მე ბერასთან არ მაქვს პრეტენზია – გულდასაწყვეტია, გამოხმაურებები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ „ჩვენც ეგრე მოვიქცეოდით“ – დიდი ბოდიში ეს რას ნიშნავს?! ეს არის “გაპრავება” გირგვლიანის, გელაშვილის და ძალიან ბევრი სხვა ტრაგედიის, – ასე შეაფასა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ბერა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ, სადაც მან ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა. მისივე თქმით, სჯობდა ბერა ივანიშვილს კომენტარი არ გაეკეთებინა, რადგან ის ემოციებით […]
კატეგორია: პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი “ოცნების” წინააღმდეგ – “ნიკა მელიას დაკავების დრო და ფორმა საუკეთესო არ იყო”
“ნიკა მელიას დაკავების დრო და ფორმა არ იყო საუკეთესო” – საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადება BBC ჰარდ-თოქში გააკეთა. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თბილისში ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია. გადაცემის წამყვანის შეფასებით კი მსგავსი ვითარება საქართველოს, ნებისმიერ ევროპულ პერსპექტივას აშორებს. “მე არ მგონია, რომ საქართველო უნდა ჩამოიწეროს ამ ერთი მოვლენის გამო, რომელსაც თავისი […]
არჩილ თალაკვაძე – “ღარიბაშვილს პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუდასტურებ”
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს პოლიტიკური მხარდაჭერა გამოუცხადა. აღნიშნული განცხადება თალაკვაძემ აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, ბიუროს სხდომაზე გააკეთა. “ამ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც არის ვაქცინაციის დაწყება, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკის აღდგენა – ჩემი მხრიდან, მინდა, პოლიტიკური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავუდასტურო პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს”, – თქვა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, 6 მარტს, “TV პირველმა” […]
კალაძის “ოცნებიდან” წასვლა რამდენიმე დღეში გაფორმდება
დატოვებს თუ არა ქართულ ოცნებას კახა კალაძე? დედაქალაქის არჩეული მერი ბოლო დღეებია ოცნების გუნდისგან ღიად ცდილობს დისტანცირებას, პარალელურად მერიის სამსახურებს უკვე რამდენიმე თვეა ინტენსიურად ამოწმებენ სუს-ის წარმომადგენლები. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, კალაძისა მისი გუნდის პოლიტიკური განქორწინება ქართული ოცნებასთან – სულ რამდენიმე დღეში გაფორმდება. ოცნებაში ამ ვერსიას ისეთივე ენთუზიაზმით უარყოფენ, როგორც ეს გახარიას შემთხვევაში ხდებოდა. კახი კალაძის კვოტა […]
მეუფე იაკობი – “ფარულ ჩანაწერებს მთავრობა ერთხელ უკვე გადაჰყვა”
ჩანაწერებს ხელისუფლება ერთხელ უკვე გადაჰყვა,-ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, ფარული ჩანაწერების მომზადების ბერკეტი როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციასაც აქვს. „ვფიქრობ, ნებისმიერი უკანონო ჩანაწერი, ვის მიმართაც არ უნდა იყოს, უკანონო ჩანაწერს ვინც აკეთებს, რატომ აკეთებს? ეს არ უნდა წავახალისოთ. მერე ტელევიზიები რაღაცნაირად ახალისებენ ხოლმე. ჩანაწერებს ხელისუფლება ერთხელ უკვე […]
ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ-ი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და ხელისუფლება აფასებს ოფიციალური ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერას არაერთ მიმართულებით, მათ შორის როგორც ქვეყანაში რეფორმების განხორციელების, ასევე COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების დაძლევის პროცესში. ირაკლი ღარიბაშვილმა საუბრისას კიდევ […]
ნათია თურნავას მოადგილედ გურამ გურამიშვილი დაინიშნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ სს “საქართველოს რკინიგზის” სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი გურამ გურამიშვილი დაინიშნა. “გურამ გურამიშვილს საქართველოს სატრანსპორტო სფეროში საქმიანობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ის 1995-2021 წლებში საქმიანობდა სს „საქართველოს რკინიგზაში“ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე”, – ვკითხულობთ სამინისტორს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მინისტრის მოადგილეს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი. მას მინიჭებული აქვს დოქტორის […]
შარლ მიშელის წარმომადგენელი ქართულ მოლაპარაკებებში კრისტიან დანიელსონი იქნება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური დიალოგის მედიატორად დანიშნა. დანიელსონი მედიაციას გაუწევს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგს, რომელიც ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ვითარების განმუხტვას ემსახურება და ამ მიზნით ის საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. “უახლოეს დღეებში ბ-ნი დანიელსონი საქართველოში გაემგზავრება, რათა […]
კახა კახიშვილი – უნდა გაირკვეს, ღარიბაშვილის, ბერას ან ჩუბინიძის მოქმედებაში დანაშაულის ნიშნები ხომ არაა
პარლამენტის დეპუტატი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აუცილებელია, გამოძიება ჩატარდეს. კახა კახიშვილის განცხადებით, გამოძიება ორი მიმართულებით უნდა წარიმართოს და დადგინდეს ყველა დეტალი, არის თუ არა ჩანაწერი ავთენტური, როდის არის მოპოვებული და ჰქონდა თუ არა ადგილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. „გამოძიებამ უნდა დაადგინოს – ავთენტური არის თუ არა ჩანაწერი, როდის შედგა საუბარი და შესაბამისად, როდისაა მოპოვებული, […]
“კახა კალაძე ეუბნება ახლობლებს, რომ მილანში წავა და აქ ვერ გაჩერდება“
TV პირველის მიერ გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში სოცქსელში დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლეზე ანგარიშსწორებასა და სხვა “სადამსჯელო ღონისძიებებზეა” საუბარი. როგორც ირკვევა, ამ სიმძიმის დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა 10 წელია, შესაბამისად, მმართველი გუნდი ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ გამოძიების დაწყებისთვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, მით უფრო, ჩანაწერის ფიგურანტი ადამიანები […]









