გურამ ფალავანდიშვილი – “ღარიბაშვილს კაბინეტში მივადგებით!”

გურამ ფალავანდიშვილი - "ღარიბაშვილს კაბინეტში მივადგებით!"“ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარება შესთავაზა.

როგორც  ფალავანდიშვილი აცხადებს, ღირსების მარში ნებისმიერი ფორმით ჩაიშლება და პრემიერს აფრთხილებს, რომ მას კაბინეტშიც მიადგებიან, თუ მოხდება ძალადობა ქართველ ერზე და ბერზე.

“თუ სადმე დაანონსდება და გავიგებთ, ჩვენ ჩვენი ძალებიდან ნახევარს იქ წავიყვანთ. ჩვენ წავალთ ნებისმიერი აქტივობის ჩასაშლელად. მინდა პრემიერი გავაფრთხილო, ჩვენ არ ვხუმრობთ. ჩვენ მივდივართ, რომ ფიზიკურად ჩავშალოთ. შემდგომ მივადგებით მას კაბინეტში, თუ მოხდება ძალადობა ქართველ ერსა და ბერზე. ჩვენ, ქართველი ერი და ბერი ნებისმიერი სიბინძურის პრაიდს ვშლით,” – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

რუსთავი 2