პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ – ვფიქრობ, ის არის ქვეყნის პატრიოტი, – აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ გააკეთა. „ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც არის სხვადასხვა პარტია. დემოკრატიული სამყარო ახალ პარტიებსაც მიესალმება. ამაში განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. წარმოდგენა არ მაქვს რაზე ალაპარაკდება გიორგი გახარია, რადგან ამბავი ათი წუთის წინ გავიგე. პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მასთან სხვადასხვა მიმართულებებით მცირე საუბრები […]
კატეგორია: პოლიტიკა
გიორგი გახარია – “პოლიტიკიდან არ წავსულვარ, მალე შევხვდებით”
ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა. “მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ”. – უთხრა მან ჟურნალისტებს თავის სახლთან წავკისში, სადაც გახარია შეხვედრას მართავდა. “მალე შევხვდებით”. […]
ივანიშვილმა გახარია- ჩხარტიშვილს პარტიის შექმნა დაავალა
“შაბათის მთავარისთვის” ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ ვანო ჩხარტიშვილი გიორგი გახარიასთან ერთად ახალი პარტიის შექმნაზე მუშაობს, რომელიც ოცნების ფსევდოოპოზიცია უნდა გახდეს. ჩხარტიშვილი- გახარიას ახალ პარტიის შექმნაზე მოლაპარაკებებს ივანიშვილის გარეშე არ ჩაუვლია. ახალი პარტიის სამიზნე ჯგუფად ოლიგარქმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აირჩია. რამდენიმე კლინიკის ხელმძღვანელთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვთ, თუმცა ვინ დათანხმდება ივანიშვილის ახალი შვილობილი პარტიის წევრობას არავინ […]
ბრიუსელში საქართველოს ელჩმა, ნატა საბანაძემ თანამდებობა დატოვა
ნატა საბანაძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის განცხადებას თავად ავრცელებს. ‘სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 8 წელი შესრულდება რაც მე საქართველოს წარმოვადგენ ბრიუსელში და ვხელმძღვანელობ ჩვენს მისიას ევროკავშირში. ეს იყო ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა. ეს იყო მისია სავსე წარმატებებით, ისევე როგორც […]
ლევან პირველი წულუკიანს და ღარიბაშვილს 10 მილიონის მითვისებაში ადანაშაულებს
შევარდნაძის დროინდელი ბიზნესმენი მრავალწლიან დუმილს არღვევს. სკანდალური ბიოგრაფიის მქონე ყოფილი დეპუტატი ქართული ოცნების ხელისუფლებას უპირისპირდება და მისი კუთვნილი მილიონების მითვისებაში ადანაშაულებს. ისტორია კი გასული საუკუნის 90 -იანი წლებიდან იწყება ლევან პირველის კომპანია “ანგლო ოილმა” ბიზნესი წამოიწყო და ქვეყანაში ელექტროენერგიის, ბენზინისა და მაზუთის შემოტანა გადაწყვიტა. ხელშეკრულებებს კომპანია ავსტრიული რაიფაიზენ ბანკის კრედიტის მეშვეობით აფორმებდა იმ პირობით, რომ დავალიანებას […]
“თუ ხაზარაძე ილაპარაკებს მელიასავით, ხაზარაძეს არავინ აირჩევს, აირჩევენ მელიას” – დავით ზურაბიშვილი
ამალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პარლამენტის ბოიკოტს არასდროს ემხრობოდა, მაგრამ, რადგან ის შემდგარი ფაქტია, უკეთესი შედეგის მისაღწევად უნდა იქნას გამოყენებული. – 2008 წლის ბოიკოტთან ხომ არ გიჩნდებათ პარალელები? – მე ეს პარალელები პირველივე დღეს მქონდა. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არსებითად არასწორია. ეს სწორი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შეგიძლია მასობრივი გამოსვლებით […]
გოგი წულაია თბილისში გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად იყო ჩამოსული
გოგი წულაიას საქმეში თავიდანვე გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ გოგი წულაია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად მიდიოდა და მეგობარ ქალბს შეხვედრაზე გაყოლა სთხოვა. „ვერსიამ“ გოგი წულაიას ადვოკატ ვალერი გელბახიანს მიმართა: _ გოგი წულაია მიდიოდა გიორგი მარგველაშვილის სანახავად და ამ ქალმა სთხოვა, მეც წამოვალო. რომ ჩამოვიდნენ, საღამოს 8 საათი იყო და აზრი არ ჰქონდა გასვლას, ერთ საათში […]
“კალაძეს ივანიშვილის წინააღმდეგ წასვლა შეუძლია”
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე “ახალ თაობასთან” კახა კალაძის პოლიტიკურ მომავალზე საუბრობს. – მუდმივად არის საუბარი, რომ კალაძეს უნდა წასვლა “ოცნებიდან”, მაგრამ კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ და გუნდი არ აძლევს ამის შესაძლებლობას. ასეთი მოსაზრებაც იყო, რომ ბერა მფარველობს და ა. შ. თქვენ რა შთაბეჭდილება გრჩებათ? – მე ვფიქრობ, რომ ის ერთ-ერთი ის ფიგურაა, რომელიც შედარებით დამოუკიდებელია “ქართულ […]
ოპოზიცია საგანგებო რეჟიმზე გადადის – “შევალთ ყველა ოჯახში”
„დღეიდან ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთან, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა. მისივე თქმით, ოპოზიცია 15 მაისს რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბება. „დღეიდან ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გეგმაზე, რაც თვალისწინებს იმას, რომ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და დავარწმუნებთ ჩვენ მოსახლეობას, […]
“გირჩი” „ოცნებასთან” მოლაპარაკებას იწყებს – “უნდა გავარკვიოთ, რა მასშტაბის შარში ვართ”
პარტია “გირჩის” წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ “ქართულ ოცნებასთან” ინდივიდუალური მოლაპარაკებები გაგრძელდება. “უნდა გავარკვიოთ, რა მასშტაბის შარში ვართ, როგორც მინიმუმ, უკვე ნაკლები იმედი გვაქვს, რომ ფასილიტატორები გადაწყვეტენ ჩვენს პრობლემას. უნდა შევეცადოთ მოვიფიქროთ გამოსავალი, თუ ამ ქვეყანაში არაფერი გამოდის მერე ნამდვილად არ ვიცი… “ქართულ ოცნებას” შევუთანხმდით და მათთან, უშუალოდ, დავიწყებთ საუბარს,”-აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა “დღის კურიერში”.










