მამუკა გამყრელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ აშშ-ში გიორგი გახარიას კარგად და მაღალ დონეზე ხვდებიან. ინტერესი მის მიმართ ბევრად მაღალია, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის მიმართ. – დასავლეთი ხომ არ გვიმზადებს გახარიას სახით ახალ მმართველს? – ასე ნუ განვიხილავთ. სანამ კარგად არ გაიცნობენ ვიღაცას, ისე არავის არ მოგვიმზადებენ. დასავლეთისთვის სიჩქარე და სწრაფი გადაწყვეტილებები არ არის ჩვეული. ისინი […]
კატეგორია: პოლიტიკა
გახარიას პარტიას ბათუმის ოფისიდან აგდებენ
გიორგი გახარიას პარტიას – „საქართველოსთვის“ ბათუმში ნაქირავებ ოფისს ატოვებინებენ. აჭარაში პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ირაკლი მიქელაძის განცხადებით, ოფისის მეპატრონე ეუბნებოდა, რომ მათი პარტიის მხარდამჭერი იყო, თუმცა მოულოდნელად პოზიცია შეცვალა. მიქელაძის განცხადებით, მმართველი პარტია ახლა ისე იქცევა, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ ექცეოდა. – „სახელისუფლებო პარტია იქცევა ზუსტად ისე, როგორც ექცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ […]
გურიის ახალ გუბერნატორად 38 წლის გიორგი ურუშაძე დაინიშნა
გურიას ახალი გუბერნატორი ჰყავს. სახელმწიფო რწმუნებულის პოსტი 38 წლის გიორგი ურუშაძეს ჩააბარეს. ის ბიზნესმენია მამამისი კი მმართველი “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. უკვე ყოფილი გუბერნატორი გიორგი სახოკია თანამდებობიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გადაყენების მიზეზი გიორგი გახარიასთან ახლო ურთიერთობა გახდა. სახოკია გუბერნატორად თებერვალში, მაშინდელმა პრემიერმა გახარიამ დანიშნა. ადგილობრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ “ქართულ ოცნებაში” მოახლოებული არჩევნებისთვის ემზადებიან, ადმინისტრაციული […]
გურიის გუბერნატორი გიორგი სახოკია მოხსნეს
გურიის გუბერნატორი გიორგი სახოკია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გადაყენების მიზეზი გიორგი გახარიასთან ახლო ურთიერთობა გახდა. სახოკია გუბერნატორად თებერვალში, სწორედ მაშინდელმა პრემიერმა გახარიამ დანიშნა. ადგილობრივ ოპოზიციაში აცხადებენ რომ ოცნებაში მოახლოებული არჩევნებისთვის ემზადებიან და ხელისუფლების ძირითადი იარაღი ადმინისტრაციული რესურსი იქნება. მთავარი
ღარიბაშვილი – “1.000 სამხედრო დრონის წარმოებას ვაპირებთ”
პრემიერმა ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა: “გაისად გვექნება ადგილზე წარმოებული დრონი, სამხედრო დრონები. ჯამში ვაპირებთ 1.000 დრონის წარმოებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ასევე ჩვენ ვმუშაობთ ავტომატების წარმოებაზე და უფრო სერიოზული შეიარაღების შესყიდვაზე, მათ შორის ისრაელიდან. გასულ წელს კომპანია “რაფაელთან” ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება, რომელიც წლის ბოლომდე საჰაერო თავდაცვის სისტემების სრულ განახლებას და ტანამედროვე ტიპის რაკეტების შემოტანას უზრუნველყოფს”.
“ქართული ოცნება” 32%, ნაციონალები 24%, გახარიას პარტია 13% – ედისონ რისერჩის კვლევა
ტელეკომპანია „ფორმულა“ ედისონ რისერჩის კვლევის შედეგევს აქვეყნებს. “ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?” – კვლევის შედეგების ალოკაციის მიხედვით, პარტიების რეიტინგები შემდეგნაირად გადანაწილდა: ქართული ოცნება – 32%; ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – 24%; გიორგი გახარია – საქართველოსთვის – 13%; გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებელი – 4%; ლელო – 4%; შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია – […]
“ლევან ვასაძე ვეღარ სუნთქავს, ფეხები დაუსივდა, ადამიანი ილევა” – სოსო მანჯავიძე
„ერის“ ლიდერის, ლევან ვასაძის, თანაგუნდელის, სოსო მანჯავიძის, ინფორმაციით, ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. მიზეზი ვერც საქართველოში და ვერც რუსეთში დაადგინეს და სწორედ ამიტომ ბიზნესმენი გუშინ თურქეთში გადაიყვანეს. ვასაძის თანაგუნდელი “ტვ პირველს” უყვება, რომ “ერის” ლიდერმა რამდენჯერმე კორონავირუსზე ტესტიც კი გაიკეთა, თუმცა მას ვირუსი არ დაუდასტურდა. გაირკვა ისიც, რომ მას კოვიდ 19 გადატანილი არ ჰქონია. – […]
ღარიბაშვილი – კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები ყველას ჩამოეწერება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ, ამნისტია შეეხებათ და სახდელისგან გათავისუფლდებიან. „მე მინდა ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო, რომ დღეს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია […]
გახარია – “მე და სააკაშვილი ვაშინგტონში 1 სასტუმროში ვიყავით 1 ღამე, მაგრამ გადაკვეთა არ გვქონია”
“კურიერმა” ამერიკაში ყოფილი პრემიერის ჩაწერა მოახერხა. გიორგი გახარია ადასტურებს, რომ იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი. “დიდხანს გვეძებდით? იმ სასტუმროში ვიყავით ერთი ღამე, იქ შევიკრიბეთ, ჩვენ სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვფრინდით. მეორე დღეს უკვე ვიყავით სხვა სასტუმროში, ჩვენ გადაკვეთა არანაირი არ გვქონია … საერთოდ ეს არასერიოზულია. ჩვენი წასვლა თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი, ლოჯისტიკურად სხვა სასტუმროში, მისვლა-მოსვლისთვის ბევრად […]
ლევან ვასაძე მოწამლეს – თბილისის კლინიკიდან ის სასწრაფოდ თურქეთში გადაიყვანეს
“მთავარია არხისთვის” ცნობილი გახდა, რომ მოძრაობა ერის დამფუძნებელი, ლევან ვასაძე მძიმე მდგომაროებაშია. ბიზნესმენი ამ დროისთვის თურქეთის ერთ-ერთი კლინიკაში მკურნალობს. ის გუშინ სასწრაფო ჩარტერით გადააფრინეს. სავარაუდოდ, ის მოწამლულია თუმცა ზუსტი დიაგნოზი ჯერ უცნობია. ვასაძე ექიმების დასკვნას ამ დრომდე ელოდება. მოძრაობა “ერის” დამფუძნებელი გუშინ, 23 ივნისს, თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში მიიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ […]









