დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვერ ასახელებს მიზეზს, რის გამოც მას გიორგი გახარია შეხვდა და ამბობს, რომ „ვერაფერი გაიგო“. ამასთან, როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გახარიამ თავად დაურეკა და უთხრა, რომ შეხვედრის სურვილი ჰქონდა. მისივე თქმით, აღნიშნულ შეხვედრამდე გახარიასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია. „შეხვედრა ერთხელ შედგა, რამდენჯერმე განხორციელდა ზარი. ადამიანურად, თავს მივეცი უფლება, ამდენი ხანია ერთად ვიყავით. მითხრა, რომ შეხვედრის სურვილი […]
კატეგორია: პოლიტიკა
“გახარია 2 ოქტომბერს სახელისუფლო ღვეზელს ძალიან მნიშვნელოვან ნაჭერს ჩამოაჭრის” – სოსო ცინცაძე
პოლიტილოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია არჩევნებზე მესამე ადგილს აიღებს. – დასჯერდება მესამე ადგილს? – გახარიას დიდი შანსი აქვს, მაგრამ მას რამდენიმე ფრონტიდან უტევენ. “ქართული ოცნება” სერიოზულად უტევს და ოპოზიციაც არ აკლებს. ის უფრო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. სწორედ მაშინ აჩვენებს თავის რეალურ ძალას. – “ქართულ ოცნებასთან” უფრო წარმოგიდგენიათ კოალიციაში თუ ოპოზიციასთან? – […]
ნაციონალური მოძრაობა 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს. აღნიშნულის შესახებ დღეს საგანგებო მიმართვაში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ისაუბრა. მისი განმარტებით, მიუხედავად 19 აპრილის დოკუმენტში პარტიისთვის მიუღებელი გარკვეული დებულებებისა, რის გამოც ამ დრომდე პოლიტიკურმა სუბიექტმა შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, არსებული უმძიმესი სახელმწიფოებრივი რისკების შეფასების შემდეგ, შექმნილ მდგომარეობაში თავს ვალდებულად მიიჩნევენ საკუთარ მოსაზრებებზე მაღლა […]
“ოცნება”, დღეიდან პირადად ჩემთან გექნება საქმე!” – გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს
გიორგი გახარია პარტიის „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის მერობის კანდიდატების, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და თბილისის საკრებულოში პარტიული სიის წევრების წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, ის ამ ნაბიჯს დგამს, პარტიის მერობის სხვა კანდიდატების მიმართ სოლიდარობის ნიშნით, “რომლებსაც უმძიმეს პირობებში უწევთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვა”. „მე მინდა ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს ვუთხრა, დღეიდან, […]
ირაკლი ღარიბაშვილი – “ნიკა გვარამია გარყვნილების მთავარი პროპაგანდისტია”
რამდენიმე გამომსვლელმა თქვა შედარებაზე და რატომაც არა, უნდა შევადაროთ; უნდა შევადაროთ პროფესორი რატი ბრეგაძე ზურაბ ადეიშვილს, უნდა შევადაროთ ვახტანგ გომელაური ვანო მერაბიშვილს. უნდა შევადაროთ გრიგოლ ლილუაშვილი ახალაიას და სხვა უამრავ სადიზმით და სისასტიკით გამორჩეულ მკვლელებს და კორუმპირებულებს, რომლებიც ანგრევდნენ ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, […]
“ღარიბაშვილი ცდილობს დაამტკიცოს, რომ გახარიაზე ძლიერია” – ლადო სადღობელაშვილი
ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ღარიბაშვილი გახარიას ეჯიბრება და ცდილობს გუნდს დაუმტკიცოს, რომ ის უფრო მაგარია. – ღარიბაშვილის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა ეს აშკარად გამოკვეთა. საზოგადოების დასანახად და მისი სიტყვების გასამყარებლად კი ივანიშვილის სიტყვები მოიშველია. პრემიერისგან ეს არც ისე სასიამოვნო მოსასმენია. თანაც, დაუკვირდით, რა ხდება. პრემიერის და კობახიძე-მდინარაძის გარდა, გახარიაზე “ოცნების” არც ერთი წევრი […]
“ოცნებას” შეიძლება მოუწიოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება” – ლევან ალაფიშვილი
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ოცნებას” შეიძლება მოუწიოს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება თუ ეპიდსიტუაცია დამძიმდება. – რა უფრო შეიძლება აწყობდეს ხელისუფლებას, არჩევნების გადადება თუ, პირიქით, მიუხედავად ყველაფრისა, არჩევნებზე წასვლა? – ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე, რომელიც სექტემბრის შუა რიცხვებისთვის იქნება ქვეყანაში. კლინიცისტმა ივანე ჩხაიძემ, რომელიც ასევე საკოორდინაციო საბჭოს წევრია, უკვე განაცხადა, რომ, […]
შვიდმა გორელმა ბიზნესმენმა “ოცნებას” ფული ერთდროულად გადაურიცხა
“ქართული ოცნების” ყულაბა კიდევ 63.000 ლარით შეივსო – 23 აგვისტოს, შვიდმა გორელმა ბიზნესმენმა მმართველ პარტიას ფული ერთდროულად გადაურიცხა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილის პარტია ბიზნესს არეკეტებს და აიძულებს, გაიღონ მსხვილი შემოწირულობები. ამ თანხას კი ოქტომბრის არჩევნებზე აგიტატორებს დაურიგებს. “ეს ბიზნესმენები გარანტიას იქმნიან, რომ მათი ბიზნესის განვითარებას ხელს არაფერი შეუშლის. როდესაც სისტემა აიძულებს მოქალაქეს, ჩაიდინოს დანაშაული, და […]
“ლელოს მიერ თბილისის მერობის კანდიდატის დასახელება გაუაზრებელი იყო” – ვახტანგ ძაბირაძე
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ საზოგადოებას არ სჯერა არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების. – ამ რეალობის ერთი ძალიან მარტივი მაგალითი “ლელოს” მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. ვგულისხმობ მათ მიერ დასახელებულ მერობის კანდიდატსა და საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატს. – რით ხსნით თქვენ ამ გადაწყვეტილებას? – ეს არის სრულიად გაუგებარი, აუხსნელი გადაწყვეტილება. ეს უფრო ჰგავს მოვალეობის მოხდის […]
სალომე ზურაბიშვილი – “აცრა ცოდვა კი არა, სამოქალაქო ვალდებულებაა”
აცრა ცოდვა კი არა, სამოქალაქო ვალდებულებაა – ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს, სადაც მოსახლეობას მარიამობის დღესასწაულს ულოცავს და ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს. გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს! როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, საქართველო მისი მფარველობის ქვეშ იმყოფება და მით უფრო, დღევანდელი განსაცდელის დროს, ჩვენ მას ვებარებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს და არ უნდა ნიშნავდეს, იმას რომ ჩვენ, ჩვენი […]










