კატეგორია: პოლიტიკა

ლევან ალაფიშვილი – “ქართულ ოცნებაში” იციან, რომ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია”

ლევან ალაფიშვილი ხაზარაძის მოძრაობის წევრი იქნება

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ჯერ საპარლამენტო უმრავლესობა არ დაშლილა, მაგრამ “ქართული ოცნების” შემადგენლობა როგორც კი 76 მანდატს ჩამოსცდება, კონსტიტუციური საფუძველი შეიქმნება ახალი მთავრობის ფორმირების, რისი შესაძლებლობაც ვეღარ იარსებებს, თუკი პარლამენტში არ იქნება 76-მანდატიანი საპარლამენტო უმრავლესობა. – და ამ დროს ინიშნება ვადამდელი არჩევნები? – ამ შემთხვევაში დღის წესრიგში დგება არა მხოლოდ პოლიტიკური […]

“კალაძეს ივანიშვილმა დიდი შეურაცხყოფა მიაყენა”

კალაძე - "ივანიშვილს ძალაუფლება არ სჭირდება"

კახა კუკავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ კობახიძე-ღარიბაშვილის დაპირისპირება “ოცნებაშიც”  დაადასტურეს. ასევე დადასტურებულია კალაძის წასვლა “ოცნებიდან”. – კახა კალაძე საერთოდ გაემიჯნება პოლიტიკას თუ დამოუკიდებელ თამაშს წამოიწყებს? ასევე არის მოსაზრება, რომ შესაძლოა, გახარიასთან ერთადაც ვიხილოთ. – ნამდვილად ვერ გეტყვით. მე, უბრალოდ, გამიხარდება, თუ ის დროულად გაემიჯნება. რაც მეტი ახალი ძალა გამოჩნდება, მით მეტი ბალანსი იქნება ქართულ […]

ორშაბათიდან გირჩი პარლამენტში შედის

„გვინდა, ამ პოლიტიკურ სპექტაკლს ცივსისხლიანად დავაკვირდეთ“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

“გირჩი” პარლამენტში შედის – “ორშაბათს მივალთ პარლამენტის შენობაში. ორშაბათიდან ვიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას”, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. როგორც მეგრელიშვილი ამბობს, “ქართულ ოცნებასთან” ამ თემაზე მოლაპარაკებები არ ჰქონიათ, მათ უბრალოდ მმართველ გუნდს შეატყობინეს, რომ პარლამენტში შედიან. მისივე თქმით, “გირჩი” ჩვეულებრივად იქნება საპარლამენტო საქმიანობით დაკავებული.

“ნამახვანჰესის საქმეში ღარიბაშვილიცაა გარეული და გახარიაც” – ლევან ჩაჩუა

პრემიერად გახარია ინიშნება, შს მინისტრად - ღარიბაშვილი

მოძრაობა „ქართული იდეის“ ლიდერი ლევან ჩაჩუას “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ „ენკა“, რომელიც ნამახვანჰესს აშენებს. თურქული კომპანიაა და საქართველოს ხელისუფლება მონურად ემორჩილება თურქეთს. ღარიბაშვილი ნამდვილი ფაშაა. – ფაშას რატომ ადარებთ? – ის ორი წვეთი წყალივით ჰგავს იმ ვითომ წარჩინებულ ქართველებს, რომლებიც ფაშობის მიღებისთვის, გამორჩენისთვის მიდიოდნენ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ და რჯულსაც კი იცვლიდნენ.  კომპანია „ენკასთან“ დადებულია […]

“გრიგოლიას ირმა კი არა, ინგა ქვია” – წულუკიანმა გახარიას დასცინა

"გრიგოლიას ირმა კი არა, ინგა ქვია" - წულუკიანმა გახარიას დასცინა

თეა წულუკიანმა გახარიას და მის გუნდს დასცინა. “კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ისინი მიხვდნენ ყველაზე მთავარს, რაც კი უნდა გქონდეს იმისთვის, რომ დღეს პოლიტიკაში კარგი სტარტი გქონდეს – იმას, რომ, მაგალითად, გრიგოლიას ირმა კი არა, ინგა ქვია”, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

კახა კახიშვილი – “გახარია არ იყო კარგი მენეჯერი”

კახა კახიშვილი - "ბანკები დაანგრევენ ეკონომიკას, თუ რეალურ შეღავათებზე არ იფიქრებენ"

ქვეყანა ჩაკეტო, თქვა, ყველანი სახლში იჯექით და არ გამოხვიდეთ, ამას არ ჰქვია კარგი კრიზისმენეჯერი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა. „პანდემიის დროს სწორი მართვა, რას ნიშნავს, იცით? როდესაც, არც პანდემიის ტალღა დაგარტყამს და არც ბიზნესი ჩავარდება ასეთ ვითარებაში. კოლბაში შეიძლება ნებისმიერი ადამიანი ჩასვა, საერთოდ არც პანდემია გაეკარება და არც […]

ელისო ბოლქვაძე – “ნაგავში პარიზშიც იქექებიან”

ელისო ბოლქვაძე - "ნაგავში პარიზშიც იქექებიან"

მე თვითონ ვუყურებ ადამიანებს, რომლებიც ბევრჯერ ნაგავში იქექებიან და ვიცი, ეს რაც არის, მაგრამ პარიზშიც არის ეგ, – ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან საქართველოში საარსებო მინიმუმის შემცირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. ბოლქვაძის თქმით, იმისთვის, რომ საარსებო მინიმუმი 178 ლარზე მეტი იყო, “წარამარა გამოსვლები არ უნდა იყოს”. “საქართველო არის სოციალურად მძიმე მდგომარეობაში და ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მთელი […]

“ნამახვანჰესის” საპროტესტო აქციას რუსეთიდან ჩამოსული ილია ძოწენიძე აფინანსებს” – ვლადიმერ ბოჟაძე

"ნამახვანჰესის" საპროტესტო აქციას რუსეთიდან ჩამოსული ილია ძოწენიძე აფინანსებს" - ვლადიმერ ბოჟაძე

რუსეთიდან სპეციალური დავალებით თბილისში მოავლინეს ბიზნესმენი ილია ძოწენიძე, რომელიც ფიზიკურადაც დადის ნამახვანის საწინააღმდეგო აქციაზე, ასევე მას დავალებული აქვს აქციების ფინანსური მხარდაჭერა და რუსეთიდან მართული პოლიტიკოსების ჩართვა აქციებში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე წერს. მისი თქმით, დღეს ამის პირველი მაგალითიც გამოჩნდა – „ქართული მარში“ უკვე ოფიციალურად ჩავიდა გუმათში ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად. „რაც შეეხება […]

“ბოკერიას ხელში “ევროპული საქართველო” კიდევ უფრო დასუსტდება”

ევროპული საქართველოს თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” “ევროპულ საქართველოში” მიმდინარე პროცესებზე საუბრობს: – პარტიიდან ცნობილი ადამიანების დიდი ნაწილი წავიდა და მათ შორის ბევრი არ აპირებს პოლიტიკური საქმიანობით დაკავებას. ეს ძალიან ცუდის ნიშანია ჩემთვის. წამოსულებიდან ვინც გამოვიდა და გააკეთა განცხადება, აშკარად მინიშნება იყო ერთ ადამიანზე, გიგა ბოკერიაზე. ბოკერია ყოველთვის ცნობილი იყო თავისი კატეგორიულობით, რადიკალურობით, ავტორიტარული გადაწყვეტილებებით. – დიქტატორია […]

ირაკლი კობახიძე – “გახარიას პარტია წარმატებული ვერ იქნება”

ირაკლი კობახიძე - "გახარია საერთოდ არაა აქტუალური, ის პრობლემებს ვერ შეგვიქმნის"

ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას მხარდამჭერი 6 დეპუტატის მმართველი გუნდიდან წასვლას. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ქმედება არასწორია და როდესაც პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმა ასე იწყება, გაგრძელებაც ასეთი იქნება. „სამწუხაროა, რაც ვნახეთ. ბევრი მიზეზის გამო, ეს არ იყო სწორი ქცევა, რაც ვიხილეთ, მათ შორის იმ მიზეზის გამო, რომ […]