აჭარაში რომ ჩავდივარ, ლამისაა ამლოკონ, მაგრამ ერთი ხმა არ მომდის – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ტვ პირველზე, გადაცემა “რეაქციაში” თქვა. ნათელაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველი მის მიმართ კეთილგანწყობილია, არჩევნებში ხმებზე არ აისახება. აჭარაში რომ ჩავდივარ, ლამისაა ამლოკონ, ისე მეფერებიან, მაგრამ ერთი ხმა არ მომდის ქედადან, ხულოდან, სად ხართ, დაიხოცეთ? სად არის […]
კატეგორია: პოლიტიკა
კახა კახიშვილმა შეიძლება “ქართული ოცნება” დატოვოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება” დატოვოს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში” განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ის მმართველი გუნდიდან გავა, არცერთ სხვა პარტიას არ შეუერთდება. კითხვაზე: რა შეიძლება გახდეს მისი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზი, კახიშვილმა განმარტა, რომ გუნდს გამოეყოფა იმ შემთხვევაში, თუ დაინახავს, რომ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით განხილვებში ვერ იღებს მონაწილეობას და […]
ხატია დეკანოიძე – “ნაცმოძრაობა პარლამენტში უნდა შევიდეთ. ამაზე მელიას პოზიციაც ვიცი”
ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ნაცმოძრაობა უნდა შევიდეს პარლამენტში და იქიდან გააგრძელოს ბრძოლა. – ნიკა მელიას აზრი თუ იცით ამ ყველაფერთან დაკავშირებით? – რა თქმა უნდა, ვიცი, მაგრამ არ არის ლამაზი, ამაზე რომ მე ვისაუბრო. ნიკა თავად იტყვის ყველაფერს. – ემთხვევა თქვენი პოზიციები ერთმანეთს? – ვიმეორებ, შესაძლოა ჩვენ სხვადასხვა მოსაზრება […]
ირაკლი ღარიბაშვილმა მრჩევლად ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა. ახლად დანიშნულ მრჩეველთან ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თავდაცვა და უსაფრთხოება საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული სფეროებია და ირაკლი სესიაშვილს წარმატებული საქმიანობა უსურვა. ირაკლი სესიაშვილი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია, 2012-2020 წლებში, იგი იყო მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. მას აქვს, როგორც […]
ანზორ ბიწაძე – “ოცნებამ” ვერ უნდა აიღოს ეს გაუგებარი 43%”
ანზორ ბიწაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიცია არასწორ პუნქტზე დათანხმდა, რომელიც ეხებოდა 43%-იან ზღვარს, რამაც უნდა მოიტანოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. – შესაძლებელია, “ქართულმა ოცნებამ” მარტივად აიღოს 43%? – რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ასევე, თუ ოპოზიცია არ იქნება თანმიმდევრული, რაღაც ფორმით მაინც ერთიანი, ბუნებრივია, “ოცნებას” ამ პროცენტის აღება ძალიან გაუადვილდება იმიტომ, რომ ეს არის ადგილობრივი […]
გიორგი რურუა – “ნაცმოძრაობა პარლამენტში უნდა შევიდეს”
„მთავარი არხის“ მეწილის, პატიმრობიდან გათავისუფლებულ გიორგი რურუას აზრით, საპარლამენტო მუშაობაში ყველა დეპუტატი უნდა ჩაერთოს. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საკუთარ პოზიციას რურუა სოციალურ ქსელში აფიქსირებს. „ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია პარლამენტის მუშაობაში ჩაერთოს ყველა დეპუტატი, მისაღებია უმნიშვნელოვანესი ცვლილელები, მათ შორის საკონსტიტუციო, რასაც სრულყოფილი წარმომადგენლობა სჭირდება პარლამენტში. დრო ახლა ცვლილებების საწინააღმდეგოდ მუშაობს. დროა, ენმ-მა დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს და შეუდგეს მუშაობას […]
ლელო, სამადაშვილი, შავგულიძე და ახვლედიანი ფრაქციას ქმნიან
საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი ფრაქცია დაიწყებს ფუნქციონირებას, სახელწოდებით „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის”. აღნიშნულის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. გარდა „ლელოს“ წევრებისა, ფრაქციაში იქნებიან დეპუტატები სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ფრაქციის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე იქნება, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე – სალომე სამადაშვილი. ჯამში ფრაქცია შემდეგი წევრებით იქნება წარმოდგენილი: ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, სალომე […]
ლაშა გვასალია – “გახარიასთან მეგობრობის გამო მომხსნეს”
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ იგი სამსახურიდან გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო, გაათავისუფლეს. მისივე ინფორმაციით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გუბერნატორმა მალხაზ თორიამ გააცნო, თუმცა ლაშა გვასალია ამბობს, რომ ის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. “ათი წუთის წინ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი გახლდით. დღეს დამიბარა გუბერნატორმა, სხვათაშორის, პირველად ვნახე ასეთი გაოგნებული, ასეთი გამშრალი და […]
ალეკო ელისაშვილი – “გაბანძებულ ნაციონალებს თავზე ნაგვის ყუთები უნდა დავამხოთ”
ბატონ მელიას და მის გაბანძებულ პარტიას ჩემთან დაკავშირებით რასაც ლაპარაკობდნენ, ყველა სიტყვაზე პასუხისგება მოუწევთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მისივე თქმით, ნიკა მელიას აუცილებლად შეხვდება და ეს შეხვედრა იქნება საჯარო. „სადღაც შევხვდებით მე და ნიკა მელია რა თქმა უნდა, მაგრამ ეს შეხვედრა იქნება საჯარო. სად და რანაირად შევხვდები, ამას ყველა დაინახავთ. ანგარიშები […]
ალექსანდრე მოწერელია – “ქართული ოცნება” აგონიაშია და რეპრესიებზე გადავიდა”
უმრავლესობიდან გასული დეპუტატის, გიორგი გახარიას გუნდის წევრის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, “ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” დაემსგავსა და რეპრესიები დაიწყო. ამის შესახებ მოწერელიამ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გორსა და ხაშურში მერის მოადგილეების მხრიდან თანამდებობების დატოვებას გამოეხმაურა. – დღეს თითოეული ჩვენგანი გახდა მოწმე იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები. არ მალავენ ამას. ჯერ გორის მერმა განაცხადა ამის შესახებ, შემდეგ პარლამენტის […]










