ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე შევიდეს. პარტიიდან პარლამენტში 33 დეპუტატი შევა: ბუბა კიკაბიძე ნიკა მელია ხატია დეკანოიძე კობა ნაყოფია დევი ჭანკოტაძე ლევან ვარშალომიძე ზალიკო უდუმაშვილი რომან გოცირიძე თემურ ჯანაშია ნატო ჩხეიძე რამაზ ნიკოლაიშვილი კახაბერ ოქრიაშვილი გუბაზ სანიკიძე აბდულა ისმაილოვი ცეზარი ჩოჩელი თამარ კორძაია სულხან სიბაშვილი გიორგი გოდაბრელიძე დავით ხაჯიშვილი დილარ ხაბულიანი […]
კატეგორია: პოლიტიკა
დავით ბერძენიშვილი – “გახარია პოლიტიკური კეთროვანია”
ჩემთვის გახარია პოლიტიკური კეთროვანია, 20 ივნისის სახე და ამ დანაშაულზე მთავარი პასუხისმგებელია, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რითაც გიორგი გახარიას მიერ პარტიის დაფუძნებას ეხმიანება. როგორც ბერძენიშვილი აღნიშნავს, „გახარიას წარმოჩენა უკვე ძლიერ მესამე ძალად ღიმილის მომგვრელიცაა და პოლიტიკურადაც მცდარი მიდგომაა”. „მოცემულობად გახარიას გასაღება გამოკვეთილ და მზარდ მესამე ძალად, რომლის გარეშე ხელისუფლება ვერ ჩამოყალიბდება, უპასუხისმგებლო პოლიტიკური […]
ნაცმოძრაობა პარლამენტში შედის – 7 თვიანი ბოიკოტი დასრულდა
7-თვიანი ბოიკოტის დასასრული – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. ენმ ბოიკოტს წყვეტს აჭარაშიც და უმაღლეს საბჭოში შედის. დღევანდელ პოლიტსაბჭოს წინ უძღოდა მოლაპარაკებები და რეგიონებში, პარტიის წარმომადგენლებთან რამდენიმეკვირიანი შეხვედრები.
ვარლამ გოლეთიანმა რიონის ხეობა მთლიანად გადაკეტა
ყველა გზა, რომლის გავლითაც კომპანია შეიძლება ხეობაში აღმოჩნდეს, არის გადაკეტილი,- ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველების“ აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა დამატებითი კარავი, სოფელ სორმონში გაშალეს. ჰესის მოწონააღმდეგების თქმით, აღნიშნული გზით ხეობა „მწვანეყვავილას“ დასახლებას უერთდება, საიდანაც ხეობაში კომპანიის თანამშრომლები შედიოდნენ. იმისათვის, რომ მომხდეს მათი გადაადგილების გაკონტროლება, ტერიტორიაზე კარვები გაიშალა. „კომპანიამ ამასობაში ეს ალტერნატიული გზა გამოძებნა და […]
“არ მინდა, რომ ნიკა მელია ჭაობში ჩაითრიონ ნაცმოძრაობის ოდიოზურმა სახეებმა” – გიგლა ბარამიძე
პოლიტიკოსი გიგლა ბარამიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ნიკა მელიასა და ოპოზიციაზე საუბრობს. – ნიკა მელიას წინააღმდეგი არა ვარ. მას და მის ოჯახს კარგი კუთხით ვიცნობ. არ მინდა, რომ ნიკა მელია ჭაობში ჩაითრიონ ნაცმოძრაობის ოდიოზურმა სახეებმა. ნიკა მელია ამ სამარცხვინო ოპოზიციაში ბევრს ჯობია. ვინც პარლამენტში შევიდა, რა გააკეთა? ამ პოლიტიკოსებმა ხალხი მოატყუეს. არ შევალთო – შევიდნენ. შეწყალებას […]
“პრობლემები, შეცდომები იყო…” – გახარიას გუნდის პასუხი 20 ივნისზე
გიორგი გახარიას გუნდის წევრები, რომლებმაც “ქართული ოცნება” დატოვეს, ამბობენ, რომ პასუხისმგებლობას იღებენ ყველა შეცდომაზე, ხოლ კითხვაზე, იგულისხმება თუ არა ამ შეცდომებში 20 ივნისი, ისინი ასე პასუხობენ: რა თქმა უნდა პრობლემები, შეცდომები იყო და ამ შეცდომებს ჩვენ ვიზიარებთ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა რაც შეიძლება ითქვას საზოგადოებას ადარდებს, ეს არის რადიკალიზაცია, ხალხს მოსწყინდა ამ ყველაფრის ყურება. ამიტომ […]
გახარია – “ივანიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია”
არასდროს არავისი პროექტი არ ვყოფილვარ,- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, არის თუ არა ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პროექტი. მისივე თქმით, მას ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია. „არასდროს არავისი პროექტი არ ვყოფილვარ, მითუმეტეს, მომავალში არ ვიქნები არავის პროექტი. მე ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია“, – აღნიშნავს გახარია. როგორც გახარია აცხადებს, პარტიის მიზანია არჩევნებზე ამომრჩევლების […]
გახარიას პარტიის დამფუძნებელი ყრილობაზე ძმები არველაძეები მივიდნენ
„ექსპო ჯორჯიაში”, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელი ყრილობა უნდა გაიმართოს, ძმები რევაზ და არჩილ არველაძეები მივიდნენ. “გახარია თბილისის მერად შოთა ან აჩი არველაძეს წარადგენს” არჩილ არველაძემ მედიასთან განაცხადა, რომ პარტიის ყრილობაზე სტუმრად არის დაპატიჟებული. კითხვაზე, აპირებს თუ არა გიორგი გახარიას გუნდში პოლიტიკურ აქტიურობას, არველაძემ თქვა, რომ მედიას 1-ელ ივნისს ინფექციურ საავადმყოფოში პირველ საათზე ეპატიჟება, სადაც […]
„ოცნებას“ ჩაფიქრებული აქვს ყურადღება ოქრუაშვილზე გადაიტანოს“ – გურამ ჩალაგაშვილი
„დარწმუნებული ვარ, რაღაც ახალი აქვთ ჩაფიქრებული, ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანონ ოქრუაშვილზე”, – ასე აფასებს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლოში დაბარებას “გამარჯვებული საქართველოს” წევრი გურამ ჩალაგაშვილი. ოქრუაშვილის თანაპარტიელი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” დღის წესრიგს მხოლოდ კობახიძისა და ივანიშვილის კურსი ქმნის და მმართველ გუნდს საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებები არ აინტერესებს. “ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს არც ევროპა, არც […]
ნაცმოძრაობა ბოიკოტს წყვეტს და საქართველოს პარლამენტში და აჭარის უზენაეს საბჭოში შედის
„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს წყვეტს და ორშაბათიდან აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში შესვლას აპირებს. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრი მედეა ვასაძე აცხადებს. ვასაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რეგიონებში შეხვედრები გამართეს და მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. „მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია შეხვდა აჭარის აქტივს, ვესწრებოდი მე ამ სხდომას, როგორც უმაღლესი […]










