ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ თანამდებობა დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პოსტს შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ტოვებს. „შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია დავტოვო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა. ჩემო ზუგდიდელებო! ჩემი მერობის პერიოდში მუდმივად ვგრძნობდი თქვენი მხრიდან განსაკუთრებულ კეთილგანწყობასა და თანადგომას, რისთვისაც გიხდით მადლობას. ამ გამოწვევების წინაშე მარტო არ ვყოფილვარ. ჩემს გვერდით ყოველთვის იდგნენ გამორჩეული […]
კატეგორია: პოლიტიკა
“გახარიამ ივანიშვილს პირდაპირ უნდა დაარტყას”
კახა კუკავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას გახარია ძალიან აგვიანებს: – რას გეგმავს გახარია, არ ვიცით. უნდა გაკეთდეს განცხადებები საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველოში არის დიქტატურა და ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას. საერთოდ, ბიძინა ივანიშვილს ნაკლებად ეხებიან და, როგორც მე მრჩება შთაბეჭდილება, ძირითადად კობახიძის ოპოზიციად პოზიციონირებენ, რაც დიდი შეცდომაა. – გახარია საერთოდ დაარტყამს ივანიშვილს? – […]
მელია სააკაშვილთან შესახვედრად კიევში გაფრინდა
“ქართულმა ოცნებამ” შეიძლება ვადამდელი არჩევნები დანიშნოს” – რამაზ საყვარელიძე
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ლევან ვასაძე და გიორგი გახარია ხმებს “ქართულ ოცნებას” წაართმევენ: – მიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვადამდელი არჩევნები დაუშვას, რათა ბევრად უფრო ძლიერი პოზიციებით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ან საერთოდ ვერ შევიდეს პარლამენტში, ან ძალიან სუსტად შევიდეს. რაც შეეხება ლევან ვასაძესა და გიორგი გახარიას, ჯერ მკაფიო სურათი […]
თაკო ჩარკვიანი – “კუნტრუშ-კუნტრუშით და კეკლუცით ოლიგარქიას ვერ დავამარცხებთ”
„კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ კუნტრუშ-კუნტრუშით და კეკლუცით ოლიგარქიასთან ბრძოლა ვერ წარმოუდგენია: – საერთოდ, ოლიგარქიასთან ბრძოლა ყველაზე რთულია, იმიტომ, რომ ოლიგარქია სრულიად აღვირახსნილია. სააკაშვილი ორჯერ გადადგა. აბა, ოლიგარქი თუ გადადგება?! – არც სჭირდება ოლიგარქს გადადგომა, ისედაც კულისებს მიღმაა. – რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ ამ შემთხვევას არ ვგულისხმობ, არამედ […]
გია ხუხაშვილი – “მელიას თბილისის მერად წარდგენა შეცდომა იქნება”
ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ნიკა მელიას მთავარი ამოცანაა ნაცმოძრაობაში წესრიგის დამყარება,. – აქ ორი განსხვავებული ხაზია, მელიას ხაზი და სააკაშვილის ხაზი. როდესაც საუბარია ნიკა მელიას მერობის კანდიდატობაზე, ყველა ლაპარაკობს ამაზე, თვითონ მელიას გარდა. ხომ არ არის ეს იმავე მიხეილ სააკაშვილის ინტერესებში, რომ თუ ნიკა მელია კენჭს იყრის მერად, მას ვეღარ ექნება […]
ნათელაშვილი – “აჭარაში ლამისაა, ამლოკონ, მაგრამ…”
აჭარაში რომ ჩავდივარ, ლამისაა ამლოკონ, მაგრამ ერთი ხმა არ მომდის – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ტვ პირველზე, გადაცემა “რეაქციაში” თქვა. ნათელაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველი მის მიმართ კეთილგანწყობილია, არჩევნებში ხმებზე არ აისახება. აჭარაში რომ ჩავდივარ, ლამისაა ამლოკონ, ისე მეფერებიან, მაგრამ ერთი ხმა არ მომდის ქედადან, ხულოდან, სად ხართ, დაიხოცეთ? სად არის […]
კახა კახიშვილმა შეიძლება “ქართული ოცნება” დატოვოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება” დატოვოს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში” განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ის მმართველი გუნდიდან გავა, არცერთ სხვა პარტიას არ შეუერთდება. კითხვაზე: რა შეიძლება გახდეს მისი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზი, კახიშვილმა განმარტა, რომ გუნდს გამოეყოფა იმ შემთხვევაში, თუ დაინახავს, რომ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით განხილვებში ვერ იღებს მონაწილეობას და […]
ხატია დეკანოიძე – “ნაცმოძრაობა პარლამენტში უნდა შევიდეთ. ამაზე მელიას პოზიციაც ვიცი”
ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ნაცმოძრაობა უნდა შევიდეს პარლამენტში და იქიდან გააგრძელოს ბრძოლა. – ნიკა მელიას აზრი თუ იცით ამ ყველაფერთან დაკავშირებით? – რა თქმა უნდა, ვიცი, მაგრამ არ არის ლამაზი, ამაზე რომ მე ვისაუბრო. ნიკა თავად იტყვის ყველაფერს. – ემთხვევა თქვენი პოზიციები ერთმანეთს? – ვიმეორებ, შესაძლოა ჩვენ სხვადასხვა მოსაზრება […]
ირაკლი ღარიბაშვილმა მრჩევლად ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა. ახლად დანიშნულ მრჩეველთან ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თავდაცვა და უსაფრთხოება საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული სფეროებია და ირაკლი სესიაშვილს წარმატებული საქმიანობა უსურვა. ირაკლი სესიაშვილი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია, 2012-2020 წლებში, იგი იყო მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. მას აქვს, როგორც […]










