სანქციები ერთ-ერთი ინსტრუმენტია და თქვენ ნახეთ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახელმწიფო მდივნის განცხადებებში, რომ ჩვენ ვართ ძალიან, ძალიან იმედგაცრუებულები, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის პროცესი კიდევ ერთხელ შეაფასა. „საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია, შეთანხმდნენ, რომ მოსამართლეების დანიშვნა შეჩერდებოდა […]
კატეგორია: პოლიტიკა
გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ “ქართული ოცნება” და საკრებულო დატოვა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თავმჯდომარის მოადგილემ რაფი ორუჯოვმა თანამდებობა დატოვა. თანამდებობის დატოვების მიზეზად კი პარტია “ქართული ოცნებისა” და მისი პოლიტიკური შეხედულებების აცდენა დაასახელა. “პატივცემულო თანამემამულენო, ძვირფასო მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ა/წ 14 ივლისს მე, საკუთარი ნებით, დავტოვე პარტია “ქართული ოცნების” რიგები, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და საკრებულოს წევრობა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ […]
ზაზა გახელაძე – “დღეს გათავისუფლებას არ ველოდი”
დღეს გათავისუფლებას არ ველოდებოდი, – ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ზაზა გახელაძემ, ერგნეთში ჟურნალისტებს განუცხადა. „ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით, ყველაფერი კარგად დასრულდა”, – განაცხადა გახელაძემ. ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ მას 12 წლით და 6 თვით პატიმრობა […]
ვახტანგ მეგრელიშვილი: „თუკი ოპოზიცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გამომაცხადებს, თანახმა ვიქნები“
„თუკი ოპოზიცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გამომაცხადებს, თანახმა ვიქნები“, – ასე უპასუხა პარლამენტის წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივაზე დასმულ კითხვას. მისი თქმით, თეორიული შანსი არ არსებობს, რომ ოპოზიციამ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მიაღწიოს და ეს ინიციატივა მხოლოდ პოლიტიკური პროცესიის ნაწილია. „როგორც იქნა 7-თვიანი კრიზისი დავასრულეთ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით მოხდა. ამოცანა იყო, შემდგომ არჩევნებამდე მივსულიყავით […]
ზაზა გახელაძე გაათავისუფლეს
ზაზა გახელაძე გაათავისუფლეს, ინფორმაციას ოკუპირებულ ოსეთშიც ადასტურებს. ზაზა გახელაძე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე გავრცელდა. “გათავისუფლდეს იგი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი სასჯელისაგან”, – ნათქვამია “განკარგულებაში”. ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “განკარგულება” ძალაში შედის დღეიდან. შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის […]
გახარია – “ჩვენ ნაციონალები უნდა დავამარცხოთ”
„დღეს რასაც ვუყურებ, „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ასაზრდოებენ, სულ უფრო და უფრო დიდი ნაბიჯებით მიდიან ერთმანეთისკენ და ეს მარწმუნებს, რომ ჩვენ, ვინც ვერთიანდებით საქართველოსთვის – ჩვენ ვიქნებით ის ძალა, რომელმაც პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაამარცხოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და სიმართლე ის არის, რომ „ოცნებას“ […]
“გადადგეს ღარიბაშვილი!” – ჟურნალისტების პერფორმანსი თამარ გაბუნიას თვალწინ
ჟურნალისტების უპრეცედენტო პროტესტი კანცელარიაში. მთავრობის ადმინისტრაციაში, გადაღებაზე მყოფმა მედიის წარმომადგენლებმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ბრიფინგის დაწყებამდე “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო პროტესტი გამოხატეს. ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ხელში ჰქონდათ ლექსო ლაშქარავას ფოტოები და ფურცლები წარწერებით: “გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი”, “დაისაჯონ დამნაშავეები”. 5 ივლისს, ლექსო ლაშქარავას მოძალადე ჯგუფები “სირცხვილიას” ოფისში თავს დაეხნენ. მას ცემისგან სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი. […]
ვასილ ჩიგოგიძე ნიკა გვარამიას – შენ ნასვამი ხომ არ ხარ?!
შენ ნასვამი ხომ არ ხარ? – მე ვინ მოვკალი, მე როგორ მოვკალი ლექსო ლაშქარავა? თქვენმა ხელისუფლებამ 300 კაცი მოკლა და შენ დაგადო ხელი?!, – ასე მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ ,,მთავარი არხის” დამფუძნებელ, ნიკა გვარამიას, რომელმაც ჩიგოგიძეს ჰკითხა ,,რატომ მოკალით ლექსო ლაშქარავა”. მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების ნანუკა ჟორჟოლიანის და ვახო სანაიას შეკითხვებს, აწარმოებდა თუ არა მოლაპარაკებებს […]
ვატო წერეთელი – “კობახიძემ მითხრა, შენ ხარ ნაბიჭვარიო”
ტვ პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, ამბობს, რომ პარლამენტში ირაკლი კობახიძე მას სიტყვიერად დაუპირისპირდა და შეურაცხყოფა მიაყენა. “მინდოდა თვალებში ჩახედვა და კითხვები დამესვა, ჩემი კოლეგები ვერ შემოვიდნენ აქ. მინდოდა, მეკითხა მამუკა მდინარაძისთვის, რატომ ჟლეტდნენ ბავშვებს. კობახიძეს მინდა, ვუთხრა, რომელმაც შემომხედა თვალებში და მეგონა, რაღაცა ადამიანურს დავინახავდი, შემომხედა და მითხრა, შენ ხარ ნაბ@@@იო. მინდა, კობახიძეს ვუთხრა, ყველამ […]
ვაშაძეს პარლამენტში პიჯაკი შემოახიეს
პარლამენტში ვითარება ამ წუთებში უკიდურესად დაძაბულია. უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს გიორგი ვაშაძეს პიჯაკი შემოახიეს. როგორც თავად აცხადებს, მას უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე დაუპირისპირდა. “ვიქტორ ჯაფარიძე გადმოვიდა ფიზიკურ დაპირისპირებაზე, იგინებოდა ვუთხარი, რომ გაჩერებულიყო,” – განაცხადა ვაშაძემ. იპნ










