ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ სს “საქართველოს რკინიგზის” სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი გურამ გურამიშვილი დაინიშნა. “გურამ გურამიშვილს საქართველოს სატრანსპორტო სფეროში საქმიანობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ის 1995-2021 წლებში საქმიანობდა სს „საქართველოს რკინიგზაში“ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე”, – ვკითხულობთ სამინისტორს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მინისტრის მოადგილეს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი. მას მინიჭებული აქვს დოქტორის […]
კატეგორია: პოლიტიკა
შარლ მიშელის წარმომადგენელი ქართულ მოლაპარაკებებში კრისტიან დანიელსონი იქნება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური დიალოგის მედიატორად დანიშნა. დანიელსონი მედიაციას გაუწევს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგს, რომელიც ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ვითარების განმუხტვას ემსახურება და ამ მიზნით ის საქართველოში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. “უახლოეს დღეებში ბ-ნი დანიელსონი საქართველოში გაემგზავრება, რათა […]
კახა კახიშვილი – უნდა გაირკვეს, ღარიბაშვილის, ბერას ან ჩუბინიძის მოქმედებაში დანაშაულის ნიშნები ხომ არაა
პარლამენტის დეპუტატი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აუცილებელია, გამოძიება ჩატარდეს. კახა კახიშვილის განცხადებით, გამოძიება ორი მიმართულებით უნდა წარიმართოს და დადგინდეს ყველა დეტალი, არის თუ არა ჩანაწერი ავთენტური, როდის არის მოპოვებული და ჰქონდა თუ არა ადგილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. „გამოძიებამ უნდა დაადგინოს – ავთენტური არის თუ არა ჩანაწერი, როდის შედგა საუბარი და შესაბამისად, როდისაა მოპოვებული, […]
“კახა კალაძე ეუბნება ახლობლებს, რომ მილანში წავა და აქ ვერ გაჩერდება“
TV პირველის მიერ გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში სოცქსელში დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლეზე ანგარიშსწორებასა და სხვა “სადამსჯელო ღონისძიებებზეა” საუბარი. როგორც ირკვევა, ამ სიმძიმის დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა 10 წელია, შესაბამისად, მმართველი გუნდი ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ გამოძიების დაწყებისთვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, მით უფრო, ჩანაწერის ფიგურანტი ადამიანები […]
ხატია დეკანოიძე _ “თუ “ოცნება” ვადამდელზე არ წავა და მელიას არ გამოუშვებს, 20 მარტს დიდ აქციას მოვაწყობთ”
თუ „ქართული ოცნება“ არ წავა რაიმე წინადადებით ვადამდელ არჩევნებზე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, მაშინ 20 მარტს ძალიან დიდ აქციას ვაპირებთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ერთიანია და არ აპირებს „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებების ჩაშლის საშუალება მისცეს. “ვიმსჯელეთ იმ ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც ქვეყანაშია და მომავალ […]
ვასილ მაღლაფერიძემ „ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა
ვასილ მაღლაფერიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განმარტებით, პოლიტიკურ თანამდებობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს. „მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვტოვებ პოლიტიკურ თანამდებობას. გარკვეული პერიოდი აქტიურ საქმიანობას ვერ შევძლებ, თორემ გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება. თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ […]
ანზორ ჩუბინიძე _ “ჩანაწერებს იუმორის გარეშე ვერ მივიღებ”
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ტვ პირველის ეთერში 6 მარტს გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ეხმაურება. ის ამბობს, რომ ეს გამიზნული პროვოკაცია იყო და “ამას იუმორის გარეშე ვერ მიიღებს”. “ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, დაფუძნებული რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე, თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო საოცარი სიღრმე უტიფრობისა და აბსურუდლობისა. აბსურდული მცდელობა, რომ ქართველი საზოგადოება დაარწმუნონ […]
“ოცნება” – “ბერას და ღარიბაშვილის საუბარი 2010 წელს კუდმა ჩაწერა”
ჩანაწერთა ფაბრიკაცია, როგორც ჩანს, დიდი ხნის ნამუშევარი, საგულდაგულოდ დამონტაჟებული და „საჭირო მომენტისთვის“ იყო გადანახული. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც პარტია „ტვ პირველის“ ეთერში გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება. “გუშინ, ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის ეთერში საზოგადოებამ იხილა და მოისმინა 2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია. გამოქვეყნებული გაყალბებული საუბარი შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული […]
„გახარიას შეცდომების ბრალია, რომ ვაქცინა არ გვაქვს“ – ლევან კობერიძე
პოლიტიკოსი ლევან კობერიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გიორგი გახარიას შეცდომებზე საუბრობს: – გახარიამ გადაჭარბებული მოლოდინი შექმნა. რეალურად გახარიას მართვის უუნარობა სწორედ ახლა აისახება შედეგებში. ახლა ვაქცინა რომ არ გვაქვს, ეს გახარიას შეცდომების ბრალიცაა. – გახარია პასუხისმგებლობას გაექცა? – რა თქმა უნდა. როდესაც ჩვენ ამას ვამბობდით, ყველა გვეწინააღმდეგებოდა. საქართველოში შედეგებზე მსჯელობა გვიჭირს ხოლმე, უფრო ემოციური ხალხი ვართ, […]
მდინარაძე – “ღარიბაშვილის და ბერას ჩანაწერები 2010 წლის ჩანაწერებიდან ამოკრეფილი ფრაზებია”
„ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ბერა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის ფარულ ჩანაწერებს ფაბრიკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი „კაგებეშნიკურად“ არის დამონტაჟებული. “პრემიერთან ვისაუბრეთ დღეს, თუ რა ჩანაწერზე იყო საუბარი. ჩვენ ამაზე გვქონდა ინფორმაცია. ეს არის 2010 წლის, ხაზს ვუსვამ, არა 2011-2012 წლის, არამედ 2010 წლის რამდენიმე ათეული ჩანაწერიდან ამოკრეფილი ფრაზები ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ. ეს არის […]









