ისრაელი “ფაიზერის“ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. „ბუსტერ“ დოზას 12 წლის ასაკის ზემოთ ყველა ვაქცინირებულ პირს სთავაზობს. ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალურმა პირებმა ონლაინ რეჟიმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ვაქცინის პირველი ორი დოზის ეფექტი სუსტდება ხუთი თვის შემდეგ და ადამიანებმა, რომლებიც 5 თვის წინ აიცრნენ, დამატებითი, მესამე დოზა უნდა მიიღონ. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, იმ მოქალაქეების 90 […]
კატეგორია: მსოფლიო
ავღანეთის უნივერსიტეტში ბიჭები და გოგონები ერთად აღარ ისწავლიან
ავღანეთის უნივერსიტეტებში ბიჭები და გოგონები ერთად აღარ ისწავლიან, – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თალიბების მიერ ახლად დანიშნულმა უმაღლესი განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აბდულ ბაკი ჰაკანმა განაცხადა. „გოგონები და ბიჭები ვეღარ შეძლებენ ერთად სწავლას უნივერსიტეტებში და გააგრძელებენ სწავლას ცალ-ცალკე კლასებში, ისლამური კანონის შესაბამისად“, – აღნიშნა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა. მანამდე აბდულ ბაკი ჰაკანმა საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაფუძნებული […]
ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა
ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტები დაბომბა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა. მათი განმარტებით, ავიაიერიში ისრაელის ტერიტორიისკენ ხანძრის გამჩენი ბუშტების გაშვების საპასუხოდ განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ „ჰამასის“ კუთვნილი იარაღის საწარმო და გვირაბი დაბომბეს. საჰაერო იერიშის განხორციელებამდე ასობით პალესტინელი ისრაელის მიერ ანკლავზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მოთხოვნით საზღვართან შეიკრიბა. ისრაელის თავდაცვის […]
საფრანგეთმა საქართველო წითელი ზონის ქვეყნებში შეიყვანა
საფრანგეთმა საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების სიაში შეიყვანა. როგორც საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე, „წითელ ზონაშია“ შემდეგი ქვეყნები: ავღანეთი, სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, არგენტინა, ბანგლადეში, ბრაზილია, კოლუმბია, კოსტა რიკა, კუბა, საქართველო, ინდონეზია, ირანი, მალდივები, მაროკო, მოზამბიკი, ნამიბია, ნეპალი, ომანი, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რუსეთი, სეიშელის კუნძულები, სურინამი, ტუნისი და თურქეთი. „კოვიდვაქცინირებულთა შესვლის პირობები: „წითელი ზონიდან“ […]
თალიბანმა ავღანეთში მუსიკა აკრძალა
თალიბანის ახალი მმართველობის პირობებში მუსიკა კვლავ აკრძალული იქნება, – ამის შესახებ თალიბების პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა ნიუ იორკ ტაიმსთან ინტერვიუში განაცხადა. ”ისლამი კრძალავს მუსიკას. ვიმედოვნებთ, რომ ადამიანებს არა ვაიძულებთ, არამედ დავარწმუნებთ, რომ არ გააკეთონ ის, რაც აკრძალულია,“- აღნიშნა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა. მუჯაჰიდმა ასევე განაცხადა, რომ ქალების უსაფრთხოების საკითხებზე შფოთვა “უსაფუძვლოა”. მისი თქმით, ქალებს არ დაავალდებულებენ დარჩნენ სახლში, […]
ამერიკის ცსს-ის დირექტორი ბერნსი ქაბულში თალიბანის ლიდერს შეხვდა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი „თალიბანის“ ლიდერთან შესახვედრად გაგზავნა, – ინფორმაციას როიტერი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყარომ, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ისურვა, სააგენტოსთან საუბარში განაცხადა, რომ უილიამ ბერნსისა და აბდულ ღანი ბარადარის შეხვედრა ქაბულში გაიმართა. შეგახსენებთ, აშშ-სა და მის მოკავშირეებს ავღანეთის დასატოვებლად ვადა 31 აგვისტომდე აქვთ. გასულ კვირაში პრეზიდენტმა ჯო […]
ისრაელი – “ფაიზერის მესამე დოზა ინფიცირებას 4-ჯერ ამცირებს”
„ფაიზერის“ მესამე დოზამ ვირუსისგან და მძიმე დაავადებისგან დაცვა 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, – ამის შესახებ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული. კვლევის თანახმად, მესამე დოზის მიღებიდან 10 დღის შემდეგ ვაქცინირებული პირები 4-ჯერ უფრო დაცულები იყვნენ, ვიდრე ისინი, ვისაც ვაქცინის ორი დოზა ჰქონდათ გაკეთებული. რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციასა და მძიმე დაავადების განვითარებას, აღნიშნული […]
ისრაელმა ღაზას სექტორში ჰამასის 4 ობიექტი დაბომბა
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გამთენიისას პალესტინური მოძრაობა „ჰამასის“ ოთხ ობიექტზე, ღაზას სექტორში, დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის პრესსამსახური იუწყება. ამავე ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ობიექტები განკუთვნილი იყო იარაღის წარმოებისა და შესანახად. ეს იყო პასუხი საზღვარზე მომხდარ შეტაკებაზე, რომელიც შაბათს ღამით მოხდა. არმიის ცნობით, „განაგრძობენ რეაგირებას ღაზას სექტორის ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით და მიჩნევენ, რომ „ჰამასი“ პასუხისმგებელია ნებისმიერ […]
ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2.200-მდე გაიზარდა
კუნძულ ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2.200-მდე გაიზარდა. 14 აგვისტოს მომხდარი 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 12 200-ს აღემატება. დანგრეულია 53 ათასამდე სახლი, 77 ათასამდე კი დაზიანდა.მიწისძვრის მოსალოდნуლი ბიძგების საშიშროების გამო, მოქალაქეების დიდი ნაწილი ღამეს გარეთ ათევს. რუსთავი 2
საბერძნეთმა თურქეთის საზღვარზე 40 კმ-იანი ბარიერი აღმართა
საბერძნეთმა, ავღანეთიდან მიგრანტების ზრდის ფონზე, თურქეთთან საზღვარზე 40-კილომენტრიანი ბარიერი აღმართა და სათვალთვალო სისტემა დამონტაჟა. „ჩვენ არ შეგვიძლია პასიურად დაველოდოთ შესაძლო შედეგს. ჩვენი საზღვრები დაურღვეველი დარჩება”, – განაცხადა საბერძნეთის მოქალაქეთა დაცვის მინისტრმა მიხალის ხრისოხოიდისმა. მანამდე თურქეთმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, ავღანელ მიგრანტებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღონ. საბერძნეთის პრემიერ -მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან სატელეფონო საუბრისას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა […]









