერიკელი ჯარისკაცი […]










