ადგეს ახლა გომელაური წავიდეს, პოლიციელის მუნდირი დაიცვას და გამოუწეროს 4500 ლარიანი ჯარიმა ან მოითხოვოს სასამართლოში 15 – დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა თეა წულუკიანისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა წულუკიანის განცხადებას, სადაც ის პოლიციელებს “ვიღაცებად” მოიხსენიებს. როგორც მან აღნიშნა, პროტესტში მონაწილეებს ხელისუფლება 4500 ლარით აჯარიმებს, თავად კი ჟურნალისტებზე ძალადობს. ვაშაძემ ძალადობად შეაფასა გუშინდელი ფაქტი, […]
კატეგორია: პოლიტიკა
“კალაძის დამარცხება ოპოზიციას ერთიანი კანდიდატის გარეშე გაუჭირდება” – ნიკა ჩიტაძე
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ კალაძის პოზიცია შედარებით განსხვავდება ღარიბაშვილის, კობახიძისა თუ მდინარაძის პოზიციებისგან. – რიტორიკა აქვს შეცვლილი კალაძეს? – ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ რაღაც მიმართულებები არსებობს, სადაც სხვა პოზიციები აქვს. მაგრამ, რადგანაც ის დათანხმდა “ქართული ოცნების” წინადადებას და ის გახდა ისევ “ოცნების” სახე, ეს იმას ნიშნავს, რომ გვინდა თუ არა, ინტერესთა თანხვედრა […]
თეა წულუკიანი – “მიკროფონს დავაბრუნებ 3 ოქტომბერს, როცა ესენი ჩაიყრებიან იქ, სადაც მათი ადგილია”
თეა წულუკიანის განცხადებით, მთავარი არხის მიკროფონს მაშინ დააბრუნებს, როცა “ესენი სამ ოქტომბერს დილით სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი”. კულტურის მინისტრის განცხადებითვე, “ტყუილად ჰყავთ იქ ვიღაცები გამოძახებული”. „ემა, სად ხარ, ემა? ალბათ გვარამიას ეკითხება, რა ვქნა ახლა, მიკროფონი დავკარგეო. ბიძინა ივანიშვილს, ქართულ ოცნებას გაუმარჯოს და მე ამ მიკროფონს დავაბრუნებ მაშინ, ტყუილად ჰყავთ იქ ვიღაცები გამოძახებული, როცა […]
ლევან ხაბეიშვილი – “დისერტაციას დავიცავ, როგორ გამდიდრდა კალაძე მერობის დროს”
პოლიტიკურ პარტიებს შორის კი არა, არჩევანი გვაქვს ძალიან მარტივი – „ადნაკლასნიკებსა“ და „ფეისბუქს“ შორის არის არჩევანი გასაკეთებელი, „მოსკვიჩსა“ და „მერსედესს“ შორის. რუსეთსა და დასავლეთს შორის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში, „რეზიუმე“ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნები ისე უნდა მოიგოს, „ქართულ ოცნებას“ 5-6%-იანი გაყალბება აღარ ეყოს.“ „მითხარით, 4 მილიარდის […]
„ყვიროდა, ვინც ჩემს წინააღმდეგ წავა, მე იმის დედას მო……ო” – რატომ ათავისუფლებს დმანისის მერი თანამშრომლებს
ზეწოლა, მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა – დმანისის მოქმედ მერს თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებენ. გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ქალაქის მერად “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა, ერთი წლის წინ, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერისთვის პარტიიდან გარიცხეს. დმანისის მერიის თანამშრომლების თქმით, მმართველი გუნდიდან წამოსვლის შემდეგ ტატუაშვილი მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანების შევიწროებას მუდმივად ცდილობს. საკუთარ თანამშრომელს გიორგი ტატუაშვილი გუშინაც დაუპირისპირდა – ავთანდილ ოკმელაშვილის ინფორმაციით, დმანისის მოქმედმა […]
„ემა, მოდი აბა თქვი, ბიძინას გაუმარ…“ – წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი ძალით წაართვა
“ქართუ ფონდის” ღონისძიებაზე ჩასული კულტურის მინისტრი “მთავარი არხის” ჟურნალისტს შეურაცხყოფას აყენებს და “ახტაჯანას” უწოდებს. მან თეატრის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას “ხუმრობით” და ცინიკურად ჟურნალისტისთვის ტაშის დაკვრისკენ მოუწოდა. წულუკიანმა მიკროფონის ხელში დაჭერისთანავე მადლობა ბიძინა ივანიშვილის გადაუხადა, მოგვიანებით კი სურდა იგივე შინაარსი ემა გოგოხიასაც გაეზიარებინა. წულუკიანმა ემა გოგოხიას ძალის გამოყენებით მიკროფონიც წაართვა და ამბობს, რომ დაბრუნებას არ აპირებს. […]
„გადააყენეთ გომელაური და ღარიბაშვილი თუ თავი გაქვთ“ – წულუკიანი ჟურნალისტს
კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტვ პირველის კითხვას უპასუხა და განაცხადა: „გომელაური და ღარიბაშვილი არ უნდა გადადგნენ, ისინი თქვენ უნდა გადააყენოთ, თუ რამის თავი გაქვთ. პასუხისმგებლობა დადგინდება გამოძიებით. გამოძიების შედეგები აჩვენებს რომ, სავარაუდოდ, არავითარი მიზეზშედეგობრივი კავშირი 5 ივლისსა და გარდაცვალების ფაქტს შორის არ უნდა არსებობდეს. თუ რამის თავი გაქვთ, გადააყენეთ თქვენ თვითონ მთავრობა, აგერ ვარ და […]
„თხოვნაა, დაუბრუნდეთ თქვენ საქმეს“ – კახა კუჭავა ჟურნალისტების პროტესტმა გააღიზიანა
მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში პროტესტის ნიშნად ბანერი გამოფინეს წარწერით: “დასაჯეთ მოძალადეები”. გარდა ამისა, ჟურნალისტებს მიტანილი ჰქონდათ ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები. მედიის წარმომადგენლების ამ ქმედებამ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გაღიზიანა, რომელმაც მოსთხოვა მათ, რომ თავიანთ საქმიანობას დაბრუნებოდნენ. მისი თქმით, ჟურნალისტების ქმედება დესტრუქციისკენ არის მიმართული და სცდება მათი საქმიანობის სფეროს: “სხდომა მაშინ დახურულად […]
„თინას ორი მანდატური ვერ აკავებდა…“ – შალვა პაპუაშვილი
“ქართული ოცნების” დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ თინა ბოკუჩავაზე ძალის გამოყენებას, ძალადობის აღკვეთას უწოდებს. პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ 18 ივლისს, თინა ბოკუჩავა პარლამენტში “აგრესიულად იქცეოდა და მანდატურებს ეჭიდავებოდა”. მისი თქმით, სწორედ იმიტომ, რომ ორი მანდატური თინა ბოკუჩავას ვერ ერეოდა, მან დეპუტატი ძალის გამოყენებით გამოიყვანა. “ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა, რომელსაც ორი მანდატური ვერ აკავებდა, ეს იყო […]
რა გჭირთ მართლა, ტო? -კუჭავა დეკანოიძეს
რა გჭირთ მართლა, ტო? – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ხატია დეკანოიძეს, რომელმაც ოცნების დეპუტატს, ირაკლი ქადაგიშვილს სიტყვა შეაწყვეტინა, რადგან, მისივე სიტყვებით, “სისულელეს და დემაგოგიას” საუბრობდა. “ის, რომ ქალი ხართ, გაქვთ უფლება, რომ შეაწყვეტინოთ სიტყვა სხვას? იმიტომ, რომ ქალი ხართ? ხომ ყველა თანაბარი ვართ? დაასრულებინეთ სხვასაც… შევწყვიტოთ სხდომა და გადავიდეთ […]










