არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგა – მის ადგილს კახა კუჭავა დაიკავებს

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგა - მის ადგილს კახა კუჭავა დაიკავებსარჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგა.

ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

– ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის, მართებული იქნება, დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან წარუძღვება. შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება გავაკეთოთ როტაცია. ახალა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე, – თქვა თალაკვაძემ.

მან, მადლობა გადაუხადა გუნდს და თქვა, რომ მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტის სპიკერობა მისთვის დიდი პატივი იყო.

პარლამენტს თავმჯდომარის პოზიციაზე კახა კუჭავას კანდიდატურა წარედგინება.