მდინარაძე – “ღარიბაშვილის და ბერას ჩანაწერები 2010 წლის ჩანაწერებიდან ამოკრეფილი ფრაზებია”

მდინარაძე - "ღარიბაშვილის და ბერას ჩანაწერები 2010 წლის ჩანაწერებიდან ამოკრეფილი ფრაზებია"„ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ბერა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის ფარულ ჩანაწერებს ფაბრიკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი „კაგებეშნიკურად“ არის დამონტაჟებული.

“პრემიერთან ვისაუბრეთ დღეს, თუ რა ჩანაწერზე იყო საუბარი. ჩვენ ამაზე გვქონდა ინფორმაცია. ეს არის 2010 წლის, ხაზს ვუსვამ, არა 2011-2012 წლის, არამედ 2010 წლის რამდენიმე ათეული ჩანაწერიდან ამოკრეფილი ფრაზები ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ. ეს არის აბსოლუტური ფაბრიკაცია, „კაგებეშნიკურად“ არის დამონტაჟებული. სამწუხაროდ, საინფორმაციო ტერორი მიმდინარეობს ამ მიმართულებით საზოგადოებაზე. ალბათ, უნდა შევთანხმდეთ, რომ ასეთი ქმედებები, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, რა პოლიტიკური ინტერესიც არ უნდა იყოს ამაში, აუცილებლად უნდა იყოს დაგმობილი“,-აცხადებს მდინარაძე.

იპნ