შარლ მიშელმა მოსამართლეთა დანიშვნა გააკრიტიკა – “ესაა დაკარგული შესაძლებლობა”

შარლ მიშელმა მოსამართლეთა დანიშვნა გააკრიტიკა - "ესაა დაკარგული შესაძლებლობა"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს კონსულტაციების შედეგებს – ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებსა და ასევე, ადგილობრივ დაინტერესებულ ჩართულ პირებთან. ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა“, – განაცხადა მიშელმა.

იპნ