კატეგორია: პოლიტიკა

“გადადგეს ღარიბაშვილი!” – ჟურნალისტების პერფორმანსი თამარ გაბუნიას თვალწინ

"გადადგეს ღარიბაშვილი!" - ჟურნალისტების პერფორმანსი თამარ გაბუნიას თვალწინ

ჟურნალისტების უპრეცედენტო პროტესტი კანცელარიაში. მთავრობის ადმინისტრაციაში, გადაღებაზე მყოფმა მედიის წარმომადგენლებმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ბრიფინგის დაწყებამდე “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო პროტესტი გამოხატეს. ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ხელში ჰქონდათ ლექსო ლაშქარავას ფოტოები და ფურცლები წარწერებით: “გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი”, “დაისაჯონ დამნაშავეები”. 5 ივლისს, ლექსო ლაშქარავას მოძალადე ჯგუფები “სირცხვილიას” ოფისში თავს დაეხნენ. მას ცემისგან სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი. […]

ვასილ ჩიგოგიძე ნიკა გვარამიას – შენ ნასვამი ხომ არ ხარ?!

ვასილ ჩიგოგიძე ნიკა გვარამიას - შენ ნასვამი ხომ არ ხარ?!

შენ ნასვამი ხომ არ ხარ? – მე ვინ მოვკალი, მე როგორ მოვკალი ლექსო ლაშქარავა? თქვენმა ხელისუფლებამ 300 კაცი მოკლა და შენ დაგადო ხელი?!, – ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ ,,მთავარი არხის” დამფუძნებელ, ნიკა გვარამიას, რომელმაც ჩიგოგიძეს ჰკითხა ,,რატომ მოკალით ლექსო ლაშქარავა”. მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების ნანუკა ჟორჟოლიანის და ვახო სანაიას შეკითხვებს, აწარმოებდა თუ არა მოლაპარაკებებს […]

ვატო წერეთელი – “კობახიძემ მითხრა, შენ ხარ ნაბიჭვარიო”

ვატო წერეთელი - "კობახიძემ მითხრა, შენ ხარ ნაბიჭვარიო"

ტვ პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, ამბობს, რომ პარლამენტში ირაკლი კობახიძე მას სიტყვიერად დაუპირისპირდა და შეურაცხყოფა მიაყენა. “მინდოდა თვალებში ჩახედვა და კითხვები დამესვა, ჩემი კოლეგები ვერ შემოვიდნენ აქ. მინდოდა, მეკითხა მამუკა მდინარაძისთვის, რატომ ჟლეტდნენ ბავშვებს. კობახიძეს მინდა, ვუთხრა, რომელმაც შემომხედა თვალებში და მეგონა, რაღაცა ადამიანურს დავინახავდი, შემომხედა და მითხრა, შენ ხარ ნაბ@@@იო. მინდა, კობახიძეს ვუთხრა, ყველამ […]

ვაშაძეს პარლამენტში პიჯაკი შემოახიეს

ვაშაძეს პარლამენტში პიჯაკი შემოახიეს

პარლამენტში ვითარება ამ წუთებში უკიდურესად დაძაბულია. უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს გიორგი ვაშაძეს პიჯაკი შემოახიეს. როგორც თავად აცხადებს, მას უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე დაუპირისპირდა. “ვიქტორ ჯაფარიძე გადმოვიდა ფიზიკურ დაპირისპირებაზე, იგინებოდა ვუთხარი, რომ გაჩერებულიყო,” – განაცხადა ვაშაძემ. იპნ

ინგა გრიგოლია – “მასხარა ღარიბაშვილო, თუ მაგარი ხარ, დამიჭირე!”

ინგა გრიგოლია - "მასხარა ღარიბაშვილო, თუ მაგარი ხარ, დამიჭირე!"

ირაკლი ღარიბაშვილო, პირდაპირ გეუბნები, ხომ გვადანაშაულებ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, აქ ვდგავარ, დამიჭირე, მზად ვარ, – ასე მიმარათა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, რომელიც პარლამენთან ცოტა ხნის წინ მივიდა, პრემიერ-მინისტრს. ჟურნალისტი კოლეგებთან ერთად პარლამენტში შესვლას ითხოვს. ინგა გრიგოლიას თქმით, პრემიერ-მინისტრი მოძალადეა . „ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვენც ხომ სააკაშვილს დაგვაკავშირა. მოდი, ირაკლი ღარიბაშვილო, პირდაპირ გეუბნები, ხომ გვადანაშაულებ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, აქ ვდგავარ, დამიჭირე, მზად ვარ. […]

ღარიბაშვილი – “გუშინდელ აქციაზე იყო ანტიეროვნული და ანტისაეკლესიო გზავნილები”

ღარიბაშვილი - "გუშინდელ აქციაზე იყო ანტიეროვნული და ანტისაეკლესიო გზავნილები"

ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული გზავნილები, რაც ჩვენ გუშინდელ აქციაზე მოვისმინეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. პრემიერის განცხადებით, აქციაზე აგრესიული სიტყვით გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ, გარდა იმისა, რომ ითხოვდნენ ხელისუფლების გადადგომას, რაც „მათი ოცნებაა“. ,“მინდა ჩემი მოსაზრება და შეფასება ვუთხრა ჩვენს ხალხს გუშინდელ აქციაზე. ეს […]

ნიკა გვარამია – “ჩვენ უნდა ჩავასვენოთ ღარიბაშვილის მზე!”

ნიკა გვარამია - "ჩვენ უნდა ჩავასვენოთ ღარიბაშვილის მზე!"

ჩვენ უნდა ჩავასვენოთ ღარიბაშვილის მზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ამობრწყინდეს ლექსოს მზე – ლექსოს ხსოვნისთვის არ დავიშალოთ, არ დავიშალოთ, ვიდრე ხელისუფლება არ გადადგება, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, მედიის გარდა ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. „არავითარი არჩევანი გადადგომის გარდა მთელი ხელისუფლების, მთელი მთავრობის და […]

“ლექსო ლაშქარავა სასტიკად იყო ნაცემი, ის აშუქებდა ძალადობას… ევროკავშირი გმობს ძალადობას” – კარლ ჰარცელი

ჰარცელი - "მელიას საქმე საერთო ენის გამონახვას შეუძლებელს გახდის"

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება.იგი ამბობს, რომ ევროკავშირი გმობს ძალადობას. ჰარცელი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და მედიის წარმომადგენლებს. “ბატონი ლექსო ლაშქარავა სასტიკად იყო ნაცემი, რადგან ის აშუქებდა ძალადობას, რომელიც თბილისში 5 ივლისს, პრაიდის მოვლენების გარშემო ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ველოდებით მისი გარდაცვალების მიზეზების გამოძიების შედეგებს, ნება მომეცით […]

დაპირისპირება “ოცნების“ ოფისთან – ნიკა მელია და ელენე ხოშტარია ოფისში შესვლას ცდილობენ 

დაპირისპირება "ოცნების“ ოფისთან - ნიკა მელია და ელენე ხოშტარია ოფისში შესვლას ცდილობენ 

„ქართული ოცნების“ ოფისთან დაპირისპირებაა.”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ცდილობს ოფისში შესვლას, თუმცა პოლიციია ამის საშუალებას არ აძლევს. „ქართული ოცნების“ ოფისში, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელია და ელენე ხოშტარია მივიდნენ. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ აპირებს შევიდეს “ქართული ოცნების” ოფისში. მისი თქმით, ის, რაც ქვეყანაში ხდება, უნდა დასრულდეს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ლექსო ლაშქარავას ოჯახში პრეზიდენტი ზურაბიშვილი მივიდა

ლექსო ლაშქარავას ოჯახში პრეზიდენტი ზურაბიშვილი მივიდა

„ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის სამძიმრის გამოსაცხადებლად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა. ოჯახის წევრებს ასევე დილიდან უსამძიმრებენ სხვადასხვა პოლიტიკოსები. ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების […]