მუქარის შემცველი წერილი პირადად გიორგი გახარიამ გამომცა, – „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე დუმილს არღვევს. ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი აღიარება ყოფილი პრემიერის გუშინდელ განცხადებას მოჰყვა, როდესაც მან იცრუა, რომ არავითარი წერილი არ არსებობდა. – ყოველთვის ჩვენ ვამბობდით, რომ არანაირი შუამავალი არ არსებობდა. ეს იყო ჩვენთვის გადმოცემული წერილი. ვიყავით ადრესატები მე და მამუკა. მან წერილი გადმომცა პირადად […]
კატეგორია: პოლიტიკა
უკრაინის პრემიერი შმიგალი თბილისში ჩამოვიდა
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის პრემიერ-მინისტრს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დახვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 3 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის […]
“სააკაშვილმა გახარიას რევოლუციაში დახმარებისთვის რამდენიმე მილიონი შესთავაზა” – მამუკა არეშიძე
ვერ ვიტყოდი, რომ გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობდა. როგორც ჩანს, ეს იყო გარიგების გარკვეული ფორმა, რომელიც რიგი მიზეზების გამო, ორივეს ინტერესებში იყო. ეს გარიგება რატომ შედგა და მიზეზი რა ჰქონდა, ეს მეორე საკითხია, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, მამუკა არეშიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მას ყოველთვის აინტერესებდა, რატომ მოინდომა გახარიამ, მთავრობას 2-3 დღე მოეცადა მელიას დაკავება. […]
კალაძე – “ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებს 5.000-5.000 ლარით დავეხმარებით
პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამსუბუქებლად დედაქალაქის მერია ბავშვთა დაბადების დღის ცენტრებსაც დაეხმარება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 70-მდე ობიექტს დაეხმარება, რისთვისაც 350 ათასი ლარი დაიხარჯება. „ბავშვთა დაბადების დღის ცენტრები ამ პანდემიის დროს ყველაზე ადრე დაიხურნენ და მუშაობა 1 წლის შემდეგ დაიწყეს. გვინდა მათაც აღმოვუჩინოთ ფინანსური დახმარება და […]
“გახარიას გუნდის 90%-ს ნაცების დროინდელი კადრები შეადგენენ” – ლადო სადღობელაშვილი
ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიას პარტიის გაკეთება და პოლიტიკაში დაბრუნება არ სურდა: – არ გამოვრიცხავ, რომ ისინი, ვინც აიძულებენ მას ასეთი ქმედებისკენ, იყვნენ ივანიშვილის გავლენის ქვეშ. – ანუ არიან შუამავლები მას და ივანიშვილს შორის? – კი, ასეა და რაც ჩვენ ვიხილეთ, გახარიას გადაწყვეტილება არ იყო. გადავავლოთ თვალი მისი გუნდის წევრებს – […]
“გახარია “ოცნებას” ვერ დაშორდება” – დავით ჭიჭინაძე
“ტრიბუნას” ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარიასგან უფრო ომახიან გამოსვლას ელოდა, თვითკრიტიკასაც, წარსულის კრიტიკასაც და მომავლის იმედების გაჩენასაც: – მის გუნდში არიან ყოფილი გუბერნატორები, ადმინისტრაციის უფროსები, შსს-ს ყოფილი თანამშრომლები. ეს ის ხალხია, რომლებიც “ქართული ოცნების” ორბიტას ვერ შორდებიან, ვერ უპირისპირდებიან. – ვერც გახარია დაუპირისპირდება? – თვითონ გვითხრა, ვერაო, არავისთან […]
“ესენი ჩვეულებრივი ქეციანები ყოფილან” – თეა წულუკიანი ნაციონალებზე
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ენმ-ის პარლამენტში შესვლას ეხმაურება და ოპოზიციას “ქარაქუცებს” უწოდებს: – ესენი ჩვეულებრივი ქეციანები ყოფილან, რომლებმაც თქვეს, რომ არ შევალთო, შედიან, ვერ დამიჭერთო, დაიჭირეს, არ გამოვალო, გამოდიან, არ შევალ, შედიან… მოკლედ, რომ დავსერიოზულდეთ, უნდა ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ ცხოვრებაში, თორემ პოლიტიკაში რომ დიდი მომავალი აღარ აქვთ, ეს მე მგონი ბავშვისთვისაც ნათელია”- თქვა წულუკიანმა.
გიორგი გახარია – „20 ივნისს არანაირი უკანონო ბრძანება არ გაცემულა“
„ნუ ეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას, თუ ის იქ არ არის” – გიორგი გახარიას მტკიცებით, 20 ივნისის სისხლიან ღამეს აქციის დაშლის ბრძანება არავის გაუცია. ჟურნალისტის კითხვის პასუხად ექსპრემიერმა განაცხადა, რომ 20 ივნისს სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის ბრძანება იყო გაცემული. “ეს ბრძანება არ ყოფილა. უკანონო ბრძანება არ გაცემულა. სხვა ყველაფერი, რაც ბრძანების ფარგლებში მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. გამიცია პასუხი […]
“კობახიძე გახარიას კრიტიკით მას რეიტინგს აუწევს” – რამაზ საყვარელიძე
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გახარია იქნება დასავლეთზე მკაფიოდ ორიენტირებული ძალა. – ვრცელდება ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით. საუბარია დავით კეზერაშვილზე. თუმცა, გუნდი ამ ინფორმაციას უარყოფს. – კეზერაშვილი უფრო სკანდალის ნაწილი მგონია, სკანდალისთვის შექმნილი ვერსია. არა მგონია, გახარიას მაინცდამაინც კეზერაშვილი აერჩია დამფინანსებლად ან კეზერაშვილს გადაეწყვიტოს მისი დაფინანსება. გახარია კარგად იცნობს ქართულ ეკონომიკურ სივრცეს. ბოლოს […]
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მალხაზ თორია გადადგა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა მალხაზ თორიამ თანამდებობა დატოვა. როგორც თორიამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მან განცხადება დღეს დილით დაწერა. სხვა დეტალებზე მალხაზ თორია არ საუბრობს და ამბობს, რომ თანამდებობა პირადი მიზეზების გამო დატოვა. მალხაზ თორია აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. მანამდე იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იყო.










