კალაძე – “გახარიამ გუშინ მერიაში მითხრა, რომ კანდიდატურას აყენებდა, დანარჩენი ვერაფერი გავიგე”

კალაძე - "გახარიამ გუშინ მერიაში მითხრა, რომ კანდიდატურას აყენებდა, დანარჩენი ვერაფერი გავიგე"დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვერ ასახელებს მიზეზს, რის გამოც მას გიორგი გახარია შეხვდა და ამბობს, რომ „ვერაფერი გაიგო“.

ამასთან, როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გახარიამ თავად დაურეკა და უთხრა, რომ შეხვედრის სურვილი ჰქონდა. მისივე თქმით, აღნიშნულ შეხვედრამდე გახარიასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.

„შეხვედრა ერთხელ შედგა, რამდენჯერმე განხორციელდა ზარი. ადამიანურად, თავს მივეცი უფლება, ამდენი ხანია ერთად ვიყავით. მითხრა, რომ შეხვედრის სურვილი ჰქონდა. ვუთხარი, რომ მერიაში ვიყავი და მოვიდა მერიაში. გუშინ დილით მოხდა ეს შეხვედრა, მთავრობის სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე. სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე, შეხვედრის მიზანი, მიზეზი… ერთადერთი, რაც ითქვა შეხვედრაზე ის იყო, რომ აყენებდა კანდიდატურას და არ უნდოდა ტელევიზიიდან გამეგო. თავად გადაწყვიტა, რომ მას ეთქვა ეს ყველაფერი. დანარჩენი, გულწრფელად გეტყვით, ვერაფერი გავიგე“,- განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა გახარიასთან შეხვედრისას რაიმე ფინანსებთან დაკავშირებით საუბარი, კალაძე ამბობს, რომ „არ იცის, შუამავალთან რა საუბარი იყო, თუ ეს შუამავალი არსებობს“.

იპნ