კატეგორია: პოლიტიკა

“გირჩმა” შარლ მიშელის წინადადებებს ხელი მოაწერა

"გირჩმა" შარლ მიშელის წინადადებებს ხელი მოაწერა

„გირჩის“ ლიდერებმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, სანდრო რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებას პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერეს. როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, თითოეულმა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, უნდა შეთანხმება თუ არა. „ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა თავიანთი წინადადება. მე ვფიქრობ, რომ დარჩენილმა 60-მა კაცმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს უნდა შეთანხმება […]

გიგი უგულავა – “ნიკა მელია ოპოზიციამ თბილისის მერობის კანდიდატად უნდა დაასახელოს”

გიგი უგულავა - „ჩერგოლეიშვილის პოზიცია ბიძინას ტელევიზიებისას დაემთხვა“

ოპოზიციონერი ლიდერი, გიგი უგულავა ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე, თბილისის მერობის კანდიდატად ოპოზიციურმა სპექტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას კანდიდატურა უნდა განიხილოს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, დროა, ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ, გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო. „ჩემი აზრით, დადგა დრო ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ, გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო. ამისათვის მე მხარს […]

სალომე სამადაშვილი მიშელის დოკუმენტზე – “ნაბიჯი წინ გადაიდგა”

სალომე სამადაშვილი მიშელის დოკუმენტზე - "ნაბიჯი წინ გადაიდგა"

“ჩვენ გვაქვს პრობლემები შემოთავაზებულ ზოგიერთ საკითხზე, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ შიდა პარტიული კონსულტაციები იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საერთო პოზიციები”, – ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა სალომე სამადაშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის დასრულების დროს ისაუბრა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილი დოკუმენტი შინაარსობრივად განსხვავდება იმისგან, რაც წინა შეხვედრის დროს იდო მაგიდაზე. “ჩემთვის გაუგებარია, აპირებს თუ არა “ქართული ოცნება” […]

მიშელის წინადადება – “2022-ში ვადამდელი არჩევნები ინიშნება, თუ ადგილობრივში “ოცნება” 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”

მიშელის წინადადება - "2022-ში ვადამდელი არჩევნები ინიშნება, თუ ადგილობრივში "ოცნება" 43%-ზე ნაკლებს მიიღებს"

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებით, საქართველოში ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუკი ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. უფრო კონკრეტულად, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული ახალი წინადადება ასეთია: „2021 წლის 16 აპრილს, „ქართული ოცნების“ შემოთავაზებაზე დაყრდნობით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ […]

რატომ შეუერთდი “ქართული ოცნების” მოღალატეებს?! – წულუკიანი ქუთაისის თეატრის დირექტორ მარჯანიშვილს ხსნის

რატომ შეუერთდი "ქართული ოცნების" მოღალატეებს?! - წულუკიანი ქუთაისის თეატრის დირექტორ მარჯანიშვილს ხსნის

ქუთაისის თეატრის დირექტორი თორნიკე მარჯანიშვილი მინისტრ წულუკიანთან შეხვედრის დეტალებს ტვ პირველთან ყვება. მარჯანიშვილი ამბობს, რომ მას პოლიტიკური ნიშნით ატოვებინებენ თეატრს,რადგან მან “ოცნება” დატოვა და  2020 წლის არჩევნებზე “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” სახელით იყრიდა კენჭს. – ნაციონალებთან რომ წასულიყავი, მესმის, მაგრამ შეუერთდი იმ პარტიას, რომლის წევრებმაც “ქართულ ოცნებას” უღალატეს –  ასე მიმართა წულუკიანმა მარჯანიშვილს შეხვედრის დროს. […]

„გიორგი გახარია ხმებს „ქართულ ოცნებას“ წაართმევს“

"ოცნების" უმრავლესობა გახარიას გადადგომას ითხოვს

კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერი გიგა ბუკია “ახალ თაობას” გიორგი გახარიას პოლიტიკურ მომავალზე ესაუბრა. – „ქართული ოცნების“ მომხრეებში გაჩნდა ასეთი ინიციატივა – გახარიას გუნდელმა მაჟორიტარებმა დატოვონ მანდატები, ადგილობრივი არჩევნების დროს გაიმართოს შუალედური არჩევნები მათ ოლქებში და შემდეგ გამოჩნდება, იყო თუ არა გადამწყვეტი გახარიას პერსონალური რეიტინგი 2020 წლის არჩევნებში. – ეს ინიციატივა ძალიან უცნაურად მეჩვენება. ასე, პარლამენტში […]

კალაძე დუბაიში ოჯახთან ერთად 1 კვირა ისვენებდა – ეს მას 36.427 ლარი დაუჯდა

კალაძე დუბაიში ოჯახთან ერთად 1 კვირა ისვენებდა - ეს მას 36.427 ლარი დაუჯდა

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერი კახა კალაძე დუბაიში, ფეშენებელურ სასტუმროში, 1 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დედაქალაქის მერი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ისვენებდა. სასტუმროს ჯავშნის მიხედვით, რომელიც შაბათის ფორმულამ მოიპოვა, დუბაიში ერთკვირიან ტურში კახა კალაძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად წავიდა. მასთან ერთად იყვნენ – წინა მოწვევის პარლამენტის და კალაძის გუნდის წევრი ივლიანე წულაია ოჯახთან ერთად და დეპუტატი ლევან კობიაშვილი […]

კალაძე “ოცნებიდან” 13 დეპუტატს გამოიყვანს და უმრავლესობას დაშლის

კალაძე "ოცნებიდან" 13 დეპუტატს გამოიყვანს და უმრავლესობას დაშლის

კახა კალაძე, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ღიად გამოაცხადებს საკუთარ გადაწყვეტილებას და “ქართული ოცნებიდან” წავა. ამ მძიმე გადაწყვეტილების მისაღებად კი როგორც ჩანს თბილისის ჯერ კიდევ მოქმედმა მერმა დუბაის ლაჟვარდოვანი სანაპირო შეარჩია, სადაც ის, ოფიციალური ვერსიით, ოჯახთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა. მაგრამ “შაბათის მთავარმა” გაარკვია, რომ კახა კალაძემ თბილისი კერძო თვითმფრინავით, ჩარტერული რეისით დატოვა. ამავე რეისის მგზავრები ასევე იყვნენ […]

“გახარიას მაღალი რეიტინგი ვარდნას დაიწყებს, მთავარია, მან ეს დროზე შეაჩეროს” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი - "100 ათასი ვაჟკაცი უნდა ავდგეთ და 50 კაცი გავკოჭოთ?"

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გახარიას გუნდის პერსპექტივებზე საუბრობს. – დეპუტატები, რომლებმაც “ქართული ოცნება” დატოვეს, ოპოზიციის ადგილას გადასხდნენ. რეალურად გაჩნდა ოპოზიცია პარლამენტში და გახარიამ დაიწყო ოპოზიციური საქმიანობა აქტიურად თუ ეს არის იმიტაცია? – ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც შეცვლის პოლიტიკურ მოზაიკას ქვეყანაში.კითხვები ჩნდება. უნდა დავაკვირდეთ რამდენად დამაჯერებელი იქნება მათზე პასუხები. – თქვენ რა კითხვები […]

გორში გიორგი ხოჯევანიშვილს “ოცნება” დეპუტატობაზე უარის თქმა სთხოვს

გორში გიორგი ხოჯევანიშვილს "ოცნება" დეპუტატობაზე უარის თქმა სთხოვს

გორში “ქართული ოცნება” გიორგი ხოჯევანიშვილს მანდატის დატოვებას ურჩევს. პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ამის შესახებ მას შემდეგ მოუწოდეს, რაც მან პარლამენტში “ქართული ოცნების” რიგები დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა. “ოცნებაში” ამბობენ, რომ ხოჯევანიშვილი დეპუტატი სწორედ მათი რიგებიდან გახდა და ახლა, როდესაც პარტია დატოვა, მანდატიც უნდა დათმოს. “მთავარის” ინფორმაციით, გორელი მეოცნებეების აზრი ახლა ორადაა გაყოფილი. ნაწილი ხოჯევანიშვილს […]