ირაკლი ღარიბაშვილო, პირდაპირ გეუბნები, ხომ გვადანაშაულებ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, აქ ვდგავარ, დამიჭირე, მზად ვარ, – ასე მიმარათა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, რომელიც პარლამენთან ცოტა ხნის წინ მივიდა, პრემიერ-მინისტრს. ჟურნალისტი კოლეგებთან ერთად პარლამენტში შესვლას ითხოვს. ინგა გრიგოლიას თქმით, პრემიერ-მინისტრი მოძალადეა . „ირაკლი ღარიბაშვილმა ჩვენც ხომ სააკაშვილს დაგვაკავშირა. მოდი, ირაკლი ღარიბაშვილო, პირდაპირ გეუბნები, ხომ გვადანაშაულებ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში, აქ ვდგავარ, დამიჭირე, მზად ვარ. […]
კატეგორია: პოლიტიკა
ღარიბაშვილი – “გუშინდელ აქციაზე იყო ანტიეროვნული და ანტისაეკლესიო გზავნილები”
ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული გზავნილები, რაც ჩვენ გუშინდელ აქციაზე მოვისმინეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. პრემიერის განცხადებით, აქციაზე აგრესიული სიტყვით გამომსვლელები ითხოვდნენ პატრიარქის დაკავებას პოლიციის მიერ, გარდა იმისა, რომ ითხოვდნენ ხელისუფლების გადადგომას, რაც „მათი ოცნებაა“. ,“მინდა ჩემი მოსაზრება და შეფასება ვუთხრა ჩვენს ხალხს გუშინდელ აქციაზე. ეს […]
ნიკა გვარამია – “ჩვენ უნდა ჩავასვენოთ ღარიბაშვილის მზე!”
ჩვენ უნდა ჩავასვენოთ ღარიბაშვილის მზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ამობრწყინდეს ლექსოს მზე – ლექსოს ხსოვნისთვის არ დავიშალოთ, არ დავიშალოთ, ვიდრე ხელისუფლება არ გადადგება, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, მედიის გარდა ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. „არავითარი არჩევანი გადადგომის გარდა მთელი ხელისუფლების, მთელი მთავრობის და […]
“ლექსო ლაშქარავა სასტიკად იყო ნაცემი, ის აშუქებდა ძალადობას… ევროკავშირი გმობს ძალადობას” – კარლ ჰარცელი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება.იგი ამბობს, რომ ევროკავშირი გმობს ძალადობას. ჰარცელი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და მედიის წარმომადგენლებს. “ბატონი ლექსო ლაშქარავა სასტიკად იყო ნაცემი, რადგან ის აშუქებდა ძალადობას, რომელიც თბილისში 5 ივლისს, პრაიდის მოვლენების გარშემო ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ველოდებით მისი გარდაცვალების მიზეზების გამოძიების შედეგებს, ნება მომეცით […]
დაპირისპირება “ოცნების“ ოფისთან – ნიკა მელია და ელენე ხოშტარია ოფისში შესვლას ცდილობენ
„ქართული ოცნების“ ოფისთან დაპირისპირებაა.”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ცდილობს ოფისში შესვლას, თუმცა პოლიციია ამის საშუალებას არ აძლევს. „ქართული ოცნების“ ოფისში, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელია და ელენე ხოშტარია მივიდნენ. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ აპირებს შევიდეს “ქართული ოცნების” ოფისში. მისი თქმით, ის, რაც ქვეყანაში ხდება, უნდა დასრულდეს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
ლექსო ლაშქარავას ოჯახში პრეზიდენტი ზურაბიშვილი მივიდა
„ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის სამძიმრის გამოსაცხადებლად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა. ოჯახის წევრებს ასევე დილიდან უსამძიმრებენ სხვადასხვა პოლიტიკოსები. ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების […]
ღარიბაშვილი – “ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ”
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრემიერი ოჯახს უსამძიმრებს. “უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, “ტვ პირველის” კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია,” – წერს ღარიბაშვილი.
ელენე ხოშტარიამ მთავრობის შენობას წითელი საღებავი შეასხა
საზოგადოებრივი მოძრაობა “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობას წითელი საღებავი შეასხა. მან პროტესტი ამ ფორმით გამოხატა. ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართული აქციის გაშუქების დროს, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, […]
გახარია – “3 წლის მანძილზე მოვახერხე, რომ არ მომხდარა ის უბედურება, რაც ახლა მოხდა”
3 წლის განმავლობაში მოვახერხე ისე, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო ამ ქვეყანაში და ცემა-ტყეპა, ეს უბედურება რაც ახლა მოხდა, არ მომხდარა, – ასე აფასებს პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია 5-6 ივლისს პარლამენტის შენობის წინ მომხდარ დაპირისპირებას. როგორც გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი პრემიერ-მინისტრობისა თუ შს მინისტრობის პერიოდში მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ და ჟურნალისტების ჯანმრთელობა მასობრივად საფრთხის ქვეშ არ […]
“5 ივლისის დარბევა ჟურნალისტების და ეკლესიის წინააღმდეგ იყო მიმართული” – დავით ჭიჭინაძე
“ტრიბუნას” თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს: – ეს იყო ეკლესიის წინააღმდეგ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, ასევე – ჟურნალისტების წინააღმდეგ დაგეგმილი სპეცოპერაცია. ხალხი სპეციალურად იყო ჩამოყვანილი და ეს არ იყო ეკლესიის მიერ ორგანიზებული. მიზანი იყო ჟურნალისტების დარბევა და კარვების აღება-დაზიანება. თითქოს ვის წინააღმდეგაც ეს აქცია იყო მიმართული, მე ის ადამიანები, […]










