“კალაძის და გახარიას ოპოზიციაში გადასვლას მივესალმები” – გედი ფოფხაძე

"კალაძის და გახარიას ოპოზიციაში გადასვლას მივესალმები" - გედი ფოფხაძეოპოზიციონერი გედი ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ვასილ მაღლაფერიძე კობახიძესა და კალაძეს შორის შუამავალი რგოლი იყო:

– კახა კალაძეს პარტიული ლიდერის პოზიციაზე ვასილ მაღლაფერიძე მიუჩინეს, როგორც ერთ-ერთი რგოლი. ვერ გეტყვით, რატომ წავიდა. ძალიან მალე გამოაშკარავდება, რეალურად რასთან გვაქვს საქმე.

– შეიძლება, კალაძე მიდის ოპოზიციაში?

– პირიქით, არ გამოვრიცხავ, კალაძეს გადააბარონ მთლიანად პარტია. ძალიან ცუდ დღეში არიან. მეტ-ნაკლებად წონადი ლიდერი სჭირდებათ, რომ სიტუაცია შეინარჩუნონ. ლიდერი არ ჰყავთ. ღარიბაშვილი ამ ჩანაწერების მერე განულებულია.

– კობახიძე?

– კობახიძე ყოველთვის განულებული იყო. კობახიძეზე არასდროს არავის უფიქრია, რომ ლიდერია. ერთადერთი, “ოცნებაში” ლიდერის თვისებები გახარიას ჰქონდა და გამოამჟღავნა კიდეც. მეორეა კალაძე. თუ “ოცნება” აპირებს რაიმე ფორმატში პოზიციების დაცვას და სჭირდება ლიდერი, ეს არის კალაძე. სხვა ნებისმიერი ადამიანი თეორიულად გამორიცხეთ.

– გახარიასთან პოლიტიკოსები კონსულტაციებზე დადიან. შეიძლება, დაბრუნდეს პოლიტიკაში?

– მეც დავდიოდი კვირიკაშვილთან, მაგრამ, ეს ხომ არ ნიშნავდა იმას, რომ კვირიკაშვილი პარტიას ქმნიდა. შეიძლება, ამასთან გვაქვს საქმე. თუ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, ამას მხოლოდ მივესალმები. მიუხედავად ამისა, მე მას 20 ივნისსა და ია კერძაიას საქმეს ვერ ვაპატიებ.

კახა კალაძესაც მივესალმები ოპოზიციაში, თუ ის დამოუკიდებლად გადადგამს ამ ნაბიჯს.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა