გოგი წულაია თბილისში გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად იყო ჩამოსული

გოგი წულაია თბილისში გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად იყო ჩამოსულიგოგი წულაიას საქმეში თავიდანვე გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ გოგი წულაია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად მიდიოდა და მეგობარ ქალბს შეხვედრაზე გაყოლა სთხოვა. „ვერსიამ“ გოგი წულაიას ადვოკატ ვალერი გელბახიანს მიმართა:

_ გოგი წულაია მიდიოდა გიორგი მარგველაშვილის სანახავად და ამ ქალმა სთხოვა, მეც წამოვალო. რომ ჩამოვიდნენ, საღამოს 8 საათი იყო და აზრი არ ჰქონდა გასვლას, ერთ საათში კომენდანტის საათი იწყებოდა. გოგიმ უთხრა, ხვალ დილით წავალ მარგველაშვილთან, შენ გაიარ-გამოიარე, სადაც გინდა და მერე უკან დავბრუნდეთ ქუთაისშიო. გოგიმ უარი უთხრა ამ ქალს ამ შეხვედრაზე წაყვანაზე და ამაზე იკამათეს, იჩხუბეს და ამ ქალმა თქვა, ვითომ, რაღაც სექსუალური ძალადობა იყოო.

ვალერი გელბახიანი განმარტავს, რა საკითხზე უნდა შეხვედროდა წულაია მარგველაშვილს:

_ მარგველაშვილი იყო „ვანოს შოუში“ და იქ მოყვა, რომ ჩემს შვილებს უყვართ გოგი წულაია, იმეორებენ იმას, რასაც გოგი ამბობს, „დროშა ვერ დაკიდენ“-ო. შემდეგ გოგი წულაიამ დაურეკა მარგველაშვილს, თუ შენს შვილებს ჩემი ნახვა უნდათ, ჩამოვალ და გნახავთო. ამ მიზნით იყო წამოსული. ეს ქალი წამოჰყვა და სთხოვა, მეც გამაცანი მარგველაშვილიო, გოგიმ კი უარი უთხრა და ამაზე იჩხუბეს.

ის ბინა სამმა დაიქირავა ერთი ღამით,. მესამე იყო ლევან ჟღენტი. ბინაში ნახეს, რომ 1 საწოლი იყო და 1 დივანი ანუ 3 ადგილი არ იყო. ამ გოგომ თვითინ გამოთქვა სურვილი, დავრჩებიო. წავიდა ლევანი. გოგი დაწვა დივანზე და ქალს  შესთავაზა, საწოლში დაწექიო, მერე მოუვიდათ ეს კამათი მარგველაშვილთან წასვლაზე.

ვერსია