რა გამოდის – ძალმომრეობას იმიტომ არ შევეგუე, უკანონობას იმიტომ არ დავემორჩილე და უსამართლობაზე იმიტომ არ დავხუჭე თვალი, რომ მერე ჩემი თავისუფლებისთვის ვინმეს ან მე გირაოდ გასაღებული გამოსასყიდი გადაგვეხადა. ეს ჩემთვის მიუღებელია! – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მისივე განმარტებით, „ოცნებამ“ კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე […]
კატეგორია: პოლიტიკა
“ეს ჩემთვის სკანდალური გადაწყვეტილება იქნება” – პრეზიდენტი მზადაა, გიორგი რურუა შეიწყალოს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადა, “მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა შეიწყალოს, თუმცა ამისთვის გარკვეულ პირობებს აყენებს. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში რამდენიმე წუთის წინ თავად გააკეთა. „მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ შემდეგი პირობით: ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი […]
შალვა შავგულიძე პარლამენტში შედის
პარლამენტის არჩეული დეპუტატის, შალვა შავგულიძის განცხადებით, სასურველია, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში მცირედი კორექტირება შევიდეს, თუმცა, თუ ეს არ მოხდა, ის კრიზისის განსამუხტად დოკუმენტს ხელს მაინც მოაწერს. როგორც მან „ინტეპრესნიუსს“ განუცხადა, ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ დასავლურ სტრუქტურებთან დაპირისპირებაში ხელი არ უნდა შეუწყოს. „ვფიქრობ, რომ შარლ მიშელის წინადადებები გარკვეულ დახვეწას საჭიროებს, მაშინ იქნება ძალიან კარგი. რაღაც დახვეწა სჭირდება […]
ლელო შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს
„ლელო-საქართველოსთვის“ მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ გადაწყვტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. „ლელოს” წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარტია დოკუმენტის შინაარსს პრინციპულად იზიარებს. „ლელო” პრინციპულად ეთანხმება დოკუმენტს. მასში არის გარკვეული საკითხები, რაც უნდა დაზუსტდეს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პუნქტების შესრულება იყოს მედიატორების ყურადღების ქვეშ”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებით, პოლიტპატიმრებად […]
“გირჩმა” შარლ მიშელის წინადადებებს ხელი მოაწერა
„გირჩის“ ლიდერებმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, სანდრო რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერეს. როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, თითოეულმა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, უნდა შეთანხმება თუ არა. „ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა თავიანთი წინადადება. მე ვფიქრობ, რომ დარჩენილმა 60-მა კაცმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს უნდა შეთანხმება […]
გიგი უგულავა – “ნიკა მელია ოპოზიციამ თბილისის მერობის კანდიდატად უნდა დაასახელოს”
ოპოზიციონერი ლიდერი, გიგი უგულავა ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე, თბილისის მერობის კანდიდატად ოპოზიციურმა სპექტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას კანდიდატურა უნდა განიხილოს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, დროა, ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ, გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო. „ჩემი აზრით, დადგა დრო ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ, გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო. ამისათვის მე მხარს […]
სალომე სამადაშვილი მიშელის დოკუმენტზე – “ნაბიჯი წინ გადაიდგა”
“ჩვენ გვაქვს პრობლემები შემოთავაზებულ ზოგიერთ საკითხზე, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ შიდა პარტიული კონსულტაციები იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საერთო პოზიციები”, – ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა სალომე სამადაშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის დასრულების დროს ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილი დოკუმენტი შინაარსობრივად განსხვავდება იმისგან, რაც წინა შეხვედრის დროს იდო მაგიდაზე. “ჩემთვის გაუგებარია, აპირებს თუ არა “ქართული ოცნება” […]
მიშელის წინადადება – “2022-ში ვადამდელი არჩევნები ინიშნება, თუ ადგილობრივში “ოცნება” 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებით, საქართველოში ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუკი ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. უფრო კონკრეტულად, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული ახალი წინადადება ასეთია: „2021 წლის 16 აპრილს, „ქართული ოცნების“ შემოთავაზებაზე დაყრდნობით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ […]
რატომ შეუერთდი “ქართული ოცნების” მოღალატეებს?! – წულუკიანი ქუთაისის თეატრის დირექტორ მარჯანიშვილს ხსნის
ქუთაისის თეატრის დირექტორი თორნიკე მარჯანიშვილი მინისტრ წულუკიანთან შეხვედრის დეტალებს ტვ პირველთან ყვება. მარჯანიშვილი ამბობს, რომ მას პოლიტიკური ნიშნით ატოვებინებენ თეატრს,რადგან მან “ოცნება” დატოვა და 2020 წლის არჩევნებზე “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” სახელით იყრიდა კენჭს. – ნაციონალებთან რომ წასულიყავი, მესმის, მაგრამ შეუერთდი იმ პარტიას, რომლის წევრებმაც “ქართულ ოცნებას” უღალატეს – ასე მიმართა წულუკიანმა მარჯანიშვილს შეხვედრის დროს. […]
„გიორგი გახარია ხმებს „ქართულ ოცნებას“ წაართმევს“
კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერი გიგა ბუკია “ახალ თაობას” გიორგი გახარიას პოლიტიკურ მომავალზე ესაუბრა. – „ქართული ოცნების“ მომხრეებში გაჩნდა ასეთი ინიციატივა – გახარიას გუნდელმა მაჟორიტარებმა დატოვონ მანდატები, ადგილობრივი არჩევნების დროს გაიმართოს შუალედური არჩევნები მათ ოლქებში და შემდეგ გამოჩნდება, იყო თუ არა გადამწყვეტი გახარიას პერსონალური რეიტინგი 2020 წლის არჩევნებში. – ეს ინიციატივა ძალიან უცნაურად მეჩვენება. ასე, პარლამენტში […]










