საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უკვე საქართველოშია. დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. „ძალიან მიხარია, რომ საქართველოში დავბრუნდი. ველოდები ძალიან დატვირთულ სამუშაო გრაფიკს პოლიტიკური პროცესის მონაწილე მხარეებთან სამი დღის განმავლობაში. ამ ეტაპზე […]
კატეგორია: პოლიტიკა
“ოცნებამ” თბილისის მერობა ზურაბ პოლოლიკაშვილს შესთავაზა
ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნება თბილისის მერობის კანდიდატად ზურაბ პოლოლიკაშვილს განიხილავს, რომელიც 2018 წლიდან გაეროში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანია. ფორმულას წყარო უყვება, რომ პოლოლიკაშვილმა შეთავაზება მმართველი გუნდისგან უკვე მიიღო, თუმცა მმართველ გუნდს მისი თანხმობა ჯერ არ აქვს. ფორმულამ გაარკვია, რომ გადაწყვეტილება უმრავლესობის წევრებს პარტიის თავმჯდომარემ გუშინ სხდომაზე გააცნო. სხდომას კახი კალაძე არ ესწრებოდა. წყაროს ინფორმაციით, ქართული ოცნების პარტიის წევრებს […]
“კალაძის და გახარიას ოპოზიციაში გადასვლას მივესალმები” – გედი ფოფხაძე
ოპოზიციონერი გედი ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ვასილ მაღლაფერიძე კობახიძესა და კალაძეს შორის შუამავალი რგოლი იყო: – კახა კალაძეს პარტიული ლიდერის პოზიციაზე ვასილ მაღლაფერიძე მიუჩინეს, როგორც ერთ-ერთი რგოლი. ვერ გეტყვით, რატომ წავიდა. ძალიან მალე გამოაშკარავდება, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. – შეიძლება, კალაძე მიდის ოპოზიციაში? – პირიქით, არ გამოვრიცხავ, კალაძეს გადააბარონ მთლიანად პარტია. ძალიან ცუდ […]
გიგი უგულავა – “გამორიცხული არ არის, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს”
“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, პროკურატურას უფლება ეძლევა, „ტვ პირველიდან“ მასალები ამოიღოს. უგულავას თქმით, ჟურნალისტს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი იცავს, რომელიც ბოლო ფორპოსტია, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ჯერ არ შეხებია. უგულავას თქმით, გამორიცხული არაა, რომ თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს, რაც მისი განცხადებით, რუსული ტიპის სახელმწიფოსკენ სვლის დაჩქარებაა. […]
ეკატერინე ტიკარაძე – “საქართველოში კოვიდის ვაქცინა 13 მარტს შემოვა”
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე, 13 მარტიდან შემოვა. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ვაქცინების შემოტანა ქვეყანაში ეტაპობრივად მოხდება. „დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით. ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში გვექნება ვაქცინების […]
გია ხუხაშვილი – “ღარიბაშვილი ოპოზიციისთვის დიდი საჩუქარია”
ექსპერტი გია ხუხაშვილი “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ მისთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა წავიდეს ბრიუსელში ვიზიტით პრემიერი ღარიბაშვილი: – სახელმწიფო ვიზიტით როგორ უნდა წავიდეს ადამიანი, რომელზეც დაიდო წარმოუდგენელი სკანდალური ინფორმაცია, ამაზე ხდება წაყრუება ხელისუფლების მხრიდან, მიდის პრემიერი და რაღაც საკითხებზე ელაპარაკება. – ევროპელების მხრიდან ამ კონკრეტულ საკითხზე არ იქნება საუბარი? – ამას არა აქვს მნიშვნელობა. დამოკიდებულება […]
კალაძე ივანიშვილის კადრებს იშორებს – რატომ მოხსნეს ალექსანდრე ტოგონიძე
ახალა მთავარი ინტრიგა “ოცნების” მერობის კანდიდატის ვინაობაა. გუნდის შიგნით არსებული რთული ვითარება და თბილისის მერის საეჭვო დუმილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თვითმმართველობის არჩევნებზე კალაძისა და “ოცნების” მომავალ ერთობას. თავად კახა კალაძე განმარტებებს არ აკეთებს – უცნობია, სურს თუ არა ქალაქის მერს თანამდებობაზე კენჭი მეორე ვადით იყაროს. ოპოზიციაში პირდაპირ ამბობენ, რომ კალაძე ახლა ივანიშვილის მძევლობაში მისი […]
„ბერა, გაგინებ, ხელებატატებული გაგინებ, მოდი და გამისწორდი“ – გოგი წულაია
ერთი გინებით გულს ვიოხებდით და იმასაც გვართმევთ?”- გოგი წულაია ბერა და ბიძინა ივანიშვილებს მიმართავს. “მინდა მივმართო დედააფეთქებულ ბიძინა ივანიშვილს, რატომ გგონია, რომ ბერა ახლა ბედნიერია, რადგან მილიარდები აქვს. გეუბნები: ბერა გაგიუბედურებია, გაგიუბედურებია იმ მლიქვნელებში რომ გაზარდე. მლიქვნელებში, რომლებიც ყველაფრისთვის მზად იყვნენ. ახლა მინდა ბერას მივმართო: შე გაუბედურებულო ადამიანო, მეცოდები. ვიცი ახლა “ტუ”-ს დაადებენ მაინც და […]
ნინო გიორგობიანი მთავრობის ადმინისტრაციაში გადაიყვანეს – “დიდი მადლობა პრემიერს!”
ნინო გიორგობიანი მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა: “მეგობრებო, უკვე დავინიშნე მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად-დიდი მადლობა პრემიერ მინისტრს ამ ნდობისათვის. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო წლების განმავლობაში მემუშავა შინაგან საქმეთა სამინისტროში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ყოველთვის დავრჩები ამ უწყებების გულშემატკივარი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს, […]
“ქართული ოცნების” ოფისთან პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, სადაც “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის და მოძრაობა საქართველოს წარმომადგენლები აქციას მართავენ, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. დაკავებული არიან: ნიკა ნარსია, კახა კვეკვესკვირი, ბექა პაპაშვილი და რამაზ აივაზაშვილი. აქტივისტები „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის ავტომობილს საპროტესტო შინაარსის მქონე ბანერით წინ გადაუდგნენ. შეხლა-შემოხლა აქტივისტებსა და სამართალლდამცავებს შორის სწორედ ამ დროს მოხდა. გარდა ამისა, პროტესტის ნიშნად, აქტივისტები […]










