ვაშაძეს პარლამენტში პიჯაკი შემოახიეს

ვაშაძეს პარლამენტში პიჯაკი შემოახიესპარლამენტში ვითარება ამ წუთებში უკიდურესად დაძაბულია. უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს გიორგი ვაშაძეს პიჯაკი შემოახიეს. როგორც თავად აცხადებს, მას უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე დაუპირისპირდა.

“ვიქტორ ჯაფარიძე გადმოვიდა ფიზიკურ დაპირისპირებაზე, იგინებოდა ვუთხარი, რომ გაჩერებულიყო,” – განაცხადა ვაშაძემ.

იპნ