“არ მინდა, რომ ნიკა მელია ჭაობში ჩაითრიონ ნაცმოძრაობის ოდიოზურმა სახეებმა” – გიგლა ბარამიძე

"არ მინდა, რომ ნიკა მელია ჭაობში ჩაითრიონ ნაცმოძრაობის ოდიოზურმა სახეებმა" - გიგლა ბარამიძეპოლიტიკოსი გიგლა ბარამიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ნიკა მელიასა და ოპოზიციაზე საუბრობს.

– ნიკა მელიას წინააღმდეგი არა ვარ. მას და მის ოჯახს კარგი კუთხით ვიცნობ. არ მინდა, რომ ნიკა მელია ჭაობში ჩაითრიონ ნაცმოძრაობის ოდიოზურმა სახეებმა. ნიკა მელია ამ სამარცხვინო ოპოზიციაში ბევრს ჯობია.

ვინც პარლამენტში შევიდა, რა გააკეთა? ამ პოლიტიკოსებმა ხალხი მოატყუეს. არ შევალთო – შევიდნენ. შეწყალებას არ მივიღებთო – მიიღეს. ცუდია, რომ ოპოზიციის ნაწილი საერთაშორისო მაწანწალა სააკაშვილს ეწვია უკრაინაში. ნაცმოძრაობაში ამბობენ, რომ სააკაშვილისგან დამოუკიდებლები არიან და ახალ-ახალ სახეებს უხსნიან გზას. ამაზე იტყვიან, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო.

ვინც ჯერ არ შესულა პარლამენტში, ისინი ცდილობენ, ხალხის “მხარდაჭერა” მოიპოვონ, რომ მერე თქვან, საზოგადოების მოთხოვნით შევედი პარლამენტშიო.

ვინც უკვე შევიდა, იმან მოირგო და შეიტკბო ის მემორანდუმი, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ. ხალხს ამით არაფერი მიუღია. ქვეყანა ჩიხშია.

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა