გურიის ახალ გუბერნატორად 38 წლის გიორგი ურუშაძე დაინიშნა

გურიის ახალ გუბერნატორად 38 წლის გიორგი ურუშაძე დაინიშნაგურიას ახალი გუბერნატორი ჰყავს. სახელმწიფო რწმუნებულის პოსტი 38 წლის გიორგი ურუშაძეს ჩააბარეს. ის ბიზნესმენია მამამისი კი მმართველი “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია.

უკვე ყოფილი გუბერნატორი გიორგი სახოკია თანამდებობიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გადაყენების მიზეზი  გიორგი გახარიასთან ახლო ურთიერთობა გახდა.

სახოკია გუბერნატორად თებერვალში, მაშინდელმა პრემიერმა გახარიამ დანიშნა. ადგილობრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ “ქართულ ოცნებაში” მოახლოებული არჩევნებისთვის ემზადებიან, ადმინისტრაციული რესურსი კი ხელისუფლების ძირითადი იარაღი იქნება.

მთავარი