საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა, თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება. პრემიერ-მინისტრის ბრძანებითვე, მიხეილ ჩხენკელი, დღეიდან, დანიშნულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.
კატეგორია: პოლიტიკა
ელისაშვილი – “ოცნება” ვადამდელ არჩევნებზეც თანახმა იყო, მაგრამ ოპოზიციამ მოლაპარაკება ჩაშალა”
“მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ოპოზიციამ ჩაშალა. მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა წინადადება, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებზე აიღებდა 40%-ზე ნაკლებ ხმას, 2020 წელს ვადამდელი არჩევნებს დანიშნავდა, რაზეც ოპოზიცია არ დათანხმდა. “არის უბრალოდ გამაოგნებელი ამბავი, როდესაც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს მართლმსაჯულების რეფორმის საკითხი, პირდაპირ წერია, პოლიტიკური მართლმსაჯულების; მათ შორის, პროკურატურის; მთავარი […]
“ოცნება” ახალ არჩევნებში 2020-ში აღებული ხმების ნახევარსაც ვეღარ მიიღებს” – გიგა ბუკია
კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბუკია “ახალ თაობასთან” ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე საუბრობს. – გამოითქმის ვარაუდი, რომ გიორგი გახარიას შეუამხანაგდება კახა კალაძე და ისინი ერთად შექმნიან ახალ პოლიტიკურ ცენტრს. – კალაძე ჯერ “ქართულ ოცნებაშია”. მას არ შევეხები. ჩამოაყალიბებს თუ არა ახალ ძალას გიორგი გახარია? ჩვენთან მსხვილი ძალა ყალიბდება ხელისუფლებისაგან. ნაციონალური მოძრაობა შეიქმნა მოქკავშირისაგან. დღეს ნაციონალური […]
დანიელსონი – “ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა, მე ბრიუსელში ვბრუნდები”
ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეთანხმება ვერ შედგა. პოლიტიკური კრიზისის მოგვარება პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ შარლ მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა “ოცნებისა” და ოპოზიციის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სერიოზულად განიხილავენ ქვეყანაში კრიზისის აღმოფხვრის გზებს. ჩართული ვიყავი ამ ინტენსიურ მოლაპარაკებებში, როგორც პრეზიდენტ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი. ევროკავშირმა და აშშ-მ […]
ალეკო ელისაშვილი ლევან დავითაშვილს – “თქვენ ადგილზე თავის მოკვლაზე ვიფიქრებდი”
არმიაში ასეთი წესი იყო, თუკი სარდლები ბრძოლას წააგებდნენ და ეს მათი დაშვებული შეცდომის ბრალი იყო, თავს იკლავდნენ ხოლმე – მე რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი ვყოფილიყავი, გერმანიას გამოეცხადებინა, ვისაც ჩვენს ბაღ-ბოსტნებსა და ყანებში მუშაობა გინდათ, აგერ განცხადება შეავსეთო და ორ დღეში 100 ათას კაცს შეევსო, ალბათ, თვითმკვლელობაზე ვიფიქრებდი, – ამ სიტყვებით დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა […]
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ ელისო ბოლქვაძე აირჩიეს
დეპუტატი ელისო ბოლქვაძე პარლამენტში ახალშექმნილი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. ბოლქვაძე კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და პარლამენტმა 80 ხმით დაამტკიცა. კულტურის სფერო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ფარგლებში შედიოდა, თუმცა “ქართულმა ოცნებამ“ კულტურის მიმართულების ცალკე კომიტეტად ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო. ამით პარლამენტში მე-16 კომიტეტი შეიქმნა.
“თურნავას მოხსნიან, მას ბევრი ცოდვა აწევს კისერზე” – ვაჟა ოთარაშვილი
პოეტი ვაჟა ოთარაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ნამახვანჰესის” პროექტზე საუბრობს. – ხელისუფლებამ თურქებთან კაბალური ხელშეკრულება დადო, რომელიც 99 წლით, 576 ჰექტარი მიწის გადაცემას ითვალისწინებს 121 ლარად. ხელშეკრულება აშკარა კორუფციულ ნიშნებს შეიცავს, რომელსაც ხელს აწერენ ყოფილი პრემიერი გახარია, ეკონომიკის მინისტრი თურნავა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავითაშვილი. – ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ თურნავა სათადარიგო გასასვლელიდან გავიდა, რასაც ხალხის აღშფოთება […]
„ძალიან გულმოდგინედ ვიმუშავებთ დღეს, ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“ – დანიელსონი
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კრისტიან დანიელსონის მედიატორობით დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართება. ევროკავშირის წარმომადგენლობაში უკვე მივიდნენ კრისტიან დანიელსონი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, გუშინდელის მსგავსად, დღესაც გულმოდგინედ იმუშავებენ პოლიტიკურ მხარეებთან შეხვედრაზე. “ფოკუსირებული ვარ ჩემს სამუშაოზე, ეს არის მედიაციის […]
ირაკლი კობახიძე – “კარგი შეხვედრა იყო, მთავარია, ოპოზიციამ არ ჩაშალოს მოლაპარაკება”
ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ, სწორი მიმართულებით წვიდა პროცესi , – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც კობახიძე განმარტავს, მთავარია ოპოზიციამ მოლაპარაკებების ჩაშლისთვის რაიმე საბაბის მოძებნა არ დაიწყოს. „ოპოზიციას გუშინაც დაუმძიმდა განწყობა, გახსოვთ ბორელის განცხადებების შემდეგ მოაყოლეს შტურმი ევროკავშირზე და დასავლურ ინსტიტუტებზე, ეს, რა თქმა უნდა, […]










