კატეგორია: მსოფლიო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს ყირიმელი თათრების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის სამხედრო ძალების და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხრიდან ყირიმელი თათრების ფუნდამენტური უფლებების უხეშად დარღვევას გმობს. ასამბლეა ყურადღებას ყირიმელი თათრების გაუჩინარებასა და მკვლელობებზე ამახვილებს. ევროპის საბჭოს პარლამენტარები რუსეთს ეფექტური გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებენ. „თითოეული მკვლელობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გაუჩინარება, წამება და არაადამიანური მოპყრობა უნდა გამოიძიონ“ – აცხადებს საპარლამენტო ასამბლეა და […]

ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1.297-მდე გაიზარდა

ჰაიტიზე დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1.297 -მდე გაიზარდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 5 700-მდე დაშავებული საავადმყოფოებში მკურნალობს. ჰაიტიზე 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ დაანგრია ან მნიშვნელოვნად დააზიანა ასობით სახლი, ასევე სასტუმროები, საავადმყოფოები და სკოლები. ათასობით ადამიანი ღია ცის ქვეშ ათევს ღამეს. მაშველები ნანგრევებში მოყოლილების ძებნას განაგრძობენ. ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჰაიტიზე ტროპიკული შტორმი […]

ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 724-მდე გაიზარდა

ჰაიტიზე დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 724-მდე გაიზარდა. ჰაიტიზე 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ მაშველები ნანგრევებში სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ. მიწისძვრამ გაანადგურა ასობით სახლი და შენობა. პრემიერ-მინისტრმა ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კუნძულ ჰაიტიზე საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა ბოლოს 2010 წელს მოხდა, როდესაც 200 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ქვეყანაში შენობების უმეტესობა გაანადგურა. იპნ

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა _ თალიბანმა ბაგრამის ავიაბაზა დაიკავა

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით. ამავე ინფორმაციით, პრეზიდენტი ტაჯიკეთისკენ გაფრინდა. „თალიბანის“ წევრებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შესვლა დაიწყეს. დაჯგუფების წევრები ქალაქში სხვადასხვა მიმართულებიდან შედიან, რომლებსაც სამთავრობო ძალებისგან მხოლოდ მცირე წინააღმდეგობები ხვდებათ. „თალიბანის“ ლიდერებმა მებრძოლებს ნაკლები ძალადობისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, მშვიდობიან მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, ქალაქი დატოვოს. „თალიბანმა“ დღეს […]

ანგელა მერკელის პენსია თვეში 15.000 ევრო იქნება

გერმანიის კანცლერის თანამდებობის დატოვების შემდეგ ანგელა მერკელის ყოველთვიური პენსია 15.000 ევრო იქნება. ამ ინფორმაცის გერმანიის გადასახადების გადამხდელთა კავშირი ავრცელებს. კავშირის ცნობით, მერკელის პენსიის რაოდენობას მისი სამუშაო სტაჟი და დაკავებული თანამდებობა განსაზღვრავს. გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, ბუნდესტაგის დეპუტატს უფლება აქვს პენსიის სახით ხელფასის 65% მიიღოს. შეგახსენებთ, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 25 სექტემბერს გაიმართება. ანგელა მერკელი, რომელიც გერმანიის კანცლერის […]

თურქეთში წყალდიდობას 57 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 57-მდე გაიზარდა. თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დირექტორატის ცნობით, სტიქია განსაკუთრებით ძლიერი შავი ზღვის სანაპიროსთან ქალაქ ბოზქურთშია, სადაც დანგრეულ შენობებში გადარჩენილების ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს. თურქეთში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ოთხშაბათიდან ებრძვიან. წყლის ნაკადმა დაანგრია სახლები, ხიდები, ჩაკეტა გზები, დაამტვრია მანქანები. ასობით სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ […]

ჰაიტიში მიწისძვრის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ჰაიტიზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, დაიღუპა სულ მცირე 304 ადამიანი და დაშავდა 1800 -ზე მეტი პირი. 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის დასავლეთით მოხდა, მიწისძვრამ დაანგრია და დააზიანა შენობები, მათ შორის ეკლესიები და სასტუმროები. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ზარალი დიდია და ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კუნძულ ჰაიტიზე საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა ბოლოს 2010 წელს მოხდა, რა დროსაც 200 000-ზე […]

ჰაიტიში 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

დასავლეთ ჰაიტიში 7.2 მაგნიტურის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც ცუნამის საფრთხე  გამოცხადდა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა საცხოვრებელი სახლები უკვე დატოვა. ინფორმაციას უცხოური მედია იტყობინება. ეპიცენტრი ქალაქ პეტიტ ტრუ დე ნიპესიდან 8 კილომეტრში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. ჰაიტიზე ძლიერი მიწისძრა 2010 წელს მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 200.000 -ზე მეტი ადამიანი და დიდი ზიანი […]

თურქეთში რუსული სახანძრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – 8 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში რუსულმა სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. როგორც რუსული მედია წერს, ეკიპაჟის ვერცერთი წევრი ვერ გადარჩა. ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა – 5 რუსი სამხედრო მოსამსახურე და თურქეთის 3 მოქალაქე. „ბე-200“-ის ტიპის თვითმფრინავი ქალაქ ადანასთან ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავმა ხანძრის ჩაქრობის დავალება შეასრულა და სანამ დაჯდებოდა, კატასტროფა განიცადა. მომხდარის გამოძიების მიზნით კატასტროფის ადგილზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს […]

აშშ-ში კოვიდ 19-ის გავრცელება 35%-ით გაიზარდა

ათასობით ინფიცირებული და გადავსებული კლინიკები შტატებში – დელტა შტამი ამერიკას უტევს. წინა კვირის მონაცემებთან შედარებით შტატებში ვირუსის გავრცელება 35%-ითაა გაზრდილი. ინფიცირებულთა დღიური რიცხვი 100 ათას სცდება. – დელტა ვარიანტის დიდი ზრდით იქ არ ვიქნებოდით, სადაც ახლა ვართ უფრო ეფექტურები რომ ვყოფილიყავით ყველას დარწმუნებაში გაეკეთებინათ აცრა. ახლა ჩვენ საშინელ საფასურს ვიხდით, – ამბობს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი. […]