“ამნისტიაზე დავხოცეთ ერთმანეთი, კინაღამ “გალსტუკი” მოვახიე თალაკვაძეს” – გიორგი ვაშაძე

"ამნისტიაზე დავხოცეთ ერთმანეთი, კინაღამ "გალსტუკი" მოვახიე თალაკვაძეს" - გიორგი ვაშაძეამნისტიაზე დავხოცეთ ერთმანეთი, კინაღამ “გალსტუკი” მოვახიე თალაკვაძეს რაღაც საკითხებზე. ყველაფერს ხომ არ მოვყვები?!, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ორბელიანის სასახლეში შეხვედრაზე მე ავიღე პირდაპირ დოკუმენტი და ვთქვი – “ახლა, მეგობრებო, სანამ შეთანხმების ზარ-ზეიმი გინდათ, რომ მოვაწყოთ, ჩვენ არ ვიცით, ქალბატონო სალომე, თქვენ რეალურად როდის შეიწყალებთ რურუას. კი ვიცით, რომ უნდა შეიწყალოთ, მაგრამ ეს შეიძლება, იყოს 3 თვეში, შეიძლება, იყოს 3 დღეში და უნდა ვიცოდეთ”.

ამნისტიაზე დავხოცეთ ერთმანეთი, კინაღამ “გალსტუკი” მოვახიე თალაკვაძეს რაღაც საკითხებზე. ყველაფერს ხომ არ მოვყვები?! იყო ძალიან მძიმე შეხვედრა. თქვენ თუ გგონიათ, რომ ახლა ჩვენ შევედით – აბა, ბიჭებო, რა კარგად არის ყველაფერი, მოდი, ჰა, გავაფორმეთ დოკუმენტი და ჩვენი ჭირიც წაუღია. არა, ჩემო კარგებო, 6 თვეა ნერვების წყვეტის ფასად არის მოპოვებული, რაც არის და ბოლო დღეები იყო ყველაზე მძიმე, კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედი [თალაკვაძესთან] და რაზე? ამნისტია ვისზე უნდა გავრცელებულიყო”, – განაცხადა ვაშაძემ.