საქართველოს პრეზიდენტმა “ნიუ ჰოსპიტალსში” სამკურნალოდ გადაყვანილ მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა გამოუცხადა, დაგმო ძალადობა და შეშფოთება გამოთქვა დღეს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო. “მოვინახულე დაშავებულები, აქ ოთხი მედიაწარმომადგენელი იყო გადმოყვანილი. მათგან ერთი უკვე გაწერილია, ერთმა კი, ოპერაცია ჩაიტარა. ამ პირობებში, ჩვენ აღარ ვიცით, რა არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და როგორც ჩანს, დავიწყებული გვაქვს ის ტოლერანტობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოგვყვებოდა. ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია! […]
კატეგორია: პოლიტიკა
თბილისი პრაიდმა დღეს დაგეგმილი მარში გააუქმა
“თბილისი პრაიდის” განცხადებით, დღეს დაგეგმილი ღირსების მარში არ შედგება. ორგანიზატორები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, მათი თქმით, არ აქვთ მოლოდინი, რომ პოლიცია ადეკვატურად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და ძალადობას აღკვეთავს. “თბილისი პრაიდის სახელით გვსურს განვაცხადოთ, რომ ღირსების მარში #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო ქვიარ თემისა და ჩვენი მხარდამჭერების უსაფრთხოება, არამედ აქტიური მოქმედებებით შეგვიშალა ხელი გვესარგებლა […]
მარიტა მუსელიანი – “პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე მოვდივართ, მაგრამ ძალადობას ვემიჯნებით”
„რიონის ხეობის მცველები“ პრაიდის წინააღმდეგ აქციაზე დასასწრებად მოდიან, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მარიტა მუსელიანმა დაუდასტურა. მისი თქმით, აქციაზე საპატრიარქოს მოწოდების გამო გამოდიან და აპირებენ, რომ დაესწრონ დაგეგმილ პარაკლისს. მისივე თქმით, აქციაზე მოდიან მოძრაობის სხვა ლიდერებიც – მაკა სულაძე, ვარლამ გოლეთიანი. „დიახ, მოვდივართ… დიახ, ვაპირებთ, მივიღოთ მონაწილეობა [პრაიდის წინააღმდეგ]. ძირითადად, მომხრეები სხვადასხვა […]
გურამ ფალავანდიშვილი – “ღარიბაშვილს კაბინეტში მივადგებით!”
“ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარება შესთავაზა. როგორც ფალავანდიშვილი აცხადებს, ღირსების მარში ნებისმიერი ფორმით ჩაიშლება და პრემიერს აფრთხილებს, რომ მას კაბინეტშიც მიადგებიან, თუ მოხდება ძალადობა ქართველ ერზე და ბერზე. “თუ სადმე დაანონსდება და გავიგებთ, ჩვენ ჩვენი ძალებიდან ნახევარს იქ წავიყვანთ. ჩვენ წავალთ ნებისმიერი […]
პრაიდის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტთან კარვები დაარბიეს
ძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლებმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან განთავსებული კარვები დაარბიეს. როგორც მათ ჟურნალისტებთან აღნიშნეს, “როგორც პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია გაასუფთავეს, ასევე გაასუფთავებენ ქვეყანას სექსუალური უმცირესობებისგან”. როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, აქ განთავსებული იყო იმ პოლიტიკური ძალების კარვები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ლგბტ პირთა მხარდამჭერ დოკუმენტს. მათი თქმით, ეს სრულ წინააღმდეგობაში მოდის ქართველი ხალხის ინტერესებთან. „ჩვენ ვერ ჩავატარებთ აქციას […]
ღარიბაშვილი – “პრაიდის დღევანდელი აქციის რუსთაველზე ჩატარება მიზანშეუწონელია”
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარშის გამართვას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. აღნიშნული განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა: “ჩვენი სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას, ჩვენ არ განვასხვავებთ რაიმე ნიშნით, ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, ასევე კონსტიტუციაში მოხდა ქორწინების დეფინიციის განსაზღვრა. მე მინდა ვთქვა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ და გამოხატავენ თავის პოზიციას, სურთ […]
ნინო ლომჯარია – “ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურის წარდგენას არ ვაპირებ”
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენას არ აპირებს. როგორც ლომჯარია განმარტავს, მას მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აქვს აღებული. „ნამდვილად არ ვაპირებ კანდიდატი ვიყო, ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე ვარ და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მაქვს კიდევ მინიმუმ, წელიწადნახევარი. თუმცა, მინდა მოვუწოდო და წავახალისო ყველა ის ადამიანი, ვინც შესაძლოა, იყოს დამოუკიდებელი აქტორი ამ პროცესში, რომ შეიტანოს განაცხადი. ვიცი, […]
„ევროპული საქართველო“ 5 ივლისს, ლგბტ თემის „ღირსების მარშს“ შეუერთდება
„ევროპული საქართველო“ 5 ივლისს, „ღირსების მარშს“ შეუერთდება. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. “ღირსების მარშის” მხარდაჭერა პრინციპული საკითხია. ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ გამოხატვის თავისუფლება და არავის მივცეთ ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების შესაძლებლობა. ჰომოფობია ჩვენი საზოგადოების მძიმე გამოწვევაა, რადგან სექსუალური და გენდერული უმცირესობის წარმომადგენლებს ძალადობისა და შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ჩვენი ვალია დავიცვათ ჩაგრულთა უფლებები. ეს არა […]
“ქორწილში რომ დამპატიჟონ, გორში აღარ ჩამოვალ” – გრიშა ონიანი ძალიან გააბრაზეს
გრიშა ონიანი გორელებს გაუნაწყენდა. საზოგადოება “სტალინელის” თავმჯდომარე გორის თეატრში სტალინელების ხალხმრავალ შეკრებას ელოდა, თუმცა მასთან შეხვედრას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაესწრო. გრიშა ონიანის თქმით, მას არათუ გორის მერობა აღარ უნდა, არამედ გორში ქორწილშიც კი აღარ ჩავა: “ქორწილში რომ დამპატიჟონ, გორში აღარ ჩამოვალ,” – განაცხადა გრიშა ონიანმა. განაწყენებულმა გრიშა ონიანმა გეგმები შეცვალა და შეხვედრის მიზანზე დაწვრილებით აღარ ისაუბრა. თუმცა […]
ვლადიმერ ბორცვაძე შს მინისტრის მოადგილეობიდან მოხსნეს
ვლადიმერ ბორცვაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა – შსს-ში “მთავარს” უთხრეს, რომ ბორცვაძემ თანამდებობა პირადი გადაწყვეტილებით დატოვა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, ის გაუშვეს. მიზეზი სავარაუდოდ ის გახდა, რომ ბორცვაძე გიორგი გახარიას კადრად მოიაზრებოდა. ვლადიმერ ბორცვაძე შს მინისტრის მოადგილედ 2019 წლის თებერვალში დაინიშნა. იქამდე ის შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.










