კატეგორია: პოლიტიკა

ანზორ ბიწაძე – “ოცნებამ” ვერ უნდა აიღოს ეს გაუგებარი 43%”

ანზორ ბიწაძე - "ოცნებამ" ვერ უნდა აიღოს ეს გაუგებარი 43%"

ანზორ ბიწაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიცია არასწორ პუნქტზე დათანხმდა, რომელიც ეხებოდა 43%-იან ზღვარს, რამაც უნდა მოიტანოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. – შესაძლებელია, “ქართულმა ოცნებამ” მარტივად აიღოს 43%? – რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ასევე, თუ ოპოზიცია არ იქნება თანმიმდევრული, რაღაც ფორმით მაინც ერთიანი, ბუნებრივია, “ოცნებას” ამ პროცენტის აღება ძალიან გაუადვილდება იმიტომ, რომ ეს არის ადგილობრივი […]

გიორგი რურუა – “ნაცმოძრაობა პარლამენტში უნდა შევიდეს”

გიორგი რურუა - "მელია უნდა გამოვიდეს ციხიდან, ნაციონალები პარლამენტში უნდა შევიდნენ"

„მთავარი არხის“ მეწილის, პატიმრობიდან გათავისუფლებულ გიორგი რურუას აზრით, საპარლამენტო მუშაობაში ყველა დეპუტატი უნდა ჩაერთოს. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საკუთარ პოზიციას რურუა სოციალურ ქსელში აფიქსირებს. „ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია პარლამენტის მუშაობაში ჩაერთოს ყველა დეპუტატი, მისაღებია უმნიშვნელოვანესი ცვლილელები, მათ შორის საკონსტიტუციო, რასაც სრულყოფილი წარმომადგენლობა სჭირდება პარლამენტში. დრო ახლა ცვლილებების საწინააღმდეგოდ მუშაობს. დროა, ენმ-მა დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს და შეუდგეს მუშაობას […]

ლელო, სამადაშვილი, შავგულიძე და ახვლედიანი ფრაქციას ქმნიან

ლელო, სამადაშვილი, შავგულიძე და ახვლედიანი ფრაქციას ქმნიან

საქართველოს პარლამენტში კიდევ ერთი ფრაქცია დაიწყებს ფუნქციონირებას, სახელწოდებით „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის”. აღნიშნულის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. გარდა „ლელოს“ წევრებისა, ფრაქციაში იქნებიან დეპუტატები სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ფრაქციის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე იქნება, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე – სალომე სამადაშვილი. ჯამში ფრაქცია შემდეგი წევრებით იქნება წარმოდგენილი: ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, სალომე […]

ლაშა გვასალია – “გახარიასთან მეგობრობის გამო მომხსნეს”

ლაშა გვასალია - "გახარიასთან მეგობრობის გამო მომხსნეს"

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ იგი სამსახურიდან გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო, გაათავისუფლეს. მისივე ინფორმაციით, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება გუბერნატორმა მალხაზ თორიამ გააცნო, თუმცა ლაშა გვასალია ამბობს, რომ ის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. “ათი წუთის წინ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი გახლდით. დღეს დამიბარა გუბერნატორმა, სხვათაშორის, პირველად ვნახე ასეთი გაოგნებული, ასეთი გამშრალი და […]

ალეკო ელისაშვილი – “გაბანძებულ ნაციონალებს თავზე ნაგვის ყუთები უნდა დავამხოთ”

ელისაშვილი - "ოცნება" ვადამდელ არჩევნებზეც თანახმა იყო, მაგრამ ოპოზიციამ მოლაპარაკება ჩაშალა"

ბატონ მელიას და მის გაბანძებულ პარტიას ჩემთან დაკავშირებით რასაც ლაპარაკობდნენ, ყველა სიტყვაზე პასუხისგება მოუწევთ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მისივე თქმით, ნიკა მელიას აუცილებლად შეხვდება და ეს შეხვედრა იქნება საჯარო. „სადღაც შევხვდებით მე და ნიკა მელია რა თქმა უნდა, მაგრამ ეს შეხვედრა იქნება საჯარო. სად და რანაირად შევხვდები, ამას ყველა დაინახავთ. ანგარიშები […]

ალექსანდრე მოწერელია – “ქართული ოცნება” აგონიაშია და რეპრესიებზე გადავიდა”

ალექსანდრე მოწერელია - "ქართული ოცნება" აგონიაშია და რეპრესიებზე გადავიდა"

უმრავლესობიდან გასული დეპუტატის, გიორგი გახარიას გუნდის წევრის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, “ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” დაემსგავსა და რეპრესიები დაიწყო. ამის შესახებ მოწერელიამ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გორსა და ხაშურში მერის მოადგილეების მხრიდან თანამდებობების დატოვებას გამოეხმაურა. – დღეს თითოეული ჩვენგანი გახდა მოწმე იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები. არ მალავენ ამას. ჯერ გორის მერმა განაცხადა ამის შესახებ, შემდეგ პარლამენტის […]

რომან გოცირიძე – “პარლამენტში აუცილებლად უნდა შევიდეთ”

რომან გოცირიძე - "გასულ წელს 128.567-მა ქართველმა მამაკაცმა მოუშვა წვერი... იხარე ერო, იზარდე წვერო!"

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პარლამენტში შესვლა აუცილებელია: –  პარლამენტში უნდა ვიმუშაოთ, მათ შორის ყოველდღიურ რეჟიმში, თუნდაც იმის გამო, რომ მოვახდინოთ ზეწოლა, ამნისტიის კანონის ის ფორმა, რომელიც არის მიღებული, არ გავიდეს და, თუკი გავა, საგამოძიებო კომისიის შექმნას შევუწყოთ ხელი. – თუკი მაინც შედიხართ, მაშინ რა მოიტანა ამ ბოიკოტმა და […]

ლევან ვასაძე ზუგდიდში კლიმენტი კეკუტიას შეხვდა

ლევან ვასაძე ზუგდიდში კლიმენტი კეკუტიას შეხვდა

ამ წუთებში ზუგდიდში მოძრაობა ,,ერის” დამფუძნებელი, ლევან ვასაძე, ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას ხვდება. ტვ პირველი არკვევს, რა საკითხზე მიდის მოლაპარაკება მათ შორის. ლევან ვასაძემ  განცხადება პოლიტიკაში მოსვლის შესახებ 6 მაისს გააკეთა. 16 მაისს კი მოსახლეობასა და მხარდამჭერებს საკუთარი პროგრამის გასაცნობად თბილისში ეპატიჟება. ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას სახელი კი ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ სკანდალს უკავშირდება. ტვ პირველი

გორის მერის მოადგილეები ივანიშვილი და ელიჯარაშვილი გადადგნენ და გახარიას გუნდს შეუერთდნენ

გორის მერის მოადგილეები ივანიშვილი და ელიჯარაშვილი გადადგნენ და გახარიას გუნდს შეუერთდნენ

გორის მერის მოადგილეებიმა თანამდებობები დატოვეს – მერი ამბობს, რომ ორივე მოადგილე საკუთარი ბრძანებით გაათავისუფლა გორის მერის ორმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს, თუმცა თავად კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, მისი უკვე ყოფილი მოადგილეები მისივე ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდნენ. გორის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, “ბოლო პერიოდში ეს ადამიანები გარკვეული პირის რეკლამირებას ეწეოდნენ საქმის გაკეთების ნაცვლად, ცდილობდნენ თანამშრომლების გადაბირებას და მაშინ, როდესაც ამდენი პრობლემა არსებობს, მიუღებელია მათი […]

“კალაძის გარეშე “ოცნება” თბილისს ვერ მოიგებს” – თორნიკე შარაშენიძე

"ივანიშვილს არ უყვარს, როცა მის დაუკითხავად ვიღაც ფულს აკეთებს..." - წმენდა "ოცნებაში" და ექსპერტის შეფასება

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “ახალი თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ თბილისის მერობისთვის 4-5 კანდიდატი იბრძოლებს: – ერთი იქნება ნაცმოძრაობიდან, ერთი “ოცნება”, ერთი ალბათ იქნება გახარია ან მისი კანდიდატი, მცირე ოპოზიციური პარტიებიც წამოაყენებენ თავიანთ კანდიდატს. – დარჩება კახი კალაძე “ოცნების” კანდიდატად? გახარია არველაძეებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და მერობაზე ერთ-ერთ არველაძეს წარადგენს. – ხმებზე დაყრდნობით ვერ ვილაპარაკებ, ფაქტებზე დაყრდნობით უნდა […]