ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელსი წერს: “9 აპრილის შემდეგ პატიაშვილი რომ გამოსულიყო დამსჯელი საბჭოთა ჯარისკაცების ამნისტიის ინიციატივით, მაშინდელი უზენაესი საბჭოს კომპარტიის დეპუტატებსაც კი არ მოუვიდოდათ თავში აზრად მსგავსი კანონის მხარდაჭერა.”
კატეგორია: პოლიტიკა
“არ მიიღონ მონაწილეობა ამნისტიის კანონპროექტის კენჭისყრაში”- ნიკა მელია ციხიდან ოპოზიციას მიმართავს
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ციხიდან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თუ ის გირაოს გადახდას დათანხმდებოდა, ამნისტიის კანონის მიღება აინც საჭირო გახდებოდა, რადგან ის შარლ მიშელის დოკუმენტითაა გათვალისწინებული. მელია დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნება” ამნისტიის კანონპროექტში მოძალადეებსაც ჩაწერს. “დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნება” პრინციპების დონეზეც კი, პირველივე დღესვე დაწერს, რომ უნდა გავრცელდეს ამნისტია მოძალადეებზეც, ამით უხერხულ მდგომარეობაში […]
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობას დაიკავებს
არჩილ თალაკვაძე ვიცე-სპიკერის თანამდებობას დაიკავებს – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. “არჩილ თალაკვაძე, როგორც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მათ შორის, საპარლამენტო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვიცე-სპიკერის პოზიციაზე გააგრძელებს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას“,-აცხადებს კობახიძე.
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგა – მის ადგილს კახა კუჭავა დაიკავებს
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. – ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის, მართებული იქნება, დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან წარუძღვება. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება გავაკეთოთ როტაცია. ახალა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების […]
ვარლამ გოლეთიანი – “23 მაისიდან თბილისში აუღებელ აქციებს დავიწყებთ”
ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა მთავრობის დღევანდელი განცხადების შემდეგ, თბილისში დაგეგმილი აქციის თარიღი დააანონსა. რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ მთავრობის დღევანდელი განცხადება არ აკმაყოფილებს აქტივისტების მოთხოვნებს: „დღეს იგეგმება 4 საათისთვის სხვადასხვა ქალაქში აქციები და უახლოესი დღევანდელი დღის გეგმა ეს არის. რაც შეეხება ჩვენს გრძელვადიან და ჩვენი აქციის თბილისში გადატანას, ვამბობთ, რომ ვაანონსებთ თარიღს – […]
“ამნისტიაზე დავხოცეთ ერთმანეთი, კინაღამ “გალსტუკი” მოვახიე თალაკვაძეს” – გიორგი ვაშაძე
ამნისტიაზე დავხოცეთ ერთმანეთი, კინაღამ “გალსტუკი” მოვახიე თალაკვაძეს რაღაც საკითხებზე. ყველაფერს ხომ არ მოვყვები?!, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. “ორბელიანის სასახლეში შეხვედრაზე მე ავიღე პირდაპირ დოკუმენტი და ვთქვი – “ახლა, მეგობრებო, სანამ შეთანხმების ზარ-ზეიმი გინდათ, რომ მოვაწყოთ, ჩვენ არ ვიცით, ქალბატონო სალომე, თქვენ რეალურად როდის შეიწყალებთ რურუას. კი ვიცით, […]
„ახლა ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს“ – მეგრელიშვილი მელიაზე
„გირჩის” ერთ – ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადებით, ნიკა მელია „ახლა ქუჩაში უნდა დაბოდიალობდეს“. „რაც არ უნდა გადაეწყვიტა ნიკა მელიას, კრიზისი მაინც უნდა დასრულებულიყო და დასრულების გარანტირებული ფორმა იყო ამნისტია, რომელიც ავტომატურად აძლევდა ნიკა მელიას გარეთ გამოსვლის საშუალებას მიუხედავად მისი გადაწყვეტილებისა, მაგრამ ნიკა მელიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ”, ნაცვლად იმისა, რომ ეს დახმარება მიეღო, უარი გამოაცხადა არა […]
გირჩელი სანდრო რაქვიაშვილი დეპუტატი სალომე მუჯირის ნაცვლად გახდება
ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განკარგულებით, პარტია „გირჩის“ საარჩევნო სია ჩაიხსნა. ჟვანიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდა და სია ჩაიხსნა პარლამენტის წევრობის კანდიდატების მე-8 ნომრიდან, 129-ის ჩათვლით. „გირჩის“ სიაში დარჩნენ ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო და ლევან ჯგერენაია. ცნობისთვის, „გირჩის“ გადაწყვეტილება პარტიული სიის ჩახსნის შესახებ ალექსანდრე რაქვიაშვილისთვის სადეპუტატო მანდატის მინიჭებას უკავშირდება. ამის შემდეგ, პარლამენტის წევრობაზე უარს […]
“პოლიტიკიდან წასვლას ჯერ არ ვაპირებ” – კალაძე მკურნალობას აგრძელებს
ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მაქვს და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხედავს თუ არა პოლიტიკურ მომავალს „ქართულ ოცნებაში“. როგორც კალაძე განმარტავს, მცდარია ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ის ჯანმრთელობის მდგომარეობას იყენებს პოლიტიკიდან წასასვლელად. „მე ვარ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, პარალელურად დედაქალაქის […]
საქართველოს დაზვერვის უფროსად შალვა ლომიძე დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა. დაზვერვის სამსახურის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან მთავრობის მეთაურმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს. შალვა ლომიძე დღემდე დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2014-2020 წლებში – დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე; სხვადასხვა პერიოდში იგი […]










